ალექსანდრე (ოქროპირიძე): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
}}
 
ეპისკოპოსი '''ალექსანდრე''' (ერისკაცობაში '''ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე'''; დ. [[1824]] — გ. [[9 ნოემბერი]], [[1907]], [[შიომღვიმის მონასტერი]]) — [[ქართველები|ქართველი]] საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.
 
==ბიოგრაფია==
გორის სასულიერო სასწავლებლისა და თბილისის სასულიერო სემინარიის შემდეგ, [[1850]] წელს, დაამთავრა [[ყაზანის სასულიერო აკადემია]]. სამშობლოში დაბრუნებული, ჯერ იყო მასწავლებელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, შემდეგ — აფხაზეთის [[არქიმანდრიტი]], 1862-1869 — აფხაზეთის ეპისკოპოსი, 1869-1882 — გორის, 1882-1885 — გურიის ეპისკოპოსი,და 1886-1898 წლებში — გორის ეპისკოპოსი, ქართლ-კახეთის ეპარქიის [[ქორეპისკოპოსი]], 1882-1885 — გურიის ეპისკოპოსი, 1898-1903 — გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი. იღვწოდა ქართული ენისა და კულტურის დასაცავად. დასვა საკითხი საქართველოს სასულიერო სკოლებში ქართული ენის სავალდებულო საგნად შემოღების შესახებ. [[1903]] გადააყენეს თანამდებობიდან.
 
ალექსანდრემ საკუთარი სახსრებით დააბეჭდვინა რამდენიმე ქართული საერო და საეკლესიო ძეგლი, შეაგროვებინა და გამოაცემინა ხალხში გაბნეული ქართული საგალობლები. 90-იან წლებში შეაკეთა და განაახლა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები: [[შიომღვიმე]], [[ზედაზნის მონასტერი|ზედაზენი]], [[ჯვარი (მცხეთა)|ჯვარი]] და [[დავითგარეჯა]]. დიდძალი ფული შესწირა [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას]] და საეკლესიო მუზეუმს, ღარიბ მოწაფეთა დასახმარებლად დააწესა სტიპენდიები. დასაფლავებულია შიომღვიმის მონასტრის ღვთისმშობლის ეკლესიაში.
{{ქსე|1|291|ლომინაძე ბ.}}
 
[[კატეგორია:ქართველიაფხაზეთის არქიმანდრიტებიეპისკოპოსები]]
[[კატეგორია:ქართველი ეპისკოპოსები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1824]]