მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

 
[[1923]] წლის [[ზაფხული|ზაფხულში]] მოკლეს ყველაზე ავტორიტეტული და გავლენიანი ოპოზიციური დეპუტატი ჯაკომო მატეოტი, რომელიც [[ფაშისტი|ფაშისტთა]] ზოგიერთი უპასუხისგებლო და თავხედი ლიდერის საქვეყნოდ მხილებას აპირებდა. ამ მკვლელობამ მთელი [[იტალია]] აღაშფოთა. ოპიზიციის დეპუტატებმა დემონსტრაციულად დატოვეს პარლამენტი და მეფეს ფაშისტთა ძალადობრივი ქმედებების საწინააღმდეგო ზომების მიღება მოსთხოვეს. დაიწყო გამოძიება და დააპატიმრეს ოთხი ეჭვმიტანილი (წამყვანი ფაშისტი საზოგადო მოღვაწეები), რამაც საზოგადოება სრულიადაც არ დააშოშმინა და ოპოზიციურმა გაზეთებმაც უწინდებურად განაგრძეს რეჟიმის კრიტიკა.
მრავალი წლის შემდეგ, [[1947]] წელს, როდესაც მუსოლინი ცოცხალი აღარ იყო, ამ საქმეზე ჩატარდა სასამართლო, რომელმაც დაადგინა, რომ ამ მკვლელობასთან მუსოლინის პირადად არავითარი კავშირი არ ჰქონდა. მაგრამ საზოგადოებაში არსებულმა ეჭვებმა საბოლოოდ მოსპეს მუსოლინის ლიბერალებთან დაახლოვების შანსი და უბიძგეს მას რეჟიმის გასასტიკებისკენ. [[1925]] წლის [[იანვარი|იანვარში]] დეპუტატების პალატის წინაშე მან განაცხადა: "...მთელი იტალიის წინაშე ვაცხადებ, რომ მხოლოდ მე ვარ პოლიტიკური, მორალური და ისტორიული პასუხისმგებლობის მატარებელი ყველაფერზე, რაც კი ხდება ქვეყანაში. და თუ [[ფაშიზმი]] არის არა იტალიელი ახალგაზრდობის საუკეთესო ნაწილის კეთილშობილი სულისკვეთება, არამედ ის გარდაიქმნა დანაშაულებრივ შეთქმულებად და ამკვიდრებს ძალადობის ატმოსფეროს საზოგადოებაში, ამაზეც პასუხს მე ვაგებ... [[იტალია]]ს მშვიდობა, სიწყნარე, მშვიდი შრომა სწადია. მე ამას მივაღწევ სიყვარულით და თუ არ გამომივა, ძალით!"
 
ამ გამოსვლის შემდეგ ფაშისტური პარტიის ახალი მდივნის რობერტო ფარინაჩის ხელმძღვანელობით დაიწყო იტალიის "სრული„სრული ფაშიზაცია"ფაშიზაცია“. გავლენიანი გაზეთები, რომლებიც ჯერ კიდევ ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობას, ან დახურულნი იყვნენ ან მთლიანად ფაშისტურ კონტროლს ემორჩილებოდნენ. ოპოზიციური პარტიები გაუქმდა, დეპუტატების პალატა გახდა ფაშისტური დეკრეტების დაკანონების ფორმალური ორგანო. სამაგიეროდ, მუსოლინის თავჯდომარეობით ჩამოყალიბდა ფაშისტური პარტიის დიდი საბჭო, რომელსაც დაეკისრა მინისტრთა კაბინეტის გაკონტროლება. არჩევნების ჩატარებას ყველა დონეზე მოეღო ბოლო, არჩეული მერები შეიცვალნენ დანიშნული "პოდესტებით"„პოდესტებით“. მოხდა ფაშისტური პარტიის გაიგივება სახელმწიფოსთან.
მუშათა პროფკავშირები მთლიანად დაემორჩილნენ ფაშისტურ პარტიას. აკრძალული იყო გაფიცვები და ლოკაუტები, შრომითი კომფლიქტების მოსაგვარებლად შექმნილი იყო სპეციალური სასამართლოები. როგორც დამახასიათებელია ტოტალიტარულ რეჟიმებისთვის, შეიქმნა საბავშვო და ახალგაზრდული ფაშისტური კავშირები. ფაშისტური პარტია რუსი ბოლშევიკების მსგავსად ახორციელებდა ტოტალურ კონტროლს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტზე და საზოგაბოებრივ ორგანიზაციაზე.
 
