ხარიჯიტები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 12:
 
ხარიჯიტები იყვნენ პირველები, რომლებმაც მუსლიმურ თემში თეოლოგიური კამათი წამოიწყეს VII-VIII საუკუნეების მიჯნაზე. მანამდე კი რელიგიური საკითხების განსაზღვრაზე მეტად მუსლიმები სამართლითა და წეს-ჩვეულებებით იყვნენ დაინტერესებულები. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ხარიჯიტებმა ყურადღება გაამახვილეს, იყო ცოდვა. ადრეულ ისლამში ცოდვა "დიდად" და "მცირედ" განიხილებოდა. ურწმუნოება ყველაზე მძიმე ცოდვად ითვლება. მუსლიმური თემის წარმომადგენლები კამათობდნენ იმაზე, უნდა ჩაეთვალათ თუ არა მუსლიმად "მძიმე" ცოდვის ჩამდენი ადამიანი. ხარიჯიტებს რადიკალური პოზიცია ეკავათ და თვლიდნენ, რომ ასეთი ადამიანი სიკვდილით დასჯას იმსახურებდა. იქიდან გამომდინარე, რომ მუსლიმი ხალიფა პოლიტიკური და რელიგიური წინამძღოლად ითვლება, ხარიჯიტები ხალიფებისგან ხალხის მიმართ სამართლიან დამოკიდებულებას მოითხოვდნენ, რადგან მათი აზრით, [[ომაიანები|ომაიანები]] და [[აბასიანები|აბასიანები]] უსამართლო და "ცოდვილი" მმართველები იყვნენ. ამიტომაც ხარიჯიტები თეოლოგიურ საკითხებში ყველა მუსლიმის ჩართულობასა და ხალიფას არჩევითობას ემხრობოდა. ხარიჯიზმი პირველი ისლამური მიმდინარეობა გახდა, რომელიც მუსლიმურ თემში დიალოგს უწყობდა ხელს მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ამასთანავე, ხარიჯიტები დასაშვებად მიიჩნევდნენ ხალიფას დამხობასა და მკვლელობასაც კი, თუ ის ისლამის პრინციპებსა და თემის ინტერესებს გადაუხვევდა. აღსანიშნავია ისიც, რომ "მართლმორწმუნე" ხალიფებიდან ხარიჯიტები კანონიერად აღიარებდნენ [[აბუ ბაქრი|აბუ ბაქრს]], [[უმარ იბნ ალ-ხატაბი| უმარს]], უსმანის მმართველობის 6 წელსა და ალის მმართველობას სიფინის ბრძოლამდე.
 
== რელიგიური მოძღვრება ==
 
ჩამოყალიბების შემდეგ ხარიჯიტები ისლამის დოგმების დამცველებად გამოდიოდნენ და ყველა მუსლიმისგან მოითხოვდნენ რელიგიური მოვალეობების მკაცრად შესრულებას. ამის გამო მათ "ისლამის პურიტანებსაც" კი უწოდებდნენ. ხარიჯიტები ეწინააღმდეგებოდნენ ფუფუნებას, გართობას და კრძალავდნენ მუსიკას, აზარტულ თამაშებს. სხვა მუსლიმებისგან განსხვავებით არ აღიარებდნენ წმინდანთა კულტს, თუმცა [[ჰაჯი|ჰაჯის]] აღიარებდნენ. ხარიჯიტები თვლიან, რომ ყურანი ალაჰის სიტყვაა, რომელიც მკითხველმა სიტყვა-სიტყვით უნდა გაიგოს.
 
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხარიჯიტები“-დან