ოსამა ბინ ლადენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 151:
სუდანში, ქალაქ ჰათოუმში ბინ ლადენმა მოჯაჰედებისთვის კიდევ ერთი ბაზა დაარსა. გარდა ამისა, სუდანში ყოფნის დროს მან ალ-მაშთალის ქუჩაზე იყიდა სახლი და ჩადო დიდი ინვესტიციები ინფრასტუქტურაში, აგროკულტურაში და ბიზნესში. გარდა ამისა, სუდანში ის იყო ბრიტანული ფირმის, „Hunting Surveys“-ს წარმომადგენელი. სუდანში ბინ ლადენი აკეთებდა გზებს. აღსანიშნავია, რომ სუდანში მოქმედებდნენ ზუსტად ის ბულდოზერები, რომლებიც თავის დროზე ბინ ლადენმა ავღანეთში სამუშაოდ დაიქირავა. გარდა ამისა, ბევრი მუშა მასთან ერთად ავღანეთში საბჭოთა კავშირს ებრძოდა. სუდანში მან სახელი გაითქვა თავისი გულუხვობით ღარიბების მიმართ და საუდის არაბეთის მეფის კრიტიკით. საპასუხოთ, 1994 წელს მეფემ ბინ ლადენს მოქალაქეობა ჩამოართვა და დაარწმუნა მისი ოჯახი აღარ მიეცათ ბინ ლადენისთვის 7 მილიონიანი სტიპენდია.
 
ამ დროისთვის ბინ ლადენი დაკავშირებული იყო ეგვიპტურ ისლამურ ჯიჰადთან (ეიჯ), რომელიც ალ-კაიდას ბირთვი იყო. [[1995]] წელს ეიჯ-მა სცადა ეგვიპტის პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის მკვლელობა, რის გამოც სუდანში ორგანიზაციას ბოლო მოეღო.
 
ამავე დროს, შეერთებული შტატები ადანაშაულებდნენ სუდანს საერთაშორისო ტერორიზმის სპონსორობაში, ხოლო ბინ ლადენს სუდანურ უდაბნოში ტერორისტების ვარჯიშში. მეორე მხრივ, სუდანის ხელისუფლების მიხედვით, შტატების პოზიცია უკვე მოძველებული იყო, რადგანაც ისლამისტურმა პოლიტიკურმა ლიდერმა ჰასსან ალ-თურაბიმ დაკარგა თავისი გავლენა ქვეყანაში. სუდანში უნდოდათ, რომ შეერთებული შტატები ჩარეულიყვნენ, მაგრამ თეთრი სახლი უარს ამბობდა მათთან შეხვედრაზე ბინ ლადენის ექსტრადირების შემთხვევაშიც კი. ამერიკელებმა სუდანში ვიზიტი მხოლოდ [[2000]] წელს განახორციელეს.
 
