ოსამა ბინ ლადენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 97:
არაბული ლინგვისტიკური კონვენციის მიხედვით ის არის ან ოსამა, ან ოსამა ბინ ლადენი, მაგრამ არა მხოლოდ ბინ ლადენი, რადგანაც ბინ ლადენი აღმოსავლურ კულტურაში გვარი კი არა, მამის სახელია. ოსამას შვილი, ომარ ბინ ლადენის მიხედვით, ოჯახის მემკვიდრეობითი გვარი არის ალ-ქაჰთანი ([[არაბული ენა|არაბ]]. '''القحطاني‎‎'''), მაგრამ, ოსამას მამას, მუჰამედს, ეს გვარი ოფიციალურად არსად დაურეგისტრირებია.<ref> [https://books.google.ge/books?id=RcBwm5b8VbAC&redir_esc=y bin Laden, Najwa; bin Laden, Omar; Sasson, Jean (2009). Growing up Bin Laden: Osama's Wife and Son Take Us Inside Their Secret World. New York: St. Martin's Press. p. 301. ISBN 978-0-312-56016-4.]</ref>
 
ოსამას ასევე მოიხსენიებენ როგორც კუნიას ([[არაბული ენა|არაბ]]. '''كنية'''), რაც ნიშნავს ზრდასრული ადამიანის სახელს, რომელმაც ის თავისი უფროსი შვილისგან მიიღო. მისი თაყვანისმცემლები მას სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ: პრინცი, ემირი, შეიხი, ჯიჰადისტი შეიხი, შეიხ ალ-მუჯაჰიდი, ჰაჯი, დირექტორი.<ref>[https://www.fbi.gov/wanted/terrorists/terbinladen.htm "Most Wanted Terrorist – Usama Bin Laden". FBI. Archived]</ref> სიტყვა უსსამაჰ ('''أسامة''') ნიშნავს ლომს, რის გამოც მას მოიხსენიებენ როგორც ლომს,<ref>[http://www.almaany.com/en/dict/ar-en/usama/?category=Names+Meanings "Meaning of Usama". English–Arabic Almaany Dictionary. 2011.]</ref> ან კიდევ შეიხ ლომს.<ref>Warrick, Joby (September 8, 2007). [http://www.washingtonpost.com/wp-dyn/content/article/2007/09/07/AR2007090700279.html "In a New Video, Bin Laden Predicts U.S. Failure in Iraq"]</ref>
 
== ადრეული ცხოვრება და განათლება ==
ოსამა ბინ მუჰამედ ბინ ავად ბინ ლადენი<ref>[["Frontline: Hunting Bin Laden: Who is Bin Laden?: Chronology". PBS. Archived]]</ref> დაიბადა სამშენებლო მაგნატის, იემენელი [[მუჰამედ ბინ ავად ბინ ლადენი|მუჰამედ ბინ ავად ბინ ლადენის]] (რომელსაც ასევე ჰქონდა ურთიერთობა [[საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი|საუდის არაბეთის სამეფო ოჯახთან]])<ref>David Johnson. [http://www.infoplease.com/spot/osamabinladen.html "Osama bin Laden infoplease"].[[Infoplease]]. [https://web.archive.org/web/20080120224312/http://www.infoplease.com/spot/osamabinladen.html Archived] from the original on January 20, 2008. </ref> და მისი მეათე ცოლის, სირიელი ჰამიდა ალ-ათთას (მაშინ მას ალია გნაჰემი ერქვა)<ref name=":0">Steve Coll (December 12, 2005). [http://www.newyorker.com/archive/2005/12/12/051212fa_fact "Letter From Jedda: Young Osama- How he learned radicalism, and may have seen America"]. </ref> ოჯახში, [[საუდის არაბეთი|საუდის არაბეთში.]] [[1998]] წლის ინტერვიუში ოსამა ბინ ლადენმა თავის დაბადების თარიღად 1957 წლის 10 მარტი დაასახელა.<ref>[http://www.globalsecurity.org/security/profiles/osama_bin_laden.htm "Osama bin Laden". GlobalSecurity.org. January 11, 2006].</ref>
 
მუჰამედ ბინ ლადენი ჰამიდას ოსამას დაბადებიდან ცოტა ხნის შემდეგ გაშორდა. მიუხედავად ამისა, მან ჰამდიას ცოლად მოყვანა თავის მეგობარს, მუჰამედ ალ-ათთას ურჩია. ისინი [[1950-იანები|1950-იანი]] წლების ბოლოს, ან კიდევ [[1960-იანები|1960-იანების]] დასაწყისში დაქორწინდნენ, და დღემდე ერთად არიან.<ref>[http://votebits.com/tag/osama-bin-laden-histery "The Mysterious Death of Osama Bin Laden"]. August 3, 2011. </ref> ეყოლათ ოთხი შვილი: სამი ბიჭი და ერთი გოგო.<ref name=":0" /> თავის დროზე ოსამა მათთან ერთად ცხოვრობდა. ოსამას მამამ საბოლოოდ 5 მილიარდი დააგროვა, რომლიდანაც 25-30 მილიონი დოლარი ოსამას ერგო.<ref>"[http://www.economist.com/node/18648254 Osama bin Laden]", ''[[The Economist]]'', May 5, 2011, p. 93.</ref> 
 
ოსამა აღზარდეს როგორც ღრმად მორწმუნე სუნიტი მუსლიმი. [[1968]]-[[1976]] წლებში ბინ ლადენი სწავლობდა ალ-თჰაგერის მოდელის საერო სკოლაში, ხოლო შემდეგ მეფე აბდულაზის უნივერსიტეტში ეკონომიკის და ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. ზოგიერთი მონაცემებით, [[1979]] მან სამოქალაქო ინჟინერიაში მიიღო დიპლომი, ან კიდევ, დიპლომი სამოქალაქო მართვაში [[1981]] წელს. ზოგი წყარო მას აღწერს როგორც ბეჯითს, ხოლო სხვების დაყრდნობით ოსამამ უნივერსიტეტი მესამე წელს დატოვა და სადიპლომო ნამუშევარიც არ დაუმთავრებია. უნივერსიტეტში ოსამა ბინ ლადენი დაინტერესებული იყო რელიგიით, ჩართული იყო [[ყურანი|ყურანის]] და ჯიჰადის თარგმნაში და საქველმოქმედო სამუშაოებში. გარდა ამისა, დაინტერესებული იყო პოეზიით და ლექსების წერით, ასევე უყვარდა ბერნანდ მონტგომერის და შარლ დე გოლის ნამუშევრების კითხვა. გარდა ამისა, უყვარდა ფეხბურთის თამაში, გულშემატკივრობდა ლონდონის [[არსენალი ლონდონი (საფეხბურთო კლუბი)|არსენალს]].