უქიმერიონის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
{{მმ*|უქიმერიონი (მრავალმნიშვნელოვანი)}}
[[ფაილი:2014 Kutaisi, Ruiny Twierdzy Ukimerioni (04).jpg|250px|მინი|უქიმერიონის ციხე]]
'''უქიმერიონი''' — ისტორიული ციხესიმაგრე [[დასავლეთი საქართველო|დასავლეთ საქართველო]]ში, [[ეგრისის სამეფო]]ს მნიშვნელოვანი თავდაცვითი ნაგებობა. წყაროებში პირველად [[VI საუკუნე]]ში იხსენიება. არის მოსაზრება, რომ მდებარეობდა [[ცხენისწყალი|ცხენისწყლის]] ხეობის გასწვრივ მაგისტრალზე, რომელიც [[მუხურისი (მხარე)|მუხურისს]] [[ლეჩხუმი|ლეჩხუმსა]] და [[სვანეთი|სვანეთთან]] აკავშირებდა (ვარაუდობენ, რომ [[მდინარე]] ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირზე შემორჩენილი ციხესიმაგრის ნანგრევები უქიმერიონისაა). სხვა მოსაზრებით, უქიმერიონი [[ქუთაისი|ქუთაისში]] გორაზე დღემდე შემორჩენილი ძველი ციხესიმაგრეა. განსაკუთრებული მნიშვნელობა მოიპოვა უქიმერიონმა [[VI საუკუნე]]ში ირან-ბიზანტიის ომის დროს; [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] ისტორიკოსის [[პროკოპი კესარიელი]]ს ცნობით, უქიმერიონისა და ქუთაისის ციხეების მფლობელი მტკიცე კონტროლს უწევდა ეგრისის აღმოსავლეთ ნაწილს, ლეჩხუმსა და სვანეთს.