ზინობი (მაჟუგა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: მიტროპოლიტი '''ზინობი''' (ერისკაცობაში — ''ზაქარია აკიმის ძე მა...
 
No edit summary
ხაზი 2:
 
==ბიოგრაფია==
სამი წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა, 11 წლისას — მამა. ბავშვობიდან იგი [[გლინის უდაბნო]]ს სავანეს მიეკედლა, სადაც სამკერვალო სახელოსნოში მოწაფედ მიებარა. [[1912]] წლიდან გლინის უდაბნოს მორჩილია. გლინის უდაბნოს წესდებით, რა ასაკისა და განათლებისაც არ უნდა ყოფილიყო ახლადდამწყები, მორჩილების განსაკუთრებული საფეხურები უნდა გაევლო: სასტუმროში (6 თვე), სამრეცხაოში (1 ან 2 წელი) თუ მორჩილი მონასტრული ცხოვრებისათვის გამოდგებოდა, მას სხვა მორჩილებას აძლევდნენ, რომელიც სპეციალურ ჩვევას ითხოვდა: სამზარეულოში, საცხობში, სამკერვალო სახელოსნოში. [[1916]] წელს მორჩილი ზაქარია მაჟუგა სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, საიდანაც ფრონტის ხაზზე რიგით ჯარისკაცად იმ ნაწილში მოხვდა, რომელსაც [[ნიკოლოზ II (რუსეთი)|ნიკოლოზ II]]-ის ბიძა მიხეილ ხელმძღვანელობდა. 1917 წელს ავადმყოფობის გამო სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს.
 
იგიზაქარია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დღეს გლინის სავანეში აღიკვეცა ბერად და მღვდელმოწამე ზინობ ეგესელის პატივსაცემად უწოდეს სახელი ზინობი. [[1922]] წელს საქართველოში [[დრანდის მონასტერი|დრანდის მონასტერში]] იწყებს მთავარდიაკვნობას. [[1925]] წლის 18 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გვერდის ავლით რუსული ეკლესიის ეპისკოპოსმა ნიკონმა მამა ზინობი მღვდელმონაზვნად აკურთხა. [[1927]] წლიდან მამა ზინობი [[სოხუმის ეპარქიაშიეპარქია]]ში წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარია, [[1925]]-[[1930]] წლებში სოხუმის წმიდა ნიკოლოზის ტაძარშია, [[1930]]-[[1936]] წლებში როსტოვის სოფიის ტაძარში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემდეგ მამა ზინობი [[ოლღას მონასტერი|მცხეთის წმიდა ოლღას სახელობის მონასტრის]] მღვდელმსახურია. [[1944]]-[[1945]] წლებში [[თბილისის სიონისსიონი]]ს საპატრიარქო ტაძარშია. [[1945]]-[[1947]] წლებში მამა ზინობი [[სომხეთის რესპუბლიკა|სომხეთის რესპუბლიკის]] სოფელ კიროვოს წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. 1947-1950 იყო წლებში იგი ბათუმის სასაფლაოს სულიწმიდის ტაძრის წინამძღვარი. მის დროს ტაძარი მთლიანად აღსდგა და მრავალი ხატით შეივსო. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს მიერ [[1950]] წელს იგი აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვრად, ამავდროულად იგი ასრულებდა საქართველოსა და სომხეთში არსებული რუსული მრევლის კეთილმოწესის მოვალეობასაც. [[1952]] წლის 11 ივნისიდან [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდისსინოდი]]ს წევრია. [[1953]] წელს დაჯილდოვდა მეორე გამშვენიერებული ჯვრის ტარების უფლებით, [[1954]] წელს — არქიმანდრიტის კვერთხით. [[1956]] წლის 29 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, [[მელქისედეკ III (კათოლიკოს-პატრიარქი)|მელქისედეკ III]]-ის გადაწყვეტილებით არქიმანდრიტი ზინობი ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად. [[1957]] წლის 6 მარტს ეპისკოპოსი ზინობი დაინიშნა უწმიდესისა და უნეტარესი მელქისედეკ III-ის მეორე ქორეპისკოპოსად წოდებით "ეპისკოპოსი„ეპისკოპოსი სტეფანოვანისასტეფანოვანისა“." [[1960]] წლიდან კათოლიკოს-პატრიარქის, [[ეფრემ II (კათოლიკოს-პატრიარქი)|ეფრემ II]]-ის გადაწყვეტილებით მეუფე ზინობს ეწოდა თეთრიწყაროელი„თეთრიწყაროელი ეპისკოპოსიეპისკოპოსი“, ამავე დროს იგი რჩებოდა თბილისის ალექსანდრე ნეველის ეკლესიის წინამძღვრად.
 
ეპისკოპოსმა ზინობმა [[1957]] წლის 16 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში ბერად აღკვეცა ზაგორსკის სასულიერო აკადემიის სტუდენტი [[ილია II|ირაკლი შიოლაშვილი]] და უწოდა სახელი ილია.
 
[[1958]] წლის ნოემბერში მეუფე ზინობი დაჯილდოვდა სკუფიაზე ჯვრის ტარების უფლებით. [[1972]] წლის 8 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ დავითის (დევდარიანი) მიერ აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტი ზინობი დაჯილდოებული იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოციქულთასწორის ნინოს I და II ხარისხის ორდენებით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოციქულთასწორის დიდი თავად ვლადიმერის I და II ხარისხის ორდენებით და ჩეხეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოციქულთა სწორთა კირილესა და მეთოდეს II ხარისხის ორდენებით.
 
[[1977]] წლის 24 დეკემბერს მიტროპოლიტი ზინობი თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში შეხვდა და მიესალმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივ საეკლესიო კრებაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსულ [[პიმენ (მოსკოვის პატრიარქი)|პატრიარქს პიმენს]]. მიტროპოლიტი ზინობი ახლდა უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს [[1978]] წლის მარტში მოსკოვში ვიზიტის დროს. 35 წლის მანძილზე მიტროპოლიტი ზინობი ტაძრის გვერდით მოკრძალებულ სენაკში ცხოვრობდა. ეს პატარა ოთახი იყო მისი კაბინეტიც და საძინებელიც. [[1984]] წლის 19 ივლისს (1 აგვისტოს), ღირსი [[სერაფიმე საროველისსაროველი]]ს ხსენების დღეს, მეუფე ზინობმა ლიტურგია აღასრულა, ფეხების სისუსტე იგრძნო და მას შემდეგ უკვე თავის სენაკს მიეჯაჭვა, რადგან სიარული გაუძნელდა, ფეხები აღარ ემორჩილებოდა. მაგრამ იმავე წლის 19 დეკემბერს წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს ანაფორა ჩაიცვა, თავად წავიდა ტაძარში და ლიტურგიის შემდეგ ლოცვაზეც კი გამოვიდა. ამ დღიდან გარდაცვალებამდე მას აღარ დაუტოვებია სენაკი.
 
[[1985]] წლის 8 მარტს მიტროპოლიტი ზინობი გარდაიცვალა.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზინობი_(მაჟუგა)“-დან