ხარიჯიტები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 37:
აზრაკიტების ამგვარმა უკიდურესმა სისასტიკემ მათი სექტის სრული განადგურება გამოწვია IX საუკუნეში.
 
=== სუფრიტები ===
 
სუფრიტების სექტა [[ერაყი|ერაყში]], [[ბასრა|ბასრაში]], 683-684 წლებში ჩამოყალიბდა. თემის წარმოქმნის მიზეზი ხარიჯიტებში რელიგიურ-პოლიტიკური უთანხმოება გახდა. მისი დამაარსებელი ზიად იბნ ასფარია, თემის სახელწოდება კი მამამისის სახელს უკავშირდება. ომაიანი ხალიფა [[იაზიდ I| იაზიდ I-ის]] დროს სუფრიტები ბასრის მიდამოებში აჯანყდნენ აბუ ბილალ მირდასის მეთაურობით. 680 წელს მირდასის მკვლელობის შემდეგ სუფრიტებმა იმამად აღიარეს პოეტ-მისტიკოსი იმრან იბნ ჰიტტანი (გარდ. 703 წ.). 695 წელს სუფრიტებმა ზემო მესოპოტამიაში მოაწყეს პირველი შეიარაღებული აჯანყება, რომელსაც ხელმძღვანელობდა სალიჰ იბნ მუსარრიჰი. სუფრიტთა ამბოხი მრავალ პროვინციას მოედო სახალიფოში, მაგრამ 697 წელს ჩაახშეს.
სუფრიტები შეეცადნენ, სისტემატიურად გადმოეცათ თავიანთი რელიგიური შეხედულებები. მათ შუალედური მდგომარეობა ეკავათ აზრაკიტებსა და იბადიტებს შორის:
 
* ურწმუნოებად არ მიიჩნევდნენ იმ სუფრიტებს, რომლებიც აჯანყებებს თავს არიდებდნენ.
* დასაშვებად მიიჩნევდნენ სხვა მუსლიმებთან ომის დროებით შეწყვეტას.
*ეწინააღმდეგებოდნენ მოწინააღმდეგეების ქალებისა და ბავშვების ხოცვას.
*დასაშვებად მიაჩნდათ თაკია.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხარიჯიტები“-დან