ვარლამ ღვალაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 4:
 
ვარლამ ღვალაძემ დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] (თსუ) აგრონომიული ფაკულტეტი ([[1923]]) და ერთხანს იქვე მოღვაწეობდა. ითვლებოდა თსუ-ის პირველი რექტორის, პროფესორ [[პეტრე მელიქიშვილი|პეტრე მელიქიშვილის]] ერთ-ერთ უახლოეს მოწაფედ. [[1920]]-იანი წლების მეორე ნახევარში მივლინებული იყო ლენინგრადში (ამჟამად სანკტ-პეტერბურგი), ბიოქიმიის ინსტიტუტში. აქ იგი მუშაობდა აკადემიკოს ს. კორტიჩევის ლაბორატორიაში.აქ ვ. ღვალაძემ შეასრულა და გამოაქვეყნა თავისი ფართოდ ცნობილი ნაშრომი რძემჟავას დუღილის ქიმიის საკითხებზე. ეს გამოკვლევა მაშინვე გამოქვეყნდა გერმანულ და ფრანგულ სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებში. სამშობლოში დაბრუნების ([[1930]]) შემდეგ მეცნიერმა განაგრძო აქტიური მუშაობა დუღილის ქიმიის დარგში და საფუძველი ჩაუყარა ამ მიმართულებას საქართველოში. [[1930]] მან მონაწი;ეობა მიიღო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (ამჟამად სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი) დაარსებაში და იმავე წელს დაინიშნა ქიმიის კათედრის დოცენტად და კომპლექსურ კვლევათა ლაბორატორიის გამგედ. [[1931]]-[[1935]] პარალელურად იყო მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის მის მიერვე დაარსებული ენოქიმიის ლაბორატორიის გამგე. [[1932]] გამოსცა ენოქიმიის დარგში პირველი ქართული სახელმძღვანელო. [[1936]] მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და პროფესორის სამეცნიერო წოდება. სადოქტორო დისერტაციაში მის მიერ წამოყენებულ იქნა ჰიპოთეზა, რომელიც ხსნის სპირტის ბუნებრივი დუღილის დროს მიმდინარე ყველა უმთავრეს ქიმიურ პროცესს. მოგვიანებით, მისგან დამოუკიდებლად იგივე შედეგი მიიღო ფრანგმა პროფესორმა ჟენევუამ. მრავალი წლის შემდეგ, [[1962]] წელს, თბილისში, მეღვინეთა და მევენახეთა მსოფლიო კონგრესზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვ. ღვალაძის სამეცნიერო მემკვიდრეობას დუღილის ქიმიის დარგში. [[1936]] წელს მისი თაოსნობით სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში დაარსდა ბიოორგანული ქიმიის კათედრა, რომელსაც თავად ედგა სათავეში გარდაცვალებამდე. [[1939]]-[[1943]] იყო ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ხოლო [[1942]]-[[1943]] წლებში - პრორექტორი სამეცნიერო დარგში. [[1940]]-[[1944]] არჩეული იყო საქართველოს ქიმიკოსთა სამეცნიერო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტად.
 
{{DEFAULTSORT:ღვალაძე, ვარლამ}}
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი მეცნიერები]]
[[კატეგორია:ქართველი ქიმიკოსები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1893]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1944]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვარლამ_ღვალაძე“-დან