ტრისტან-და-კუნია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
ტრისტანი-და-კუნიას კუნძულს აქვს კლდოვანი ნაპირი და მთიანი [[რელიეფი]], მრავალრიცხოვანი თხრილები, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებლები ეძახიან «ხეობას» («gulches»). კუნძულის ერთადერთი ტერიტორია, რომელიც მიესადაგება ადამიანის მუდმივ საცხოვრებელს — ჩრდილოეთი და ჩრდილო-დასავლეთი ნაწილია. აქვე შესაძლებელია ზღვიდან გადმოსვლა დიდი რისკის გარეშე.
 
=== კლიმატი ===
[[ფაილი:TristanDaCunha.jpg|thumb|250px|right|არქიპელაგის ხედი კოსმოსიდან (კუნძულ გოფის გარეშე)]]
კუნძულების [[კლიმატი]] ზომიერი [[ოკეანე|ოკეანისებურია]], [[წვიმა|წვიმიანი]] და [[ქარი]]ანი. კუნძულ [[გოფი (კუნძული)|გოფზე]] თვის საშუალო [[ტემპერატურა]] მერყეობს +9 [[ცელსიუსი|°С-დან]] +14,5 °C-მდე, [[ჩრდილოეთი]]ს კუნძულებზე — +11 °С-დან +17,5 °C-მდე. ნალექი წელიწადში მოდის ჩრდილოეთში 2000 მმ-დან კუნძულ გოფის 2500 მმ-მდე.
 
=== ფლორა და ფაუნა ===
ტრისტანი-და-კუნიას კუნძულებზე არ არიან [[ძუძუმწოვრები]] (სანაპიროზე [[სელაპები]]ს და გოფის კუნძულზე ადამიანის შემოყვანილი [[სახლის თაგვი|თაგვის]] გამოკლებით), [[ქვეწარმავლები]], [[ქერცლფრთიანები|პეპლები]]. [[მატერიკი]]დან კუნძულების სიშორემ გავლენა იქონია ცხოველთა და მცენარეულ სამყაროზე. კუნძულებზე ბევრია მცენარე-[[ენდემები]], ინაკსესიბლეს კუნძულზე შენარჩუნებულია ყველაზე პატარა არამფრინავი [[ფრინველები|ფრინველი]] [[დედამიწა]]ზე — «ინაკსესიბლეს კუნძულის ლაინა» ანუ «[[ტრისტანის ლაინა]]» ({{lang-la|Atlantisia rogersi}}). კუნძულზე ასევე ბინადრობს [[მეკლდეური პინგვინი]] ({{lang-la|Eudyptes chrysocome}}).
 
გოფის, ნაიტინგეილის და ინაკსესიბლეს კუნძულები გამოცხადებულია ველური ბუნების [[ნაკრძალი|ნაკრძალებად]].
 
[[შინაური ცხოველები|შინაური ცხოველებს]] და [[მსხვილი რქოსანი საქონელი|მსხვილ რქოსან საქონელს]] ტრისტანი-და-კუნიას კუნძულის მაცხოვრებლები არ აველურებენ და ისინი ბუნებისათვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს.
 
==რესურსები ინტერნეტში==