11 სექტემბრის კომისიის განცხადება:<blockquote>„1995 წლის ბოლო თვეებში, როდესაც ბინ ლადენი ჯერ კიდევ სუდანნში იყო, სახელმწიფო დეპარტამენტმა და CIA-მ აღმოაჩინა, რომ სუდანის ხელისუფლება არაბეთთან ბინ ლადენის ექსტრადირებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. CIA-ს ოფიცერმა, ბილი ვოჰმა ბინ ლადენის დაკავების ოპერაცია მოამზადა, მაგრამ საჭირო უფლება ვერ მიიღო. ხოლო სუდანში შტატების ელჩმა, ტიმოფი კარნიმ სუდანის ხელისუფლებას აღებული კურსით სვლის გაგრძელება მოუწოდა. მეორე მხრივ, არაბებს არ სუნდათ ბინ ლადენის დაბრუნება. სუდანის თავდაცვის მინისტრი კი აცხადებს, რომ სუდანმა შესთავაზა ამერიკას ბინ ლადენის ექსტრადირება, მაგრამ კომისიამ ამის დამადასტურებელი ფაქტები ვერ იპოვა. რაც შეეხება ელჩ კარნის, მას ჰქონდა ინსტრუქცია: მას უნდა დაერწმუნებინა სუდანის ხელისუფლება ბინ ლადენის ექსტრადირებაზე. მას არ გააჩნდა არანაირი ლეგალური მიზეზი სუდანელებისგან უფრო მეტი მოეთხოვა, რადგან იმ დროისთვის ბინ ლადენის მიმართ არც ერთი ქვეყნისგან არანაირი პრეტენზია არ იყო.“</blockquote>11 სექტემბრის კომისიის განცხადება:<blockquote>[[1996]] წლის თებერვალში სუდანის ხელისუფლება ნელ-ნელა დაუახლოვდა შტატების და სხვა ქვეყნების მთავრობებს. სუდანელებმა იკითხეს, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა საერთაშორისო ზეწოლის შესამცირებლად. საუდის არაბეთის ხელისუფლებასთან საიდუმლო შეხვედრების დროს სუდანმა არაბებს ბინ ლადენის პატიება სთხოვა და მისი ექსტრადირება შესთავაზა. შტატების ხელისუფლებამ საიდუმლო დისკუსიებზე მარტში გაიგო. საუდის არაბეთის ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, უნდოდა ბინ ლადენის ექსტრადირება, მაგრამ, მათ უკვე გაუქმებული ჰქონდათ მისი მოქალაქეობა და არ აპირებდნენ პატიებას. ამ დროს ბინ ლადენი სუდანში, სადაც მან მკვლელობის მინიმუმ ერთი მცდელობა გადაიტანა, თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობდა. ბინ ლადენი ფიქრობდა, რომ მისი მკვლელობის ცდა ეგვიპტელების ან არაბების საქმე იყო, რომელი CIA-მ დააფინანსა.</blockquote>სუდანზე არაბეთის, ეგვიპტის და შტატების დიპლომატიური ზეწოლის გამო სუდანის ხელისუფლებამ ბინ ლადენს ნება დართო ქვეყანა თავისი ნებით დაეტოვებინა. მან ავღანეთში, ჯალალაბადში დაბრუნება აირჩია. ავღანეთში ის ჩარტერული რეისით, 1996 წლის 18 მაისს ჩავიდა. იქ ბინ ლადენი იყენებდა მულაჰ მოჰამედ ომართან მეგობრობის ყალბ სტატუსს. 11 სექტემბრის კომისიის თანახმად, სუდანიდან წასვლამ ბინ ლადენის ორგანიზაცია საგრძნობლად დაასუსტა. ზოგიერთმი ავტორიტეტული აფრიკული წყარო წერს, რომ სუდანის დატოვების გამო ბინ ლადენს ტერორისტობა მოუწია და სუდანიდან მასთან ერთად წასული 300 ავღანელიც ტერორისტი გახდა. გარდა ამისა, სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით სუდანში ბინ ლადენმა 20 მლნ. დოლარიადნ 300 მლნ. დოლარამდე დაკარგა. სახელმწიფომ ხელში ჩაიგდო მისი სამშენებლო მასალები, ბიზნესი, მიწები და ცხენებიც კი.
 
1996 წლის აგვისტოს ბინ ლადენმა ომი გამოუცხადა შეერთებულ შტატებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მიუხედავად ჯორჯ ბუშ უფროსის და მეფე ფაჰდის შეთანხმების შეუსრულებლობა იყო. ამერიკელებს არაბეთი [[1990]] წლისთვის უნდა დაეტოვებინათ, მაგრამ 1996 წლისთვის ისინი ჯერ კიდევ იქ იყვნენ. ბუშმა ამერიკელების იქ დარჩენის აუცილებლობა სადამ ჰუსეინის საბოლოო განადგურების სურვილით ახსნა. ბინ ლადენი ფიქრობდა, რომ „ბოროტი ძალები“ ცდილობდნენ რეგიონი აეღოთ და ის ისრაელის კონტრქოლის ქვეშ მოექციათ, ხოლო საუდის არაბეთს შტატების კოლონიათ მიიჩნევდა.
 
