ზურაბ არაგვის ერისთავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ზურაბ არაგვის ერისთავი''' (გ. [[1631]]) — [[არაგვის საერისთავო|არაგვის]] ერისთავი [[1618]]-[[1620]], ძე [[ნუგზარ არაგვის ერისთავი]]სა.
 
==ცხოვრება და მოღვაწეობა==
[[1625]] წლამდე იმყოფებოდა ირანში გიორგი სააკაძესთან ერთად. [[1625]] წელს, ირანის წინააღმდეგ აჯანყების დროს, მხარში ედგა [[გიორგი სააკაძე]]ს (ზურაბ არაგვის ერისთავის და რუსუდანი გიორგი სააკაძის მეუღლე იყო). შემდეგში, როდესაც სააკაძესა და [[თეიმურაზ I]]-ს შორის შუღლი ჩამოვარდა, ზურაბ არაგვის ერისთავი თეიმურაზს მიემხრო. მას სურდა კახეთში თეიმურაზ I-ის, ხოლო ქართლში [[სიმონ II]]-ის გამეფება, რათა ორივე მისი მორჩილი ყოფილიყო. თეიმურაზ I-მა მის წინააღმდეგ ბრძოლის ფარული ხერხი აირჩია — 1631 წელს ზურაბს სიმონ II მოაკვლევინა, შემდეგ თავის გასამართლებლად და ურჩი თავადის მოსაშორებლად არაგვის ერისთავს თავი მოჰკვეთა და შაჰს გაუგზავნა. ზურაბ არაგვის ერისთავი ცნობილი იყო სისასტიკით, განსაკუთრებით სძულდათ მთიელებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მას მკვლელობაში.
 
ხევსურეთში ჯერ კიდევ მწარედ ახსოვთ ზურაბ არაგვის ერისთავის ხევსურეთში გალაშქრება, რომლის შესახებ გალექსილი ეპიზოდები და ხევსურეთის გმირული თავგადასავალი დღემდის შემონახულია.