თეიმურაზ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 29:
'''თეიმურაზ I''' (დ. [[1589]] — გ. [[1663]]) — [[კახეთის სამეფო|კახეთის]] მეფე [[1606]]-[[1648]], ქართლ-კახეთის მეფე [[1625]]-[[1632]].
 
==ცხოვრება და მოღვაწეობა==
==ბიოგრაფია==
[[1604]] წელს რუსეთის ელჩები თეიმურაზის რუსეთში გაგზავნას სცდილობდნენ [[ბორის გოდუნოვი]]ს ქალისათვის საქმროდ<ref>С. Белокуров, СРК, 1, გვ. 492-493</ref>. იმავე წელს გიორგი ბატონიშვილმა თეიმურაზი, მისი და და ქეთევანი შაჰთან გაგზავნა. შაჰმა თეიმურაზი გულთბილად მიიღო, [[ბერი ეგნატაშვილი]]ს სიტყვით, „ვითარცა ძე ეგრეთ შეიტკბო“. არჩილიანის მიხედვით თეიმურაზს თან ახლდა [[შერმაზან ჩოლოყაშვილი]], რომელიც ასწავლიდა ზნეობას, საღმრთო და საერო ცოდნაში წვრთნიდა და ჭირსა შიგან ამაგრებდა.
 
ხაზი 123:
1624 წელს ფეიქარ-ხანმა შაჰ-აბასს აცნობა რომ ქართველები ფარულად აჯანყებისთვის ემზადებიანო. შაჰ-აბასმა [[ყარჩიხა-ხანი]]ს სარდლობით დიდი ლაშქარი გამოგზავნა საქართველოში. ყარჩიხა-ხანს თან ახლდა თორმეტი ხანი, მარავალი ამირა და სულთანი, შირვანისა და ყარაბაღის ბეგლარბეგები, გიორგი სააკაძე და ზურაბ ერისთავი. შაჰ აბასი ბოლომდე არ ენდობოდა ქართველებს და გიორგი სააკაძის შვილი პაატა და ზურაბ ერისთავის ცოლი ირანში დაიტოვა. გიორგი სააკაძემ მოვლენები სწრაფად შეაფასა და [[1625]] წელს, როდესაც ქართლი და კახეთი ისევ აღდგა ირანელი დამპყრობლების წინააღმდეგ, მას [[გიორგი სააკაძე]] მეთაურობდა, ხოლო თეიმურაზ I ქართლ-კახეთის მეფედ მიიწვიეს. იგი გიორგი სააკაძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ირანელთა წინააღმდეგ ბრძოლას. ქართლ-კახეთის მრავალწლიანმა ბრძოლამ აიძულა შაჰ-აბას I დათმობაზე წასულიყო. მან მოლაპარაკება გამართა თეიმურაზ I-თან და ფაქტობრივად იგი ქართლ-კახეთის მეფედ ცნო.
 
===თეიმურაზის აღზევება===
1929 წელს გარდაიცვალა შაჰ-აბას I, რომლის მაგივრადაც სპარსეთის სამეფო ტახტზე ავიდა, რომელმაც დიდად უსაყვედურა ქართლის მეფის სიმონ I-ის მუხანათური მკვლელობისათვის. ამის გამო თეიმურაზი იძულებული შეიქმნა შაჰის წყენა, სიმონის მკვლელობაში მთავარი დამნაშავე — ზურაბისთვის თავისმოკვეთით აენაზღაურებინა. ზურაბის თავი თეიმურაზმა შაჰ-სეფის გაუგზავნა და აცნობა სიმონ მეფის სიკვდილისათვის მოიკლაო. ამით თეიმურაზმა შაჰის ნდობა დაიმსახურა. ფარსადან გორგიჯანიძის სიტყვით, შაჰს ეს ამბავი მოსწონებია „ქართლიცა და კახეთის ბატონს თეიმურაზს მოსცეს და ხალათი და რაყამი გამოუგზავნეს“.
 