შეერთებული შტატების წინააღმდეგ ბინ ლადენმა შეადგინა ფეტვა, რომელიც ლონდონში არსებულმა გაზეთმა, „Al Quds Al Arabi“-ში გამოაქვეყნა. სტატიის სათაური იყო „ორი წმინდა ადგილის ოკუპანტებისთვის: ამერიკელებისთვის ომის გამოცხადება“ ([[ინგლისური ენა|ინგლ]]. Declaration of War against the Americans Occupying the Land of the Two Holy Places). საუდის არაბეთს ზოგჯერ ეძახიან ორი წმინდა მეჩეთის მიწას, რადგან მის ტერიტორიაზე ორი წმინდა ქალაქი — მექა დე მედინა. ოკუპაციდან კი მოხსენებული იყო ამერიკელების სამხედრო ბაზების საუდის არაბეთის ტერიტორიაზე განთავსება.
 
ავღანეთში ყოფნისას ბინ ლადენი ფულს იღებდა „საბჭოთა ჯიჰადის დროის“ დონორებიდან და პაკისტანისგან. ფულით ის მოჯაჰედების სავარჯიშო ბაზებს ქმნიდა. გარდა ამისა, ბინ ლადენი დაეუფლა ავღანეთის არიანას ავიახაზებს, რომელსაც პაკისტანის და არაბეთის ტერიტორიის გავლით გადაჰყავდა ისლამისტები, გადაჰქონდა ფული, იარაღი და ოპიუმი. გარდა ამისა, ისინი —ამზადებდნენ დოკუმენტებს ბინ-ლადენის დაჯგუფების წევრებისთვის. იარაღის კონტრაბანდისტი ვიქტორ ბოუთი ეხმარებოდა ავიაგადაზიდვებს. მაიკლ შეუერი, CIA-ს ყოფილი უფროსი თვლიდა, რომ ავიახაზებს იყენებდნენ, როგორც „ტერორისტულ ტაქსის“.
 
=== ადრეული ტერაქტები ===
ცნობილია, რომ ბინ ლადენმა თავისი პირველი ტერაქტი [[1992]] წლის 29 დეკემბერს, ქალაქ ადენში მოაწყო. დაიღუპა ორი ადამიანი.
 
ამის შემდეგ ალ-ქაიდა მიჩნეული იყო როგორც ორგანიზაცია, რომელიც ამართლებდა უდანაშუალო ადამაინების მკვლელობას. მამდოუჰ მაჰმუდ სალიმის მიერ გამოქვეყნებული ფეტვის მიხედვით, მტერთან ახლოს მდგომი ადამიანი სიკვდილისგან სარგებელს მიიღებდა: თუ ის კარგი მუსულმანი იყო, ის ჯანაჰში ([[სამოთხე]]) წავიდოდა, ხოლო თუ ურწმუნო — ჯანაჰამში (ჯოჯოხეთი). ფეტვა წარუდგინეს ალ-კაიდას წევრებს, მაგრამ პუბლიკაში ის არ გამოსულა.
 
1990-იან წლებში ბინ ლადენის ალ-კაიდა ალჟირელ, ეგვიპტელ და ავღანელ ჯიჰადისტებს ფინანსურად და ზოგჯერ სამხედრო ძალითაც კი ეხმარებოდა. ასე, 1992 ან [[1993]] წელს მან ალჟირში თავისი „ელჩი“, ქარი ელ-საიდი გაგზავნა, რომელსაც ისლამისტების დასახმარებლად 40 000$ გაატანა. ბინ ლადენის ამ მოქმედებმა წააქეცა ისლამისტები ომის გაგრძელებისკენ, რის გამოც 150 000-200 000 ალჟირელი დაიღუპა. ომი ისლამისტების გამარჯვებით დასრულდა.
 
არსებობს ინფორმაცია, რომ [[1997]] წლის 17 ნეომბერს მოწყობილი ხოცვა, რომელმაც 62 ადამაინის სიცოცხლე შეიწირა, ბინ ლადენის მიერ იყო დაფინანსებული. ამან ეგვიპტის რესპუბლიკის აღშფოთება გამოიწვია. 1997 წლის შუა თვეებში დადგა საფრთხე, რომ ნატო ქალაქ ჯალალაბადს აიღებდა, რის გამოც ბინ ლადენს მოუწია ქვეყნის ჩრდილოეთში გადასულიყო.
 
