თურქეთის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა (2016): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 164:
=== ბერძნული პატრული ===
20 ივლისს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაქცეული თურქი სამხედრო კომანდოსი, რომლებიც მონაწილეობდნენ გადატრიალებაში, შეეცდება გადაკვეთონ [[საბერძნეთი]]ს საზღვარი კუნძულ [[სიმი (კუნძული)|სიმისთან]], [[ეგეოსის ზღვა|ეგეოსის]] სამხრეთში. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საბერძნეთმა შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა. გარდა ამისა, ბერძნულმა სანაპირო დაცვამ გაზარდა პატრულის რაოდენობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გასაბერი ნავების და სხვა გემების ჯგუფი [[დათჩა (თურქეთი)|დათჩადან]], [[თურქეთი]]ს ზღვის სანაპიროდან, დაიძრა [[სიმი (კუნძული)|სიმის]] მიმართულებით. ასევე ბერძნული პატრული აკონტროლებდა თურქული გემების მოძრაობებას, რომლებიც [[თურქეთი]]ს წყლებში დარჩნენ. გარდა ამისა, ბერძნული პოლიციის კონტინგენტი ჩავიდა ''სიმიზე'', კუნძულის შემოწმების მიზნით. ათენი ამ დროის განმავლობაში ელოდა მეამბოხეების საბერძნეთში ჩასვლის შესაძლო მცდელობას და ამიტომ ამ ინფორმაციას სერიოზულად მიუდგა. პატრულირებაში თურქული F-16 საბრძოლო თვითმფრინავებიც ჩაერთნენ, ეგეოსის ზღვაში თურქეთის სანაპირო დაცვის გემების შესამოწმებლად. მოგვიანებით იმავე დღეს, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ მეამბოხე ჯარისკაცები შესაძლოა "გაიტაცეს" გემი და აპირებენ გადასვლას საბერძნეთში.<ref>{{cite news |url=http://www.ekathimerini.com/210616/article/ekathimerini/news/reports-of-commandos-in-aegean-put-athens-on-alert|title=Reports of commandos in Aegean put Athens on alert|publisher=ekathimerini}}</ref><ref>{{cite news |url=http://www.hurriyetdailynews.com/interior-ministry-refutes-hijacked-coastguard-vessels-reports.aspx?pageID=517&nID=101895&NewsCatID=341|title=Interior Ministry refutes 'hijacked coastguard vessels' reports|publisher=hurriyetdailynews}}</ref> საბერძნეთის შეიარაღებული ძალები გადატრიალების მთელი შემდეგომი პერიოდი სრულ მზადყოფნაში იმყოფება, მეამბოხეების შესაძლო საბერძნეთში გადმოსვლის გამო.<ref>{{cite news |url=http://www.naftemporiki.gr/story/1130561/entatikopoiountai-oi-peripolies-sto-aigaio|title=Εντατικοποιούνται οι περιπολίες στο Αιγαίο|publisher=naftemporiki}}</ref>
 
=== ვიკილიქსი ===
[[WikiLeaks|ვიკილიქსმა]] განათავსა საიდუმლო თურქული ელექტრონული წერილების და დოკუმენტების ნაწილი საჯაროდ, როგორც პასუხი [[თურქეთის მთავრობი]]ს რეპრესიებზე, რომელიც მოჰყვა გადატრიალების მცდელობის შემდეგ. თავის მხრივ, თურქეთის სატელეკომუნიკაციო საბჭომ დაბლოკა ვიკილიქსი. [[2016]] წლის 17 ივლისს ვიკილიქსმა გამოაცხადა [[Twitter]]-ზე, რომ გაჟონა დაახლოებით 300,000 წერილი და 500,000-ზე მეტი დოკუმენტი, მათ შორის სგპ-ს.
 
==სქოლიო==