მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

 
=== ფაშისტური სახელმწიფოს ჩამოყალიბება (1922 - 1932) ===
[[ფაილი:Bundesarchiv Bild 183-R69173, Münchener Abkommen, Staatschefs.jpg|thumb|left|250px|1938 წლის [[მიუნხენის გარიგებაშეთანხმება|მიუნხენის გარიგებისშეთანხმების]] შემდეგ. მარცხნიდან მარჯვნივ: [[ნევილ ჩემბერლენი|ჩემბერლენი]], [[ედუარდ დალადიე|დალადიე]], [[ადოლფ ჰიტლერი|ჰიტლერი]] და მუსოლინი.]]
მუსოლინი ქვეყნის სათავეში ძალადობის გამოყენების მუქარით მოვიდა, მაგრამ პირველი დღიდანვე დიდი სიფრთხილით დაიწყო მოქმედება. უპირველეს ყოვლისა მან უბრძანა თავის 25 000 "სკვადრისტს"„სკვადრისტს“, რომლებიც დაბანაკებულები იყვნენ რომის მიდამოებში, სახლებში წასულიყვნენ. ვინც რაიმე დანაშაული ჩაიდინა, მკაცრად დაისაჯა. ამით მან აჩვენა, რომ ის არა მარტო [[ფაშისტი|ფაშისტების]] არამედ უკვე მთელი [[იტალია|იტალიის]] ლიდერია. მთავრობაში მუსოლინიმ [[ფაშისტი|ფაშისტების]] გარდა სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეიყვანა. მაგრამ თავის დაქვემდებარებაში დატოვა ოთხი მთავარი უწყება: შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, შეიარაღებული ძალების და კორპორაციების სამინისტროები. დეპუტატების პალატისაგან მან მოითხოვა სრული ძალაუფლება ერთი წლით მნიშვნელოვანი რეფორმების ჩასატარებლად. იგი საქმეს დიდი ენერგიითა და შემართებით შეუდგა. თავიდან მას კონკრეტული პროგრამა არ ჰქონდა, მაგრამ მისი მთავარი უპირატესობები იყო ბიუჯეტის დაბალანსება, მუშათა პრობლემებისადმი სამართლიანი მიდგომა და ღირსეული საგარეო პოლიტიკა.
მუსოლინის გაპრემიერმინისტრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ აშკარა გახდა, რომ მისი მმართველობის წარმატებულობა. მუშები დაუბრუნდნენ ჩარხებს, სტუდენტები წიგნებს, ქარხნები ამუშავდნენ, ქუჩები დაცარიელდა. შემოღებული იქნა 8 საათიანი სამუშაო დღე, შემცირდა სამთავრობო ხარჯები, დაძლეული იქნა საბიუჯეტო დეფიციტი. იტალიელები სიამაყით აღნიშნავდნენ, რომ მატარებლებმა ზუსტი გრაფიკით დაიწყეს სიარული.