ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ჩოლოყაშვილი, ნიკოლოზ''' ('''ნიკიფორე ირბახი''') (დაახლოებით *[[1585]] ― † [[1658]]), გამოჩენილი [[ქართველები | ქართველი]] სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი, მწიგნობარი, პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის ერთ-ერთი გამომცემელი. 8 წლისა სწავლა-განათლების მისაღებად გააგზავნეს [[იტალია]]ში, სადაც კათოლიკეთა ბერძნულ სკოლაში მიებარა სასწავლებლად. იქვე აღიკვეცა კათოლიკე ბერად. დაახლოებით [[1608]] წელს [[საქართველო]]ში დაბრუნდა და კახეთის მეფის [[თეიმურაზ I]]-ის კარის მოძღვარი გახდა. [[1614]] წელს შაჰ-აბას I-ის საქართველოში ლაშქრობის დროს, იერუსალიმში წავიდა. [[1625]] წელს ანტისპარსული კოალიციის შექმნის თაობაზე მოსალაპარაკებლად, თეიმურაზ I-ის დავალებით, დიპლომატიური მისიით გაემგზავრა [[ევროპა]]ში. ნიკიფორე ირბახის ცხოვრების გზა წააგავს სულხან-საბა ორბელიანის გზას. თეიმურაზ I-ის დავალებით იგი მიემგზავრება ევროპაში და [[1626]]-[[1629]] წლებში უკვე მოიხსენიება როგორც თეიმურაზის ელჩი პაპ [[ურბან VIII]]-ის კარზე. ამ პერიოდშივე იგი ეწვია ესპანეთის მეფე [[ფილიპე II]]-ს, რომელიც მაშინ ევროპაში მიმდინარე ოცდაათი წლის ომშია ჩაბმული. რომში ყოფნისას ჩოლოყაშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართული ბეჭდვითი წიგნის გამოცემაში. [[1629]] წელს მისი დახმარებით ჩამოისხა ქართული ანბანი. მისიონერული მიზნებით სტეფანო პაოლონისთან ერთად მან რომშივე შეიმუშავა და გამოსცა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები: ქართულ-იტალიური ლექსიკონი და "ლოცვანი" ქართულ ენაზე. [[1629]] წელსვე ჩოლოყაშვილი საქართველოში დაბრუნდა თეატინელთა ორდენის მისიონარებთან ერთად და იმავე წელს გახდა მეტეხის ტაძრის წინამძღვარი. მაშინდელი მიმოწერა მისიონერებს, პაპსა და ქართველ მეფეს შორის ადასტურებს, რომ ნიკიფორე ირბახი შუამავლობდა ურბან VIII-სა და თეიმურაზ I-ს შორის ქართული ეკლესიის რომთან შეერთებას (ე. წ. უნიას). [[1632]] წელს, როდესაც თეიმურაზ I იძულებული შეიქმნა იმერეთის სამეფოსთვის შეეფარებინა თავი, ჩოლოყაშვილი სამეგრელოს მთავრის [[ლევან II დადიანი|ლევან II დადიანის]] უახლოესი თანამშრომელი და მისი ფართო პოლიტიკური გეგმების სულისჩამდგმელი გახდა. მისიონერები მას დადიანის კარის სახლთუხუცესად იხსენიებენ. [[1643]]-[[1649]] წლებში ჩოლოყაშვილი კვლავ იერუსალიმშია ქართველთა ჯვრის მონასტრის წინამძღვრად. [[1650]] წელს ის საქართველოში ბრუნდება. ჯერ იმერეთის სამეფოს კარზე იმყოფებოდა, შემდეგ კვლავ ლევან II დადიანთან, რომლის ხელისშეწყობითაც [[1656]]-[[1657]] წ. დასავლეთ[[სამეგრელო|სამეგრელოსა]] საქართველოსდა [[აფხაზეთი|აფხაზეთის]] [[კათოლიკოს-პატრიარქიკათოლიკოსი]] ხდება. [[1657]] წელს, ლევან II დადიანის გარდაცვალების შემდეგ, ახალმა მთავარმა ვამეყ III-მ სხვა თავის მოწინააღმდეგეთა შორის ჩოლოყაშვილიც შეიპყრო და საპყრობილეში მოათავსა, სადაც იგი გარდაიცვალა. ჩოლოყაშვილიი მრავალმხრივი საქმიანობა მიმართული იყო საქართველოს პოლიტიკის და კულტურის აღორძინებისაკენ. თანამედროვენი მას უწოდებდნენ ბრძენსა და ფილოსოფოსს, რიტორს, "ღირსსა ყოვლისა სიკეთისა".
 
[[კატეგორია:ქართველები]]