ხარიჯიტები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ხარიჯიტები''' — ერთ-ერთი [[მუსლიმანობაისლამი|მუსლიმანურიმუსლიმური]] სექტისთემის მიმდევრები არიან, რომლებიც ხალიფა [[უსმან იბნ აფანი|უსმანისა]] და ალის მმართველობის ბოლოს ჩნდებიან. ხარიჯიტების მოძრაობა აღმოცენდა სახალიფოში სოციალურ წინააღმდეგობათა და ხელისუფლებისათვის პოლიტიკური ბრძოლის გამწვავების პერიოდში. [[657]] წელს ხალიფა [[ალი იბნ აბუ ტალიბი|ალის]] პოლიტიკით უკმაყოფილო მებრძოლთა ნაწილი, რომლებიც არაბი მომთაბარე ტომებისაგან შედგებოდა, გამოვიდა არაბული არისტოკრატიის პოლიტიკური ბატონობის გაძლიერებისა და მათ მიერ მუსლიმანურიმუსლიმური თემის მიწების დატაცების წინააღმდეგ, რის გამოც მათ ხარიჯიტები (ამბოხებულები) უწოდეს. [[658]] წელს [[სიფინის ბრძოლა|სიფინის ბრძოლაში]] ალიმ დაამარცხა ხარიჯიტები, მაგრამ მათი რიგები ივსებოდა ძირითადად საზოგადოების დაბალი ფენების, როგორც [[არაბები]]ს, ისე გამუსლიმანებულიგამუსლიმებული არაარაბების ხარჯზე. სიფინის ბრძოლის შემდეგ ისინი ალის ებრძოდნენ მანამ, სანამ 661 წელს ის არ მოკლეს. ამის შემდეგ ხარიჯიტები ხალიფა [[მუავია I| მუავიას]] დაუპირისპირდნენ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ისინი მოულოდნელი თავდასხმებით ცდილობდნენ მტრისთვის ზიანის მიყენებას.

ხარიჯიტები მოითხოვდნენ ყველა მუსლიმანისმუსლიმის თანასწორუფლებიანობას სოციალური მდგომარეობისა და ეროვნული კუთვნილების მიუხედავად, [[ხალიფა|ხალიფის]] არჩევითობის პრინციპის გატარებას. ხალიფადხალიფა შეიძლებოდა გამხდარიყო ყველა მართლმორწმუნე მუსლიმი, თვით მონაც კი – ამიტომ ხარიჯიტობა უკიდურესად [[დემოკრატია|დემოკრატიულ]] მიმდინარეობად იქცა. ამის მიუხედავად, ხარიჯიტები ფანატიზმით და სხვა რელიგიური თემების მიმართ მწვავე დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. [[684]] წელს ხარიჯიტების გათიშვის შედეგად შეიქმნა რამდენიმე მიმდინარეობა: [[იბადიტები]]ს, [[აზრაკიტები]]ს, [[სუფრიტები]]ს და [[ბაიჰასიტები]]ს. ხარიჯიტები – იბადიტები არიანამჟამად ახლანდელ [[ომანი|ომანში]], [[ჩრდილოეთი აფრიკა|ჩრდილოეთ აფრიკაში]] და არაბეთის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ.
 
ხარიჯიტების სახელწოდება ეფუძნება ქუფიდან ალის ყოფილი მომხრეების "გამოსვლის" ეპიზოდს. '''''ხარიჯი''''' (მრ. '''''ალ-ხავაარიჯ''''') ნიშნავს "ამბოხებულს", "განდგომილს", "ერეტიკოსს", "გამოსულს". ხარიჯიტები იხსენიებიან სხვა სახელწოდებებითაც: ''ალ-მუჰაქქიმა, აშ-შურათ, ალ-მარიკუნ'' და სხვ. ასევე, ხარიჯიტები ეწოდებოდა ყველას, ვინც თემის კანონიერი მეთაურს წინააღმდეგ აღუდგებოდა.
 
== განხეთქილება ==
 
უკვე VII საუკუნის მეორე ნახევარში ხარიჯიტებს შორის მოხდა განხეთქილება. შედეგად სამი მთავარი ხარიჯიტული თემი წარმოიშვა: აზრაკიტები, სუფრიტები და იბადიტები. თუმცა მათ გარდა 20-მდე სხვადასხვა ხარიჯიტული დაჯფუფება არსებობდა იმ დროისთვის. ხარიჯიტებმა ფეხი [[იემენი|იემენში]], ომანსა და ჩრდ. აფრიკაშიც მოიკიდეს და დოგმატურ საკითხებს ამუშავებდნენ, როგორიცაა სახალიფოს თეორიის ჩამოყალიბება, რწმენის განსაზღვრა და სხვ.
 
 
 
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|11|438|სიხარულიძე ე.}}
 
''სანიკიძე, გ, ალასანია, გ, & გელოვანი, ნ.'' ახლო აღმოსავლეთის ისტორია და მისი ურთიერთობები სამხრეთ კავკასიასთან (XIX ს. - XXI-ის დასაწყისი), გვ.213-219 -- თბილისი, საქართველო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
 
 
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხარიჯიტები“-დან