იყო ქართული წარმოშობის: პაპამისი პაატა ციციშვილი [[ვახტანგ VI]]-სთან ერთად [[რუსეთის იმპერია|რუსეთში]] გადასახლდა.
[[1802]] წლის 8 სექტემბერს დაინიშნა მთავარსარდლად საქართველოში ({{lang-ru|главнокомандующий в Грузии}})<ref>[http://dlib.rsl.ru/viewer/01003825055#?page=64&view=list Кавказский календарь на 1845 годъ]</ref>. [[1803]] წლის 1 თებერვალს ჩავიდა ტფილისში. [[1804]] წლის 25 ივნისს ერივანთანერევანთან დაამარცა სპარსელები. იყო რუსეთის იმპერიის ერთგული მსახური: მან ქვეშევრდომობის დამადასტურებელი ხელშეკრულებები დადო ამიერკავკასიის სახანოებთან, [[სამეგრელო]]ს მთავარ [[გრიგოლ დადიანი|გრიგოლ დადიანთან]] და [[იმერეთი]]ს მეფე [[სოლომონ II]]–სთან (,,[[ელაზნაურის შეთანხმება]]"), აღკვეთა ლეკთა თარეში და შემოიერთა [[ჭარ-ბელაქანი]], [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა]] სამეფო საგვარეულოს წარმომადგენლები რუსეთში გადაასახლა.
პავლე ციციანოვის ინიციატივით შეიქმნა დებულება სათავადაზნაურო საგუბერნიო კრების შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა სამ წელიწადში ერთხელ [[გუბერნია|გუბერნიისგუბერნიისა]] და [[მაზრა|მაზრების]] თავადაზნაურთა წინამძღოლების არჩევას. მანვე გააუქმა [[მოურავი|მოურავობის]] ინსტიტუტი. ციციანოვმა საფუძველი ჩაუყარა მოსახლეობისგან დაცლილ ადგილებზე იმპერიისთვის კეთილსაიმედო ელემენტების ჩასახლებას. საქართველოში ის შეეცადამან არაერთი სიახლესიახლის დაენერგვა დაენერგასცადა: [[სელი]]ს, [[მატყლი|მატყლისა]]ს და [[ტყავი]]ს გადამამუშავებელი საწარმოების დაარსებასდაარსება, [[თეატრი]]ს გახსნასგახსნა. აღწერა [[თბილისი]]ს მოსახლეობა და გახსნა კეთილშობილთა სასწავლებელი, რომლის მთავარ მიზანს მომავალი თაობისთვის [[რუსული ენა|რუსული ენის]] შესწავლასწავლება წარმოადგენდა.
[[1806]] წლის 8 თებერვალს ბაქოს [[ჰუსეინ-ყული ხანი|ჰუსეინ-ყული ხანმა]] მოლაპარაკებისას მალულად შეიპყრო და მისი მოკვეთილი თავი [[ირანი]]ს შაჰს გაუგზავნა.