თეიმურაზ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 88:
[[1614]] წელს ხორეშანზე ქორწინებასთან დაკავშირებით თეიმურაზ მეფე მეტეხის ღვთის მშობლის ეკლესიას სწირავს: „შემოგწირეთ უჯარმის მონასტერი სიონი და ხორაუგს ქვაბნი... მას ჟამსა, ოდეს სასურველი ასული მეფისა... გიორგისი თანამეცხედრედ ჩვენდა მოყვანებად ხელვყავით“<ref>ქრონიკები, II, გვ. 440</ref>.
 
===შაჰ-აბასის შემოსევაშემოსევები===
[[1612]] წლის ირან-ოსმალეთის ზავის შემდეგ ქართველთა ცხოვრება გაუმჯობესდა, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა. შაჰ-აბასი ვერ ეგუებოდა ზავის პირობებს, ამის გარდა მას არ აკმაყოფილებდა ქართლ-კახეთის სამეფოების ვასალური დამოკიდებულება, აშფოტებდა ქართველების ერთმორწმუნე რუსეთთან კავშირიც და გადაწყვიტა ქართლ-კახეთის საკიტხი ერთხელ და სამუდამოდ გადაეწყვიტა ირანის სასარგებლოდ. არაქელ დავრიჟეცის აზრით, შაჰის ძირითადი მიზანი, საქართველოში ქართველ მეფე-მთავართა შორის შუღლის ჩამოგდება, მათი დასუსტება და ქვეყნის საბოლოო დამორჩილება იყო.
 
ხაზი 100:
შემოგვიტევს მასვე წამსა, სრულ წამოსცლის მისსა დარგსა.
 