ტოტალიტარული რეჯიმის დამკვიდრების თანადროულად მოხდა იტალიის ეკონომიკის გაჯანსაღება და ევროპის მოწინავე ქვეყნების დონესთან მიახლოება. ამის მისაღწევად გამოიყენებოდა [[სოციალიზმი]]სთვის დამახასიათებელი ღონისძიებები - ეკონომიკის დაგეგმარება და შრომის მორალური სტიმულირება. ხორბლის მოსავლისთვის "ბრძოლის"„ბრძოლის“ მოსაგებად მუსოლინი მთელი ქვეყნის სოფლებში პირადად ჩადიოდა და მიმართავდა "მამაც„მამაც გლეხებს, რომლებიც წინა ხაზზე იბრძვიან"იბრძვიან“, შრომაში გამორჩეულებს პირადად აჯილდოვებდა "შრომის„შრომის ვარსკვლავით"ვარსკვლავით“. და მართლაც, ხორბლის მოსავალი [[1925]] წლისთვის ომისწინანდელ პერიოდთან შედარებით 30%-ით გაიზარდა.
 
იტალიის გასაძლიერებლად მუსოლინიმ დაიწყო გრანდიოზული სამშენებლო პროექტების განხორციელება. შენდებოდა [[გზა|გზები]], [[არხი (ჰიდროგრაფია)|არხები]], [[სავადმყოფო]]ები, [[სკოლა|სკოლები]], [[ობოლთა თავშესაფარი|ობოლთა თავშესაფრები]], აშრობდნენ [[ჭაობი|ჭაობებს]], აგებდნენ სარწყავ სისტემებს, აშენებდნენ [[ტყე]]ებს, გამოიყოფოდა თანხები [[უნივერსიტეტი|უნივერსიტეტების]] განვითარებისთვის, არქეოლოგიური სამუშაოებისთვის, შემუშავებული იყო [[რომი]]ს გალამაზების გრანდიოზული გეგმა.
 
ამ ღონისძიებებმა ძალიან აამაღლეს მუსოლინის ავტორიტეტი. მართალია, ფაშისტური იდეოლოგიის დამკვიდრება მოსახლეობაში უკმაყოფილებასა და პასიურ წინააღმდეგობას იწვევდა, მაგრამ "დუჩე" მუსოლინი ხალხს ღვთის საჩუქრად მიაჩნდა. იგი ხალხის კერპად იქცა. ანტიფაშისტებიც კი არ იყვნენ განწყობილი პირადად მის წინააღმდეგ. დისიდენტები აკრიტიკებდნენ თავისუფლების დათრგუნვას, ფაშისტური იდეოლოგიის ვულგარულ პრიმიტივიზმს, მაგრამ უბრალო ხალხისთვის თავისუფლებაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო გარანტირებული ხელფასი და შიმშილისგან გადარჩენა. რაც შეეხება უკმაყოფილო მწერლებსა და ინტელექტუალებს, ხელისუფლება ცდილობდა მათ მოსყიდვას და გადმობირებას. ვინც გაჯიუტდებოდა, მათ ხსნიდნენ თანამდებლობიდან და ავიწროვებდნენ. მაგრამ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მასიურ დევნას ან რეპრესიებს ადგილი არ ჰქონია.
 
[[1927]] წელს მუსოლინიმ ოფიციალურად დაშალა ფაშისტური "სკვადრები"„სკვადრები“ და გამოაცხადა, რომ "შურისძიების„შურისძიების, დათრგუნვის და ძალადობის დრო დამთავრდა"დამთავრდა“. სახელმჭიფო უშიშროების ორგანო [[OVRA]] (ოპერატიული მოქმედება ანტიფაშიზმის საწინააღმდეგოთ) რუსულ ჩეკა-ნკვდ ან გერმანულ [[გესტაპოსთან]] შედარებით უწყინარი ორგანო იყო და საჟჯელაღმკვეთი დაწესებულებებიც ჩვეულებრივები იყვნენ. ასე გრძელდებოდა [[1936]] წლამდე, სანამ [[გერმანია]]სთანიტალია გერმანიას დაუახლოვდებოდნენდაუახლოვდებოდა.
 
[[1929]] წელს მუსოლინიმ გადაწყვიტამოაგვარა პრობლემა, რომელიც [[1870]] წლის შემდეგ ძალიან მტკივნეული იყო [[იტალია|იტალიისთვის]] - ხელმოწერილი იყო [[ვატიკანი|ვატიკანთან]] ე.წ. "ლატერანის„ლატერანის ხელშეკრულება"ხელშეკრულება“, რომელმაც დაარეგულირა ურთიერთობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. ამან უფრო აამაღლა მუსოლინის ავტორიტეტი, ეკლესიამ კი შეუნდო მას წინანდელი ანტიკლერიკალური და მკრეხელური გამონათქვამები.
მუსოლინის საგარეო პოლიტიკა მისი მმართველობოს პირველ ათ წელიწადს გამოირჩეოდა სიფრთხილით და ზომიერებით.