იაყუბ-ყაენის ლაშქრობანი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

+კატ.
(ახალი გვერდი: '''იაყუბ-ყაენის ლაშქრობანი საქართველოში''', XV საუკუნის 80-იან წლე...)
 
(+კატ.)
'''იაყუბ-ყაენის ლაშქრობანი საქართველოში''', XV საუკუნის 80-იან წლებში [[აყ-ყოიუნლუსყოიუნლუ]]ს თურქმანებმა "საღვთო ომის" საბაბით ორგზის ილაშქრეს [[საქართველო]]ში. [[1482]] წლის ოქტომბერში იაყუბ ფადიშაჰი [[სამცხე]]ში შეიჭრა, ალყა შემოარტყა [[ახალციხე]]ს, ბრძოლით დაიკავა ქალაქი და დიდი ალაფი წაიღო; მეორე თურქმანები აწყურს მიადგნენ. ციხის დამცველები და მაწყვერელი დამორჩილდნენ იაყუბს და [[აწყურის ციხე]] ჩააბარეს. [[ყვარყვარე II ჯაყელი|ყვარყვარე]] [[ათაბაგი|ათაბაგმა]] თურქმანებს ხარაჯის მიცემა აღუთქვეს. [[1487]] წელს იაყუბმა თავისი სარდალი ხალილ-ბეგი გაგზავნა საქართველოში. იგი აქ მთელი წელიწადი აშენებდა ციხეებს და ქართველთა რაზმებს ებრძოდა. 1488 წლის ზამთარში თურქმანთა ლაშქარი დედაქალაქისაკენ დაიძრა. ზარბაზნებით აღჭურვილმა მტერმა ჯერ [[კოჯრის ციხე]] აიღო, შემდეგ [[თბილისი|თბილისს]] მიადგა, მაგრამ მისი დამორჩილება გაუჭირდა. მეფე [[კონსტანტინე II ქართლის მეფე|კონსტანტინე II]]-მ თურქმანებს [[ზავი]] შესთავაზა. მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა და კონსტანტინე იძულებული გახდა დედაქალაქს გასცლოდა. [[1489]] წლის თებერავლში თურქმანებმა დაიკავეს თბილისი და იქ თავისი რაზმი ჩააყენეს.
 
{{ქსე}}
[[კატეგორია:საქართველოს ბრძოლები]]