ზურაბ არაგვის ერისთავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
 
==ცხოვრება და მოღვაწეობა==
[[1625]] წლამდე იმყოფებოდა ირანში გიორგი სააკაძესთან ერთად. [[1625]] წელს, ირანის წინააღმდეგ აჯანყების დროს, მხარში ედგა [[გიორგი სააკაძე]]ს (ზურაბ არაგვის ერისთავის და რუსუდანი გიორგი სააკაძის მეუღლე იყო). შემდეგში, როდესაც სააკაძესა და [[თეიმურაზ I]]-ს შორის შუღლი ჩამოვარდა, ზურაბ არაგვის ერისთავი თეიმურაზს მიემხრო. მას სურდა კახეთში თეიმურაზ I-ის, ხოლო ქართლში [[სიმონ II]]-ის გამეფება, რათა ორივე მისი მორჩილი ყოფილიყო. თეიმურაზ I-მა მის წინააღმდეგ ბრძოლის ფარული ხერხი აირჩია — 1631 წელს ზურაბს სიმონ II მოაკვლევინა, შემდეგ თავის გასამართლებლად და ურჩი თავადის მოსაშორებლად არაგვის ერისთავს თავი მოჰკვეთა და შაჰს გაუგზავნა. ზურაბ არაგვის ერისთავი ცნობილი იყო სისასტიკით, განსაკუთრებით სძულდათ მთიელებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მას მკვლელობაში.
 
XVII საუკუნის ოციანი წლებიდან გაძლიერდა ზურაბ ერისთავი. ჯერ იყო და დაუწყო კირთება მთიულთა და მოხევეთა და დაიპყრა იგინი, შემდეგ ფშავ-ხევსურეთს შეესია, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე ხალხმა აიძულა ხელი აეღო მათზე. ზურაბ ერისთავს სამუხრანბატონოზე ეჭირა თვალი, რომელიც არაგვის საერისთაოს სამხრეთ-დასავლეთიდან ემეზობლებოდა. ზურაბი ქაიხოსრო მუხრანბატონს დაუპირისპირდა და ქართლში თეიმურაზი გაამეფა, მაგრამ მოტყუვდა. საქმე ის იყო, რომ თეიმურაზს მუხრანი თავის შვილის დათუნასათვის მიეცა. ამის გამო ზურაბმა თეიმურაზს სიმონ-ხანი დაუპირისპირა, რომელსაც ქართლის სამეფო ტახტზე მეტი უფლებები ჰქონდა, როგორც ქართლის ბაგრატიონთა ჩამომავალს.ზურაბმა არღარა დაუდვა ბატონს თეიმურაზს თავი და დაუწყო საქმობა სვიმონ მეფეს პატარასა (ბერი ეგნატაშვილი, გვ. 413). იგი თბილისის ციხიდან გამოიყვანა და ქართლში გააბატონა. სვიმონი მამას ეძახდა ზურაბს და არას იქმოდა მის გარდაუვალსა. თეიმურაზი იძულებული შეიქნა უომროდ დაეთმო ქართლი. ზურაბმა თავის ჯარს ქალაქი გორი გააძარცვინა, დაზარალებულთა შორის ავგუსტინელი მისიონერები აღმოჩნდნენ, რომლებიც ზურაბს ეწვიენ და ქონების დაბრუნება მოითხოვეს. ზურაბმა მისიონერებს ქონება დაუბრუნა. ვინმე ზებედე-ბერმა კი გააფრტხილა ზურაბი: გამაჰმადიანებულ მეფეს ქვეშევრდომები მიბაძავენ და ქვეყანა დაიქცევაო.
 
 
 
 
შემდეგში, როდესაც სააკაძესა და [[თეიმურაზ I]]-ს შორის შუღლი ჩამოვარდა, ზურაბ არაგვის ერისთავი თეიმურაზს მიემხრო. მას სურდა კახეთში თეიმურაზ I-ის, ხოლო ქართლში [[სიმონ II]]-ის გამეფება, რათა ორივე მისი მორჩილი ყოფილიყო. თეიმურაზ I-მა მის წინააღმდეგ ბრძოლის ფარული ხერხი აირჩია — 1631 წელს ზურაბს სიმონ II მოაკვლევინა, შემდეგ თავის გასამართლებლად და ურჩი თავადის მოსაშორებლად არაგვის ერისთავს თავი მოჰკვეთა და შაჰს გაუგზავნა. ზურაბ არაგვის ერისთავი ცნობილი იყო სისასტიკით, განსაკუთრებით სძულდათ მთიელებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მას მკვლელობაში.
 
ხევსურეთში ჯერ კიდევ მწარედ ახსოვთ ზურაბ არაგვის ერისთავის ხევსურეთში გალაშქრება, რომლის შესახებ გალექსილი ეპიზოდები და ხევსურეთის გმირული თავგადასავალი დღემდის შემონახულია.