საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 44:
რეფორმის შედეგად, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში იმჟამად შსს-ის სტრუქტურაში შემავალი შემდეგი დანაყოფები გაერთიანდნენ: კონტრტერორისტული ცენტრი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო (სუს-ი), ანტიკორუფციული სააგენტო, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი. ამ უკანასკნელს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება ევალებოდა.
 
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ [[ლევან იზორიამიზორია]]მ 2015 წლის 4 ივნისს საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო საქმეთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე წარდგენისას რამდენიმეჯერ გაუსვა ხაზი, რომ ფარული მოსმენების ფუნქციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განახორციელებს.
 
დანარჩენი დანაყოფები, რომელთაც პოლიციური, კერძოდ კი საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვის ფუნქციები აკისრიათ, მათ შორის კრიმინალური პოლიცია, სასაზღვრო პოლიცია და მომსახურების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში დარჩებიან.