ტრისტან-და-კუნია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 99:
 
[[შინაური ცხოველები|შინაური ცხოველებს]] და [[მსხვილი რქოსანი საქონელი|მსხვილ რქოსან საქონელს]] ტრისტანი-და-კუნიას კუნძულის მაცხოვრებლები არ აველურებენ და ისინი ბუნებისათვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს.
 
== ისტორია ==
ითვლება, რომ არქიპელაგის ჩრდილოეთის კუნძულები 1506 წელს აღმოაჩინა [[პორტუგალიელები|პორტუგალიელმა]] [[ტრისტან და კუნია]]მ, მაგრამ ის ნაპირზე არ გადასულა. გოფის კუნძული აღმოაჩინა [[ინგლისელები|ინგლისელმა]] ზღვაოსანმა ჩარლზ გოფმა 1731 წელს. პირველი გადასვლა განახორციელეს [[ფრანგები|ფრანგმა]] მეზღვაურებმა — [[ფრეგატი|ფრეგატ]] «L’Heure du Berger»-ის ეკიპაჟის წევრებმა 1767 წელს.
 
კუნძულზე პირველი დამსახლებელი 1810 წელს გახდა [[მასაჩუსეტსი]]ს შტატის მაცხოვრებელი [[აშშ|ამერიკელი]] ჯონათან ლამბერტი, რომელიც გარდაიცვალა 1812 წელს.
 
1815 წელს [[დიდი ბრიტანეთი|დიდი ბრიტანეთმა]] მოახდინა კუნძულების ანექსია. [[სუეცის არხი]]ს გახსნამდე კუნძულებს ჰქონდათ სტრატეგიული მნიშვნელობა [[ევროპა|ევროპიდან]] და აღმოსავლეთ ამერიკიდან [[ინდოეთის ოკეანე]]ში მოგზაურობის დროს.
 
1906 წელს მოხდა [[ვულკანი]]ს ამოფრქვევა, რომელმაც გამოიწვია პირუტყვის და [[კარტოფილი]]ს პლანტაციების განადგურება. ადამიანები გადაასახლეს [[კეიპტაუნი|კეიპტაუნში]]. 1961 წელს ამოფრქვევამ ზიანი მოუტანა თევზის ფაბრიკას, ხოლო მოსახლეობა გადაასახლეს [[წმინდა ელენეს კუნძული|წმინდა ელენეს კუნძულზე]] ან დიდ ბრიტანეთში. როდესაც ფაბრიკა აღადგინეს, მაცხოვრებლები დაბრუნდნენ სახლში.
 
==რესურსები ინტერნეტში==