ხარიჯიტები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 52:
იბადიტები 'აბდ ალლაჰ იბნ იბადის (VII საუკუნის მეორე ნახევარი) მიმდევრები იყვნენ. ეს ყველაზე ზომიერი ხარიჯიტული თემი ჩამოყალიბდა 684-685 წლებში ბასრაში. აზრაკიტები გამოვიდნენ ომაიანების წინააღმდეგ, ხოლო იბადიტების ლიდერმა აჯანყებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იბადიტური თემის ჭეშმარიტი დამფუძნებელი და მოძღვრების შემქმნელი ჯაბირ იბნ ზაიდი იყო ომანიდან. VIII საუკუნიდან ბასრელი იბადიტები პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურად მოღვაწეობდნენ, ხოლო მათი ხელმძღვანელები ომანში გადაასახლეს. თუმცა იბადიტური თემი ბასრაში სულიერ ცენტრად რჩებოდა. თემის ახალმა მეთაურმა აბუ 'უბაიდამ "მსოფლიო იბადიტური იმამათის" შექმნის მიზნით საკუთარი ემისრები გააგზავნა მუსლიმური სამყაროს ყველა კუთხეში. იბადიტთა პროპაგანდას დიდი წარმატება მოჰყვა და რამდენიმე წლის შემდეგ მათმა აჯანყებებმა იფეთქა, რასაც მათი იმამათების ჩამოყალიბება მოჰყვა.
 
განსაკუთრებულ წარმატებას იბადიტებმა ჩრდ. აფრიკაში მიაღწიეს, სადაც VIII საუკუნის 70-იან წლებში რუსთამიანთა სახელმწიფო შეიქმნა (თანამედროვე [[ალჟირი|ალჟირის]] ტერიტორია. რუსთამიანთა ამირას უზენაესობას აღიარებდნენ მთელი აღმოსავლეთის იბადიტური თემები. შემდგომში ამ რეგიონში [[აღლაბიდები|აღლაბიანებისა]] და [[ფატიმიდები|ფატიმიანების]] გაბატონებამ რუსთამიანთა სახელმწიფოს დაშლა გამოიწვია. ამის მიუხედავად იბადიტები მაინც აქტიურობდნენ. <ref>სანიკიძე, გ., გელოვანი, ნ. (2009). ისლამი (Vol. VIII, pp. 213-219). თბილისი, საქართველო: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.</ref>
 
იბადიტური რელიგიურ-პოლიტიკური დოქტრინის საფუძველი იმამათის შესახებ არსებული მოძღვრებაა. ისინი დასაშვებად მიიჩნევდნენ ერთდროულად რამდენიმე იმამის არსებობას. იბადიტები თვლიან, რომ შეიხთა საბჭოს მიერ არჩეული იმამი იყო სრულუფლებიანი წინამძღოლი, მხედართმთავარი, მსაჯული და ღვთისმეტყველია. თუ ის ისლამის გზას გადაუხვევდა, შეიხთა საბჭოს მისი გადარჩევა შეეძლო.
ხაზი 66:
{{ქსე|11|438|სიხარულიძე ე.}}
 
* ''სანიკიძე, გ, ალასანია, გ, & გელოვანი, ნ.'' ახლო აღმოსავლეთის ისტორია და მისი ურთიერთობები სამხრეთ კავკასიასთან (XIX ს2009). - XXI-ის დასაწყისი), გვ''ისლამი''.213-219 -- თბილისი, საქართველო: ილიას სახელმწიფოთბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხარიჯიტები“-დან