გვირილა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ფაილი
No edit summary
ხაზი 51:
| ncbi =
}}
'''[[გვირილა]]''' ({{lang-la|Matricaria}}) — [[რთულყვავილოვანნი|რთულყვავილოვანთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახის]] რამდენიმე [[გვარი (ბიოლოგია)|გვარის]] [[მცენარეები|მცენარეთა]] კრებითი სახელწოდება. უფრო მეტად ამ სახელწოდებით ცნობილია [[Pyrethrum]]-ის გვარი, რომლის 100-მდე სახეობა გავრცელებულია [[ევროპა|ევროპისა]] და [[აზია|აზიის]] ზომიერ ზონაში და ნაწილობრივ [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკაში]], უმრავლესობა კი [[კავკასია]]ში, [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუაზღვისპირეთსა]] და წინა აზიის ქვეყნებში. [[საქართველო]]ში 24 [[სახეობა]]ა, მათგან 10 სახეობა კავკასიის [[ენდემები|ენდემია]], 3 - საქართველოსი. იზრდება მთის ქვემო სარტყლიდან მოკიდებული ალპურ სარტყლამდე მდელოებსა და მაღალბალახეულში, ტყისპირებსა და ბუჩქნარებში, ტენიან და დაჭაობებულ ადგილებში, ქვიან და კლდოვან კალთებზე, ჩამონაზვავებზე და სხვა. ზოგი სახეობა სათიბ-საძოვრების [[სარეველა მცენარეები|სარეველაა]], ზოგი სამკურნალოა ([[ბალზამური გვირილა]] - Pyrethrum balsamita): ინსექტიციდურ და ჰერბიციდულ ნივთიერებებს (პირეტრინსა და ცინერონს) შეიცავს ფართოდ მოსენებული [[დალმაციური გვირილა]] (Pyrethrum cinerarifolium) და [[წითელი გვირილა|წითელი]] ანუ [[კავკასიური გვირილა]] (Pyrethrum roseum). Pyrethrum parthenium-ს დეკორატიულ მებაღეობაში იყენებენ, ხოლო (ეგრედ წოდებული კალუფერი ანუ კანუფერი) [[ლიქიორი|ლიქიორების]] არომატიზაციისათვის. Doronicum-ის გვარიდან გვირილის სახელით ცნობილია [[ყვითელი გვირილა]] (Doronicum orientale), რომელიც უმთავრესად გავრცელებულია კოლხეთში, ნაწილობრივ კი [[ქართლი|ქართლში]] [[მთა|მთის]] შუა და ზემო სარტყლის [[ტყე]]ებსა და ბუჩქნარებში, Leucanthemum-ის გვარიდან - [[მინდვრის გვირილა]].
==გალერეა==
<gallery>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გვირილა“-დან