ხარიჯიტები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ხარიჯიტები''' — ერთ-ერთი [[ისლამი|მუსლიმური]] თემის მიმდევრები არიან, რომლებიც ხალიფა [[უსმან იბნ აფანი|უსმანისა]] და ალის მმართველობის ბოლოს ჩნდებიან. ხარიჯიტების მოძრაობა აღმოცენდა სახალიფოში სოციალურ წინააღმდეგობათა და ხელისუფლებისათვის პოლიტიკური ბრძოლის გამწვავების პერიოდში. [[657]] წელს ხალიფა [[ალი იბნ აბუ ტალიბი|ალის]] პოლიტიკით უკმაყოფილო მებრძოლთა ნაწილი, რომლებიც არაბი მომთაბარე ტომებისაგან შედგებოდა, გამოვიდა არაბული არისტოკრატიის პოლიტიკური ბატონობის გაძლიერებისა და მათ მიერ მუსლიმური თემის მიწების დატაცების წინააღმდეგ, რის გამოც მათ ხარიჯიტები (ამბოხებულები) უწოდეს. [[658]] წელს [[სიფინის ბრძოლა|სიფინის ბრძოლაში]] ალიმ დაამარცხა ხარიჯიტები, მაგრამ მათი რიგები ივსებოდა ძირითადად საზოგადოების დაბალი ფენების, როგორც [[არაბები]]ს, ისე გამუსლიმებული არაარაბების ხარჯზე.<ref>Higgins, Annie C. (2004). "Kharijites, Khawarij". In Martin, Richard C. Encyclopedia of Islam and the Muslim World v.1. Macmillan. p. 390.</ref> სიფინის ბრძოლის შემდეგ ისინი ალის ებრძოდნენ მანამ, სანამ 661 წელს ის არ მოკლეს. ამის შემდეგ ხარიჯიტები ხალიფა [[მუავია I| მუავიას]] დაუპირისპირდნენ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ისინი მოულოდნელი თავდასხმებით ცდილობდნენ მტრისთვის ზიანის მიყენებას.
 
ხარიჯიტები მოითხოვდნენ ყველა მუსლიმის თანასწორუფლებიანობას სოციალური მდგომარეობისა და ეროვნული კუთვნილების მიუხედავად, [[ხალიფა|ხალიფის]] არჩევითობის პრინციპის გატარებას. ხალიფა შეიძლებოდა გამხდარიყო ყველა მართლმორწმუნე მუსლიმი, თვით მონაც კი – ამიტომ ხარიჯიტობა უკიდურესად [[დემოკრატია|დემოკრატიულ]] მიმდინარეობად იქცა. ამის მიუხედავად, ხარიჯიტები ფანატიზმით და სხვა რელიგიური თემების მიმართ მწვავე დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. [[684]] წელს ხარიჯიტების გათიშვის შედეგად შეიქმნა რამდენიმე მიმდინარეობა: [[იბადიტები]]ს, [[აზრაკიტები]]ს, [[სუფრიტები]]ს და [[ბაიჰასიტები]]ს. ხარიჯიტები – იბადიტები ამჟამად ახლანდელ [[ომანი|ომანში]], [[ჩრდილოეთი აფრიკა|ჩრდილოეთ აფრიკაში]] და არაბეთის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ.<ref>"CIA - The World Factbook". Central Intelligence Agency. June 5, 2013. Retrieved June 10, 2013.</ref>
 
ხარიჯიტების სახელწოდება ეფუძნება ქუფიდან ალის ყოფილი მომხრეების "გამოსვლის" ეპიზოდს. '''''ხარიჯი''''' (მრ. '''''ალ-ხავაარიჯ''''') ნიშნავს "ამბოხებულს", "განდგომილს", "ერეტიკოსს", "გამოსულს". ხარიჯიტები იხსენიებიან სხვა სახელწოდებებითაც: ''ალ-მუჰაქქიმა, აშ-შურათ, ალ-მარიკუნ'' და სხვ. ასევე, ხარიჯიტები ეწოდებოდა ყველას, ვინც თემის კანონიერი მეთაურს წინააღმდეგ აღუდგებოდა.
ხაზი 11:
== კამათი მუსლიმურ თემში ==
 