ხაზი 130:
[[1629]] წლიდან თეიმურაზი გაერთიანებული ქართლ-კახეთის ტახტის მფლობელია. ორისავ „ტახტის მჭერადაა“ მოხსენებული „არჩილიანში“, „ორისავ ტახტის მპყრობელად“ და „მეფედ-მეფედ“ იწოდება ისტორიულ საბუთებში. ამ დროზე მოდის, არჩილის თქმით, თეიმურაზის ლიტერატურული მოღვაწეობის პირველი პერიოდი.
 
თეიმურაზ I-მა თავი ირანის შაჰის ვასალად აღიარა, მაგრამ განაგრძობდა ბრძოლას სრული დამოუკიდებლობისათვის.
თეიმურაზ I-მა თავი ირანის შაჰის ვასალად აღიარა, მაგრამ განაგრძობდა ბრძოლას სრული დამოუკიდებლობისათვის. ამის გამო [[1632]] შაჰმა სეფი I-მა ქართლის ტახტი გამაჰმადიანებულ როსტომს გადასცა. თეიმურაზ I ერთხანს კიდევ განაგრძობდა ბრძოლას, მაგრამ შემდეგ ისევ იმერეთში გაიხიზნა. ის, რომ საგარეო პოლიტიკაში თეიმურაზ I რუსეთის ორიენტაციის მომხრე იყო, როგორც საბჭოთა ისტორიოგრაფია ამას გამუდმებით ამტკიცებდა, გადაჭარბებულია. რუსეთი იყო ქართველი მეფისთვის მცდელობა, რომელსაც მისი მთელი ცხოვრების მანძილზე შედეგი არ გამოუღია. მის მიერ მოსკოვში დახმარების სათხოვნელად არაერთხელ გაგზავნილმა ელჩობამ ([[1615]], [[1618]], [[1624]], [[1635]] და [[1649]]) შედეგი ვერ გამოიღო. [[1620]] წლიდან დაუახლოვდა კათოლიკე მისიონარებს და [[1626]] წელს თეიმურაზ I-მა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან პოლიტიკური კავშირის დასამყარებლად ელჩად გაგზავნა [[ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი]] (ნიკიფორე ირბახი). 1635 წლამდე იგი მხოლოდ ევროპასთან ალეანსს იმედოვნებდა, მით უფრო რომ მას მიმოწერა [[ურბან VIII|ურბან VIII-თან]] ჰქონდა. ბოლოს თეიმურაზ I დახმარებას სთხოვდა ოსმალეთსაც, მაგრამ უშედეგოდ. [[1658]] თვითონ გაემგზავრა რუსეთის სამხედრო დახმარების სათხოვნელად, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. [[1661]] ბერად აღიკვეცა. მალე ირანში გაიწვიეს და აღუთქვეს კახეთის სამეფო ტახტის დაბრუნება, თუ მაჰმადიანობას მიიღებდა. თეიმურაზ I-მა უარი თქვა. ამის გამო შეიპყრეს და ასტრაბადის ციხეში გამოამწყვდიეს, სადაც გარდაიცვალა. მისი ნეშტი ქართველებმა სამშობლოში ჩამოასვენეს და [[ალავერდი]]ს მონასტერში დაკრძალეს.
 
