ზურაბ არაგვის ერისთავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 4:
[[1625]] წლამდე იმყოფებოდა ირანში გიორგი სააკაძესთან ერთად. [[1625]] წელს, ირანის წინააღმდეგ აჯანყების დროს, მხარში ედგა [[გიორგი სააკაძე]]ს (ზურაბ არაგვის ერისთავის და რუსუდანი გიორგი სააკაძის მეუღლე იყო).
 
XVII საუკუნის ოციანი წლებიდან გაძლიერდა ზურაბ ერისთავი. ჯერ იყო და დაუწყო კირთება მთიულთა და მოხევეთა და დაიპყრა იგინი, შემდეგ ფშავ-ხევსურეთს შეესია, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე ხალხმა აიძულა ხელი აეღო მათზე. ზურაბ ერისთავს სამუხრანბატონოზე ეჭირა თვალი, რომელიც არაგვის საერისთაოს სამხრეთ-დასავლეთიდან ემეზობლებოდა. ზურაბი ქაიხოსრო მუხრანბატონს დაუპირისპირდა და ქართლში თეიმურაზი გაამეფა, მაგრამ მოტყუვდა. საქმე ის იყო, რომ თეიმურაზს მუხრანი თავის შვილის დათუნასათვის მიეცა. ამის გამო ზურაბმა თეიმურაზს სიმონ-ხანი დაუპირისპირა, რომელსაც ქართლის სამეფო ტახტზე მეტი უფლებები ჰქონდა, როგორც ქართლის ბაგრატიონთა ჩამომავალს.ზურაბმა არღარა დაუდვა ბატონს თეიმურაზს თავი და დაუწყო საქმობა სვიმონ მეფეს პატარასა (ბერი ეგნატაშვილი, გვ. 413). იგი თბილისის ციხიდან გამოიყვანა და ქართლში გააბატონა. სვიმონი მამას ეძახდა ზურაბს და არას იქმოდა მის გარდაუვალსა. თეიმურაზი იძულებული შეიქნა უომროდ დაეთმო ქართლი. ზურაბმა თავის ჯარს ქალაქი გორი გააძარცვინა, დაზარალებულთა შორის ავგუსტინელი მისიონერები აღმოჩნდნენ, რომლებიც ზურაბს ეწვიენ და ქონების დაბრუნება მოითხოვეს. ზურაბმა მისიონერებს ქონება დაუბრუნა. ვინმე ზებედე-ბერმა კი გააფრტხილაგააფრთხილა ზურაბი: გამაჰმადიანებულ მეფეს ქვეშევრდომები მიბაძავენ და ქვეყანა დაიქცევაო. ზურაბმაიგრძნო დანაშაული და ცოდვა მოინანია, გადაწყვიტა ღალატით მოეკლა სიმონი<ref>თ. ნატროშვილი, „მაშრიყიდან მაღრიბამდე“, თბ., 1974, გვ. 123-124</ref>. ქართული წყაროების ცნობით, თეიმურაზი უფადარს მივიდა და შემოუთვალა ზურაბს „შეუგვანებელ არს განწირვად სიძისაგან სიმამრისა, გარნა ვიხელოთ უკანასკნელნი შენი და სვიმონისა“ (ვახუშტი, გვ. 437). შეწუხდა ზურაბი, მას სიმონი ქართლის მეფედ სურდა, ხოლო თეიმურაზი კახეთისა, ოღონდ ორივე მისი მორჩილი უნდა ყოფილიყო. თეიმურაზის წერილმა ზურაბს ბოროტი გადაწყვეტილება მიაღებინა. ცხვილოს ციხეში ღალატით მოკლა სიმონი და თავი თეიმურაზს გაუგზავნა უფადარს. თეიმურაზს სიბრალული აღუძრა სიმონის ულმობელმა მკვლელობამ და გულწრფელად დაუტირებია ახალგაზრდა მეტოქე. ზურაბისადმი წყენა ჰქონდა გულში, მაგრამ მაინც შეთანხმდენენ სიძე-სიმამრი.