ხარიჯიტები იყვნენ პირველები, რომლებმაც მუსლიმურ თემში თეოლოგიური კამათი წამოიწყეს VII-VIII საუკუნეების მიჯნაზე. მანამდე კი რელიგიური საკითხების განსაზღვრაზე მეტად მუსლიმები სამართლითა და წეს-ჩვეულებებით იყვნენ დაინტერესებულები. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ხარიჯიტებმა ყურადღება გაამახვილეს, იყო ცოდვა. ადრეულ ისლამში ცოდვა "დიდად" და "მცირედ" განიხილებოდა. ურწმუნოება ყველაზე მძიმე ცოდვად ითვლება. მუსლიმური თემის წარმომადგენლები კამათობდნენ იმაზე, უნდა ჩაეთვალათ თუ არა მუსლიმად "მძიმე" ცოდვის ჩამდენი ადამიანი. ხარიჯიტებს რადიკალური პოზიცია ეკავათ და თვლიდნენ, რომ ასეთი ადამიანი სიკვდილით დასჯას იმსახურებდა. იქიდან გამომდინარე, რომ მუსლიმი ხალიფა პოლიტიკური და რელიგიური წინამძღოლად ითვლება, ხარიჯიტები ხალიფებისგან ხალხის მიმართ სამართლიან დამოკიდებულებას მოითხოვდნენ, რადგან მათი აზრით, [[ომაიანები|ომაიანები]] და [[აბასიანები|აბასიანები]] უსამართლო და "ცოდვილი" მმართველები იყვნენ. ამიტომაც ხარიჯიტები თეოლოგიურ საკითხებში ყველა მუსლიმის ჩართულობასა და ხალიფას არჩევითობას ემხრობოდა. ხარიჯიზმი პირველი ისლამური მიმდინარეობა გახდა, რომელიც მუსლიმურ თემში დიალოგს უწყობდა ხელს მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ამასთანავე, ხარიჯიტები დასაშვებად მიიჩნევდნენ ხალიფას დამხობასა და მკვლელობასაც კი, თუ ის ისლამის პრინციპებსა და თემის ინტერესებს გადაუხვევდა.<ref> Goldhizer, Ignaz. "Muslim Studies"(Transaction Publishers, 1971) Vol.1 p.130 (Downloadable from https://www.scribd.com/doc/94082191/Goldziher-Muslim-Studies-1)</ref> მნიშვნელოვანია, რომ ხარიჯიზმი შიიტური დოქტრინისგან განსხვავებით არ აღიარებს ხალიფას უცოდველობას. <ref>Baydawi, Abdullah. "Tawali' al- Anwar min Matali' al-Anzar", circa 1300. Translated alongside other texts in the 2001 "Nature, Man and God in Medieval Islam" by Edwin Elliott Calverley and James Wilson Pollock. pp. 1001-1009</ref> აღსანიშნავია ისიც, რომ "მართლმორწმუნე" ხალიფებიდან ხარიჯიტები კანონიერად აღიარებდნენ [[აბუ ბაქრი|აბუ ბაქრს]], [[უმარ იბნ ალ-ხატაბი| უმარს]], უსმანის მმართველობის 6 წელსა და ალის მმართველობას სიფინის ბრძოლამდე.
 
== რელიგიური მოძღვრება ==
ხაზი 17:
ჩამოყალიბების შემდეგ ხარიჯიტები ისლამის დოგმების დამცველებად გამოდიოდნენ და ყველა მუსლიმისგან მოითხოვდნენ რელიგიური მოვალეობების მკაცრად შესრულებას. ამის გამო მათ "ისლამის პურიტანებსაც" კი უწოდებდნენ. ხარიჯიტები ეწინააღმდეგებოდნენ ფუფუნებას, გართობას და კრძალავდნენ მუსიკას, აზარტულ თამაშებს. სხვა მუსლიმებისგან განსხვავებით არ აღიარებდნენ წმინდანთა კულტს, თუმცა [[ჰაჯი|ჰაჯის]] აღიარებდნენ. ხარიჯიტები თვლიან, რომ ყურანი ალაჰის სიტყვაა, რომელიც მკითხველმა სიტყვა-სიტყვით უნდა გაიგოს.
 
ხარიჯიტები თვლიდნენ, რომ "ჭეშმარიტი რწმენა" განისაზღვრება მოქმედებით და თითოული მათგანის მოვალება ხარიჯიტული პოლიტიკური და რელიგიური პრინციპების დასაცავად ბრძოლაა. ვინც ამ მოვალეობას არ ასრულებს, ითვლება "ურწმუნოდ". ამ მუსლიმური თემის ყველა წარმომადგენელი უკიდურესი ფანატიზმით გამოირჩეოდა არამხოლოდ რელიგიურ თუ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართაც. ამგვარი რადიკალური შეხედულებების გამო ხარიჯიზმი ისლამურ სამყაროში ფართოდ ვერ გავრცელდა.
 
აღსანიშნავია, რომ ხარიჯიტები [[ფიკჰი|ფიკჰის]] წყაროდ მხოლოდ ყურანს მიიჩნევენ, ხოლო [[იჯმა|იჯმასა]] და [[ჰადისი|ჰადისებს]] უარყოფენ.<ref>Abul A'la Maududi, Khilafat-o-Malookeyat (Caliphate and kingship), (Urdu), p 214.</ref>
 
 
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|11|438|სიხარულიძე ე.}}
 
* ''სანიკიძე, გ, ალასანია, გ, & გელოვანი, ნ.'' ახლო აღმოსავლეთის ისტორია და მისი ურთიერთობები სამხრეთ კავკასიასთან (XIX ს. - XXI-ის დასაწყისი), გვ.213-219 -- თბილისი, საქართველო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხარიჯიტები“-დან