1632 წელს თეიმურაზმა და მასთან ძმადშეფიცულმა დაუდ-ხან უნდილაძემ განჯა ყარაბაღის მხარე დაარბიეს და არეზსაქეტა ტერიტორია ააოხრეს. თეიმურაზის მხრიდან ეს შაჰის ვასალობის საწინააღმდეგო ნაბიჯი იყო. დაუდ-ხან უნდილაძე შაჰ-სეფის მოწინააღმდეგეთა ჯგუფს ეკუთვნოდა, იგი ირანის სამეფო კარზე გამაჰმადიანებულ ქართველთა იმ დაჯგუფებას მეტაურობდა, რომელიც როსტომ-ხანის მოწინააღმდეგე იყო. ქართველების ის დაჯგუფება, რომელსაც უნდილაძეები მეთაურობდნენ შაჰ-აბასის ღვიძლი შვილის გამეფებას აპირებდა, რომელიც იმამყული-ხანს შეეძინა თავისი ერთ-ერთი ცოლისაგან და მასთან იზრდებოდა. როსტომ-ხანმა შაჰ-სეფის საწინააღმდეგო აჯანყება ჩააქრო და მისი გახელმწიფება მოახერხა. ამით დიდი გავლენა მოიპოვა შაჰის კარზე, საიდანაც დაუდ-ხანი გაძევებულ იქნა. 1630 წლიდან დაუდ ხანი განჯაშია და 1632 წლის გაზაფხულზე თეიმურაზთან ერტად შაჰ-სეფის წინააღმდეგ ილაშქრებს. ყარაბღის მხარის დალაშქვრაში თეიმურაზთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ლევან დადიანმა ოდიშის ლაშქრით, ალექსანდრე ბატონიშვილმა იმერეთის ლაშქრიტ და თავად-აზნაურებმა მესხეთიდან. ივ. ჯავახიშვილის აზრით ეს ლაშქრობა მეტად „გაბედული და წინდაუხედავი ნაბიჯი იყო“<ref>ივ. ჯავახიშვილი, „ქართველი ერის ისტორია“, V, 1973, გვ. 22</ref>. ვ. გაბაშვილით, თეიმურაზ I-ის ეს აჯანყება ირანის ბატონობისაგან მთლიანად განთავისუფლებას ისახავდა მიზნად<ref>ვ. გაბაშვილი, ქართული ფეოდალური წყობილება XV-XVIII საუკუნეებში, თბ., 1958, გვ. 364</ref>.
 
 
თეიმურაზ I-მა თავი ირანის შაჰის ვასალად აღიარა, მაგრამ განაგრძობდა ბრძოლას სრული დამოუკიდებლობისათვის. ამის გამო [[1632]] შაჰმა სეფი I-მა ქართლის ტახტი გამაჰმადიანებულ როსტომს გადასცა. თეიმურაზ I ერთხანს კიდევ განაგრძობდა ბრძოლას, მაგრამ შემდეგ ისევ იმერეთში გაიხიზნა. ის, რომ საგარეო პოლიტიკაში თეიმურაზ I რუსეთის ორიენტაციის მომხრე იყო, როგორც საბჭოთა ისტორიოგრაფია ამას გამუდმებით ამტკიცებდა, გადაჭარბებულია. რუსეთი იყო ქართველი მეფისთვის მცდელობა, რომელსაც მისი მთელი ცხოვრების მანძილზე შედეგი არ გამოუღია. მის მიერ მოსკოვში დახმარების სათხოვნელად არაერთხელ გაგზავნილმა ელჩობამ ([[1615]], [[1618]], [[1624]], [[1635]] და [[1649]]) შედეგი ვერ გამოიღო. [[1620]] წლიდან დაუახლოვდა კათოლიკე მისიონარებს და [[1626]] წელს თეიმურაზ I-მა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან პოლიტიკური კავშირის დასამყარებლად ელჩად გაგზავნა [[ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი]] (ნიკიფორე ირბახი). 1635 წლამდე იგი მხოლოდ ევროპასთან ალეანსს იმედოვნებდა, მით უფრო რომ მას მიმოწერა [[ურბან VIII|ურბან VIII-თან]] ჰქონდა. ბოლოს თეიმურაზ I დახმარებას სთხოვდა ოსმალეთსაც, მაგრამ უშედეგოდ. [[1658]] თვითონ გაემგზავრა რუსეთის სამხედრო დახმარების სათხოვნელად, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. [[1661]] ბერად აღიკვეცა. მალე ირანში გაიწვიეს და აღუთქვეს კახეთის სამეფო ტახტის დაბრუნება, თუ მაჰმადიანობას მიიღებდა. თეიმურაზ I-მა უარი თქვა. ამის გამო შეიპყრეს და ასტრაბადის ციხეში გამოამწყვდიეს, სადაც გარდაიცვალა. მისი ნეშტი ქართველებმა სამშობლოში ჩამოასვენეს და [[ალავერდი]]ს მონასტერში დაკრძალეს.
 
==შემოქმედება==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თეიმურაზ_I“-დან