ჟან-პოლ სარტრი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 46:
== შემოქმედება ==
== ფილოსოფია ==
სარტრის შემოქმედებაში მთავარი მისი [[ფილოსოფია]]ა. ეს არის [[ეგზისტენციალიზმი]], რომლის მთელი აზრი სარტრთან ერთ ფრაზაშია მოქცეული: „არსებობა წინ უსწრებს არსს.“ ესე იგი, ადამიანი ჯერ არსებობს და შემეგ განსაზღვრავს თავის თავს. არ არსებობს არანაირი წინასწარ გასაზღვრული ადამიანური ბუნება ან ბედი. ადამიანი მარტოა სამყაროში და არანაირი დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს. თუ რად იქცევა იგი, მხოლოდ და მხოლოდ მასზევეა დამოკიდებული, რადგან იგი აბსოლუტურად თავისუფალია არჩევანში, იგი „განწირულია თავისუფლებისთვის“. ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში აკეთებს არჩევანს, რადგან არჩევანის არ გაკეთებაც არჩევანია. ასე რომ, სარტრის ფილოსოფია მოქმედებისკენ მიისწრაფვის. არჩევანის გაკეთებას სარტრთან ანგაჟირება ეწოდება. სანამ ამას გააკეთებს, ადამიანი მხოლოდ არსებობაა, ანუ en-soi, ხოლო როცა იწყებს მოქმედებას, ხდება pour-soi. მაგრამ ეს უკანასკნელი, ანუ თავისივე შექმნილი სამყარო საფრთხეში ვარდება, როცა იგი გარდაიქცევა სხვათა დაკვირვების ობიექტად. აქედან გამომდინარეობს სარტრის ცნობილი ფრაზა: „ჯოჯოხეთი სხვებია.“ ამდენად, ადამიანი მუდმივ საფრთხეშია, ჩაკეტილია საკუთარ თავში იმის შიშით, რომ სხვები მას დაანგრევენ. აქედან გამომდინარე არსებობა სრული აბსურდია.
 
== ბიბლიოგრაფია ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჟან-პოლ_სარტრი“-დან