ლევანსა და ალექსანდრეს რად მიკარგავთ ორსავ კარგსა? |||(458)}}
 
არჩილის ცნობით, თეიმურაზი ბოლომდე უარზე იყო ლევანის გაგზავნაზე, მაგრამ კახელებმა გამოართვეს და გაუგზავნეს შაჰს. ცბიერმა შაჰმა თეიმურაზს ერთგულება შეუქო და თვითონაც თავისთან იხმო. აწ უკვე აღარ ენდო მეფე ირანის მბრძანებელს. პარიზის ქრონიკის ცნობით, „გაგზავნა ბატონმა თეიმურაზმა თავისი დედა და ორი შვილი ლევანი და ალექსანდრე, სხვა მრავალი ფეშქაში გაუგზავნა და სახვეწარი წიგნი კიდევ მისწერა, ყაენს იამა მისვლა და დიდი პატივი და დიდი საქმე მიაპყრა და უბრძანა დედოფალს, თქვენ აქ მოხვედით და მნახეთო და მრავალი წყალობა უქადა და ახლა შენს შვილს ბატონს თეიმურაზს წიგნი, მისწერეო, მოვიდეს მნახოსო, მრავალ წყალობას უზამო და შენც და იმას თქვენსავე საბატონოში გაგისტუმრებო. და ყაენმა დაბრუნებაც მოინდომა და ყიზილბაშთ უფროს კაცებს ეს ლაშქრობა არ უნდოდა, მაგრამ ქართველნი და კახნი ვინცა ვინ ყაენის კარზე იყვნენ დაიწყეს ლაპარაკი, ყაენი და ერანის ლაშქარი აქამდისინ გარჯილხართო, სამის დღის სავალი დარჩომილაო, ჩვენ და ჩვენი შვილები აქ მზევალთ შეგვინახეთო, თუ თქვენ ლაშქარს დაუმარცხდეს რამეო, ყველას თავები დაგვაყრევინეთო, რადგან ხელმწიფე აქამდისინაო მობრძანებულაო, საქართველოს მიბრძანდეს და ნახოსო და თავისი ერტგული და ორგული იცნოსო“. ფ. გორგიჯანიძეც თითქმის ასევე გადმოგვცემს ამ ამბავს: „დიდის რისხვიანობათა და მრავლის ლაშქრით ყაენი ყარაბაღში მოვიდა. რა ეს ანბავი ბატონმან თეიმურაზ გაიგონა, თავისი დედა ქეთევან დედოფალი და თავისი და ელენე და თავისი ორი შვილი ლევანი და ალექსანდრე სხვას მრავალს ფეშქაშითა, სახვეწარი წიგნები ყაენს მიაგება. ყაენს იამა და დაბრუნება მოინდომა და არც ყიზილბაშთ უნდოდა ეს ლაშქრობა, მაგრა ვინც ქართველნი და კახნი ახლდნენ, დაუწყეს ყაენს ხვეწნა, რომ ჩვენი შვილნი და თავადები აქ მზევლათ მოგვისხამსო, თუ შენს ლაშქარს დაუმარცხდეს რამეო, ყველას თავები დაგვაყრევინეთო; რადგან აქამდისნი მობრძანებულხარო, საქართველო ინადირეთო და რომელიც გეპრიანების, ისრე გარიგეთო და მასუკან ნადირობითა და შექცევით დაბრუნდითო“.
ხაზი 110:
შაჰ-აბასის პირველი ლაშქრობა საქართველოში 1613 წლის შემოდგომაზე მოხდა. წლის ბოლოს კი სტამბოლში ჩავიდნენ საქართველოს ელჩები, მათ შორის არქიეპისკოპოსი თეოდოსი და სამეგრელოს წარმომადგენელი. სულთანს სპარსელების შემოსევის ამბავი აცნობეს და დახმარება სთხოვეს. ოსმალეთი დახმარებას ჰპირდებოდა თუ დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრები მასთან ზავს დადებდნენ და მათზე დაკისრებულ ხარკს გადაიხდიდნენ. 1614 წელს გურიელსა და 1615 წელს დადიანსა და ოსმალეტს შორის მოხდა საზავო მოლაპარაკება. დადიანმა და გურიელმა ხარკის გადახდა იკისრეს<ref>მ. სვანიძე, საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1971, გვ. 258-261</ref>. საქართველოს მეფე-მთავრები ირანის წინააღმდეგ გაერთიანდნენ, ოსმალეთი მათ დახმარებას დაპირდა. ჩანს ამ საქმეში თეიმურაზიც იღებდა მონაწილეობას. მაგრამ სანამ ოსმალეთის დახმარების დაპირებას მიიღებდნენ, შაჰ-აბასმა კახეთი დაიკავა. „გამოიღო ყოველივე საგანძური კახეთისა და შემუსრა ხელიტა თვისითა წმინდა გიორგი ალავერდისა და შემუსრნა პატიოსანნი ხატნი და ჯვარნი და შემოსძარცვნა პატიოსანნი თვალნი და მარგალიტი, მისცა მეძავთა, ცოლსა და ხარჭთა მისთა, და ყო სამკაულად მათდა და შეაგინნა წმინდანი ეკლესიანი კახეთისანი და წამოემართა ქართლსა ზედა“<ref>ბერი ეგნატაშვილი, გვ. 393</ref>. კახეთის მოსახლეობის ორი მესამედი გაწყდა. ნანგრევებად იქცა ქალაქები და სოფლები, ქვეყანა გავერანდა. [[1614]] წელს, [[ირანი]]ს [[აბას I|შაჰის აბას I-ის]] ქართლსა და კახეთში ლაშქრობის დროს თეიმურაზ I იძულებული გახდა ლუარსაბ II-თან ერთად იმერეთში გახიზნულიყო. საწერეთლოში — საჩხერეში შეეგებათ იმერეთის მეფე გიორგი და ქუთაისს მიიპატიჟა. გამძვინვარებული შაჰ-აბასი გორს მოვიდა და იმერეთის მეფისაგან ქართლ-კახეთის მეფეები მოითხოვა. მეფე გიორგიმ სტუმრების გაცემაზე უარი განაცხადა. იმერეთის ელჩები: აფხაზეთის კათალიკოსი და ლევან აბაშიძე ეახლნენ შაჰ-აბასს და სთხოვეს ლუარსაბსა და თეიმურაზს შერიგებოდა. შაჰმა ხელი აიღო თეიმურაზზე, მას არას ვერჩიო, და ლუარსაბის ხელში ჩაგდება გადაწყვიტა. მართლაც, ლუარსაბი გამოიტყუა იმერეთიდან, ყარაიაში თითქოს სანადიროდ გაიყოლა, დაატყვევა და შემდეგ მშვილდის საბლით მოაშთობინა. თეიმურაზის დედა ქეთევანი და შვილები შირაზს გაგზავნა. უამრავი ტყვე წაიყვანეს. ქვეყანა დახარკეს, მეფისა და ეკლესიის განძეულობა მოიტაცეს. კახეთში თეიმურაზის გამაჰმადიანებული ბიძაშვილი ისა-ხანი დანიშნა, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ირანში იმყოფებოდა. მოადგილეებად დავით ჯანდიერი (ასლანიშვილი) და ნოდარ ჯორჯაძე დაუნიშნა. კახეთში დღის წესრიგში აჯანყება დადგა. მალე (1615 წლის 22 მაისი) ირან-ოსმალეთის ომი განახლდა, რამაც კახეთის აჯანყება დააჩქარა. ისა-ხანი ირანში გაემგზავრა და კახეთი ჯორჯაძეს და ჯანდიერს დაუტოვა, რომლებიც აჯანყებას სათავეში ჩაუდგნენ და თეიმურაზი იმერეთიდან გადმოიყვანეს. ამ დამსახურებისათვის 1637 წელს მეფე თეიმურაზი დავით ჯანდიერის შვილებიც მამულბს უბოძებს<ref>საქართველოს სიძველენი, III, გვ. 188-189</ref>. კახეთის შირვანიც აჰყვა და ციხე-ქალაქი შაჰის ჯარებისაგან გაათავისუფლეს. შაჰმა აჯანყებაში აშკარად შეამჩნია ოსმალეთის ხელი და 15 ათასიანი არმიით ალი-ყული-ხანი გამოგზავნა. თეიმურაზმა დაამარცხა და გააქცია ალი-ყული-ხანი. ამ გამარჯვებამ თავისი ძალებისადმი რწმენა შესძინა უცხოური აგრესიის წინააღმდეგ დაუცხრომელ მებრძოლს თეიმურაზსა და მის თანამებრძოლთ, ხოლო ძალზე შეაშფოთა ირანის ლომი, რომელიც 1616 წლის გაზაფხულზე უზარმაზარი არმიით გამოემართა საქართველოსაკენ. ამ დროისათვის ირან-რუსეთის ურთიერთობა განახლდა. თეიმურაზიც რუსეთიდან ჩანს რომ, რუს ხელმწიფეს სთხოვს შაჰ-აბას არ გაანადგუროს საქართველო, რადგანაც იგი იმთავითვე ქრისტიანული სარწმუნოების მატარებელიაო<ref>Т. Тивадзе, Материалы..., გვ. 136</ref>. [[ისკანდერ მუნში]] თავხედობად უთვლის თეიმურაზს ალი-ყული-ხანზე გამარჯვებას და წერს: „იმას ვერ მიხვდა, რომ რაც უნდა მაღლა აფრინდეს წერო ბასკრნისკარტიანი, ის მაინც ვერ გაჩუმდება ცის უმაღლეს სფეროში მფრინავი შევარდნის კლანჭებს. იმ გაბედულების და თავხედობის გამო, რომელიც მან გამოიჩინა, ბოლოს ის დასჯილ იქნება ძლევამოსილი ხელმწიფისაგან და მისი წინაპრების ამდენი წლის ადგილი და სადგომი გავერანდა და მათი ქვეყანა ქარს მიეცა“.
 
