ხარიჯიტები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 47:
*ეწინააღმდეგებოდნენ მოწინააღმდეგეების ქალებისა და ბავშვების ხოცვას.
*დასაშვებად მიაჩნდათ თაკია.
 
=== იბადიტები ===
 
იბადიტები 'აბდ ალლაჰ იბნ იბადის (VII საუკუნის მეორე ნახევარი) მიმდევრები იყვნენ. ეს ყველაზე ზომიერი ხარიჯიტული თემი ჩამოყალიბდა 684-685 წლებში ბასრაში. აზრაკიტები გამოვიდნენ ომაიანების წინააღმდეგ, ხოლო იბადიტების ლიდერმა აჯანყებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იბადიტური თემის ჭეშმარიტი დამფუძნებელი და მოძღვრების შემქმნელი ჯაბირ იბნ ზაიდი იყო ომანიდან. VIII საუკუნიდან ბასრელი იბადიტები პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურად მოღვაწეობდნენ, ხოლო მათი ხელმძღვანელები ომანში გადაასახლეს. თუმცა იბადიტური თემი ბასრაში სულიერ ცენტრად რჩებოდა. თემის ახალმა მეთაურმა აბუ 'უბაიდამ "მსოფლიო იბადიტური იმამათის" შექმნის მიზნით საკუთარი ემისრები გააგზავნა მუსლიმური სამყაროს ყველა კუთხეში. იბადიტთა პროპაგანდას დიდი წარმატება მოჰყვა და რამდენიმე წლის შემდეგ მათმა აჯანყებებმა იფეთქა, რასაც მათი იმამათების ჩამოყალიბება მოჰყვა.
 
განსაკუთრებულ წარმატებას იბადიტებმა ჩრდ. აფრიკაში მიაღწიეს, სადაც VIII საუკუნის 70-იან წლებში რუსთამიანთა სახელმწიფო შეიქმნა (თანამედროვე [[ალჟირი|ალჟირის]] ტერიტორია. რუსთამიანთა ამირას უზენაესობას აღიარებდნენ მთელი აღმოსავლეთის იბადიტური თემები. შემდგომში ამ რეგიონში [[აღლაბიდები|აღლაბიანებისა]] და [[ფატიმიდები|ფატიმიანების]] გაბატონებამ რუსთამიანთა სახელმწიფოს დაშლა გამოიწვია. ამის მიუხედავად იბადიტები მაინც აქტიურობდნენ.
 
იბადიტური რელიგიურ-პოლიტიკური დოქტრინის საფუძველი იმამათის შესახებ არსებული მოძღვრებაა. ისინი დასაშვებად მიიჩნევდნენ ერთდროულად რამდენიმე იმამის არსებობას. იბადიტები თვლიან, რომ შეიხთა საბჭოს მიერ არჩეული იმამი იყო სრულუფლებიანი წინამძღოლი, მხედართმთავარი, მსაჯული და ღვთისმეტყველია. თუ ის ისლამის გზას გადაუხვევდა, შეიხთა საბჭოს მისი გადარჩევა შეეძლო.
 
იბადიტთა დოგმატიკაზე დიდი გავლენა მოახდინეს [[სუნიზმი|სუნიტურმა]] და [[მუთაზილიტები|მუთაზილიტურმა]] შეხედულებებმა. ისინი თვლიან, რომ ალაჰი განაპირობებს ადამიანთა ქცევას. აღსანიშნავია, რომ იბადიტები სხვა ხარიჯიტებისგან განსხვავებით, უარყოფდნენ პოლიტიკური ან რელიგიური მოტივებით მკვლელობას.
 
იბადიტური მოძრაობა ძალიან ჭრელი იყო პოლიტიკური და რელიგიური თვალსაზრისით, რის გამოც ის კიდევ რამდენიმე სექტად გაიყო: ჰაფსიტები, ჰარისიტები, იაზიდიტები და ვაჰბიტები (და არა [[ვაჰაბიზმი|ვაჰაბიტები]]).
 
დღეს ომანის მოსახლეობის დიდ ნაწილს იბადიტები შეადგენენ. მათი მცირერიცხოვანი თემები კი ჩრდილოეთ აფრიკის სხვადასხვა კუთხეშია გაბნეული.
 
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხარიჯიტები“-დან