ლონდა ღვალაძე-ჭაბუკიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ლონდა (ლამარა) ევგენის ასული ღვალაძე-ჭაბუკიანი''' (დ. 1928 წ. [[1 თე...
(განსხვავება არ არის)

23:36, 10 ოქტომბერი 2007-ის ვერსია

ლონდა (ლამარა) ევგენის ასული ღვალაძე-ჭაბუკიანი (დ. 1928 წ. 1 თებერვალს, ქ. თბილისი) არის ქართველი თეატრმცოდნე და ქართული სასცენო მეტყველების პედაგოგი. დაიბადა თბილისში, 1920-1930-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწის ევგენ (გენო) ღვალაძის (1900-1937) და ცნობილი მკვლევარ-ბიბლიოგრაფის და პედაგოგის თამარ კუცია-ღვალაძის (1902-1986) ოჯახში. აღსანიშნავია, რომ მისი ნათლია იყო გამოჩენილი ქართველი მწერალი გრიგოლ რობაქიძე.

ბიოგრაფია

ლონდა ღვალაძემ დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო (1949) და თეატრმცოდნეობის (1951) ფაკულტეტები. 1949-1950 იყო თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი, ხოლო 1951-1965 წლებში საქართველოს კულტურის სამინისტროს ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლის (ამჟამად ფოლკლორის ეროვნული ცენტრი) თეატრალური განყოფილების მეთოდისტი და ამავე განყოფილების გამგე. 1975-1995 - საქართველოს კულტურის სამინისტროს თბილისის საესტრადო და საცირკო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის ქართული სასცენო მეტყველების უფროსი მასწავლებელი. მან აღზარდა ქართული ესტრადის და სასცენო მეტყველების არაერთი ცნობილი ოსტატი (მათ შორის, ელდინო საღარაძე, ლიზა ბაგრატიონი და სხვანი). მის მიერ არის შედგენილი და მისი რედაქციით გამოიცა ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლის არაერთი კრებული თვითმოქმედი თეატრალური კოლექტივებისათვის. მასვე ეკუთვნის 30-ზე მეტი პიესის და რამდენიმე ლიბრეტოს ქართული თარგმანები. 1961 გამომცემლობამ "ხელოვნება" გამოსცა ლ. ღვალაძე-ჭაბუკიანის მონოგრაფია "საქართველოს სახალხო თეატრები". 1960 ხალხური შემოქმედების რესპუბლიკურმა სახლმა გამოსცა "მეთოდური მასალების კრებული თვითმოქმედი კოლექტივების დასახმარებლად", რომელშიც შესულია ლ. ღვალაძის და ვ. ლოლაძის მეთოდური სახელმძღვანელო "სპექტაკლის დამდგმელთა დასახმარებლად".