1616 წელს შაჰ-აბასი ჯერ ქართლში შემოვიდა, ქართლის მმართველად ბაგრატ-ხანი (დაუთ-ხანის შვილი) დანიშნა, კახეთში გადავიდა და იქ დაბანაკდა. თეიმურაზი მარტო აღმოჩნდა გამძვინვარებული შაჰის წინაშე, ოსმალეთის ლაშქარი არ მოეშველა. ქვეყანა გაპარტახდა. ფ. გორგიჯანიძე მოგვითხრობს: „მრავალი კარგად ნაშენი სახლები სასახლენი დაქცეულ დანგრეული ვნახეთ, უკარო და უჭერო, ნადირთ სადგომ მქნილნი“. ქვეყანა გაპარტახდა, 80 000 კაცი სპარსეთის შორეულ პროვინციებში გადაასახლეს. „რაც კაცი აეყარა ზოგი ფერიას გაგზავნეს და ზოგი მაზანდარანს. ზოგი შირაზს დაასახლა, ზოგი სხვაგან დაფანტა“, მოგვითხრობს [[პარიზის ქრონიკა]]. გაპარტახებული ქვეყანა დახვდათ რუსეთის ელჩებსაც. თეიმურაზი ისევ იმერეთში გაიქცა. მართლაც ამ დროიდან თეიმურაზის მიერ გაცემული სიგელები აღარ ჩანს. მხოლოდ 1622 წლის 2 ივლისის სიგელით გაბრიელ ბახუტაშვილს აჯილდოვებს ყმა-მამულით. „ეს საბუთი თეიმურაზის კახეთში იმ ხანმოკლე გამეფების დროისაა, რაც მან შესძლო ნოდარ ჯორჯაძის და დავით ასლანიშვილის შემწეობით“<ref>ჯ. ოდიშელი, „აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიისათვის“... გვ. 106</ref>. შაჰმა კახეთი ორ ნაწილად გაყო. ერთი — ივრის აღმოსავლეთი მხარე ფეიქარ ხანს ჩააბარა, მეორე — დასავლეთი, ქართლის ხანს ბაგრატს უბოძა. თეიმურაზმა დიპლომატიური მოქმედება გააჩაღა. თვითონ გურიას ჩავიდა, იღუმენი ხარიტონი ორჯერ (1617,1618) გაგზავნა ოსმალეთში და დახმარება სთხოვა ხონთქარს. ამ ელჩობის შედეგი იყო ხონთქარის მიერ გონიისა და ზოგი სხვა ადგილის ბოძება. „ხონთქარმან სხვა ვერა გაუწყო რა და მისცა გონიასა და ახალციხესა და გარეშემო მისსა მამული სარჩოდ“<ref>ბერი ეგნატაშვილი, გვ. 402</ref>. 1618 წელს თეიმურაზი მონაწილეობდა ოსმალეთის მხარეზე ირანის წინააღმდეგ ომში და მუქარას უთვლიდა სპარსეთის შაჰს, რომ სამაგიეროს მიუზღავდა კახეთის აოხრებისათვის, მაგრამ იმედები არ გაუმართლდა. ირანსა და ოსმელეთს შორის ზავი დაიდო. თეიმურაზი ოლთისში დაბრუნდა, შემდეგ გონიაში გადასახლდა და, არჩილის სიტყვებით, რუსეთისაკენ წასასვლელად გაემზადა.
{{ციტირება|რუსეთისკენ გავემზადე, ეს რა მოსაგონია, სა?
 
შავ ზღვაშიგან ნავში ჯდომა დიდად დასარონიასა|||582, 3-4}}
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თეიმურაზ_I“-დან