ლონდა ღვალაძე-ჭაბუკიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
ლონდა ღვალაძემ დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ([[1949]]) და თეატრმცოდნეობის ([[1951]]) ფაკულტეტები. [[1949]]-[[1950]] იყო თბილისის [[კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი|კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის]] მსახიობი, ხოლო [[1951]]-[[1965]] წლებში საქართველოს კულტურის სამინისტროს ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლის (ამჟამად [[ფოლკლორის ეროვნული ცენტრი]]) თეატრალური განყოფილების მეთოდისტი და ამავე განყოფილების გამგე. [[1975]]-[[1995]] - საქართველოს კულტურის სამინისტროს თბილისის საესტრადო და საცირკო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის ქართული სასცენო მეტყველების უფროსი მასწავლებელი. მან აღზარდა ქართული ესტრადის და სასცენო მეტყველების არაერთი ცნობილი ოსტატი (მათ შორის, ელდინო საღარაძე, ლიზა ბაგრატიონი და სხვანი). მის მიერ არის შედგენილი და მისი რედაქციით გამოიცა ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლის არაერთი კრებული თვითმოქმედი თეატრალური კოლექტივებისათვის. მასვე ეკუთვნის 30-ზე მეტი პიესის და რამდენიმე ლიბრეტოს ქართული თარგმანები. [[1961]] გამომცემლობამ "ხელოვნება" გამოსცა ლ. ღვალაძე-ჭაბუკიანის მონოგრაფია "საქართველოს სახალხო თეატრები". [[1960]] ხალხური შემოქმედების რესპუბლიკურმა სახლმა გამოსცა "მეთოდური მასალების კრებული თვითმოქმედი კოლექტივების დასახმარებლად", რომელშიც შესულია ლ. ღვალაძის და ვ. ლოლაძის მეთოდური სახელმძღვანელო "სპექტაკლის დამდგმელთა დასახმარებლად".
 
[[კატეგორია:ქართველები|ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი პედაგოგები]]
[[კატეგორია:ქართველი თეატრმცოდნეები]]