კიდევ ერთი წარმატებული ტერაქტი ბინ ლადენის დახმარებით ავღანეთის ქალაქ მაზარ-ე-შარიფში ჩატარდა. ბინ ლადენი თალიბანს ასობით არაბ მეომარს უგზავნიდა, რის გამოც მან თალიბანთან კარგი ურთიერთობა დაამყარა. მადლობის ნიშნად თალიბანი ბინ ლადენს დაეხმარა: თალიბანმა ქ.ჰაზარში ხუთი ან ექვსი ათასი ადამიანი მოკლა.
 
[[1998]] წლის თებერვალში ოსამა ბინ ლადენმა და აიმან აზ-ზავაჰირიმ გამოაქვეყნეს ფეტვა, რომელშიც „მსოფლიო ისლამური ფრონტის შექმნა“ გამოაცხადეს და დაიწყეს ომი ჯვაროსნების და ებრაელების წინააღმდეგ. ფეტვაში ეწერა, რომ ჩრდილოეთ ამერიკის და მათი მოკავშირეების მოკვლა და მათგან ალ-აქსის და წმინდა მეჩეთების განთავისუფლება თითოეული მუსულმანის ვალი იყო. ბინ ლადენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩრდილოამერიკელები ძალიან ადვილი სამიზნენი არიან, და რომ ამაში ისინი მალევე დარწმუნდებოდნენ.
 
ალ-კაიდას კონგრესი ბინ ლადენმა და ალ-ზავაჰირიმ [[1998]] წლის 24 ივნისს შექმნეს. იმავე წლის 7 აგვისტოს აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებში ამერიკის საელჩოებში მოხდა ტერაქტები. დაიღუპა ასეულობით ადამიანი. ეს იქ ბინ ლადენის მიერ ჩაყვანილი ეგვიპტელი ჯიჰადისტების მიერ იყო მოწყობილი. მალევე ბინ ლადენმა პუბლიკას მათზე უამბო კიდეც, რითიც შტატების ყურადღება მოიპოვა და ფედერალური ბიუროს „ათ ყველაზე ძებნად ტერორისტთა სიაში“ შევიდა.
 
1998 წლის დეკემბერში CIA-ს ანტიტერორისტული ცენტრის მეთაურმა პრეზიდენტ ბილ კლინტონს შეატყობინა, რომ ალ-კაიდა შტატებზე ტერორისტულ თავდასხმებს აპირებდა. ასევე, მისი ინფორმაციით, ალ-კაიდაში ამზადებდნენ გუნდს თვითმფრინავის გატაცებისთვის. [[2000]] წლის ბოლო თვეებში რიჩარდ კლარკმა განაცხადა, რომ ალ-კაიდა და ბინ ლადენი 2000 წლის 3 იანვრისთვის ამზადებდნენ ტერაქტებს იემენში. გეგმა ჩაშალა იორდანიის ანტიტერორსტულმა გეგმამ. იორდანელებმა ასევე დააპატიმრეს აჰმედ რესამი.
 
=== 11 სექტემბრის ტერაქტები ===
<blockquote>ღმერთმა იცის, რომ ჩვენ არ ვაპირებდით ცათამბრჯენების შეტევას... მაგრამ მას შემდეგ, რაც სიტუაცია აუტანელი გახდა, მას შემდეგ, რაც ჩვენ პალესტინელების და ლიბანელების მიმართ გაუმართლებელი ამერიკულ-ებრაული ტერორის მოწმენი გავხდით, მე ამაზე ფიქრი დავიწყე. და მოვლენებმა, რომლებმაც ჩემზე იმოქმედა, იყო [[1982]] წელს და იმ დროს მომხდარი ამბები, როდესაც ამერიკამ ისრაელს ლიბანში შეჭრის საშუალება მისცა, და როდესაც ისინი მათ დაეხმარნენ კიდეც... როდესაც მე ვუყურებდი ლიბანში განადგურებულ ცათამბრჯენებს, გადავწვიტე ურწმუნოები ზუსტად ასეთი გზით დამესაჯა.. რათა მათ ეგრძნოთ ის, რასაც ჩვენ ვგრძნობდით, და შეეწყვიტათ ჩვენი ქალების და ბავშვების მოკვლა...</blockquote><blockquote>ოსამა ბინ ლადენი, 2004</blockquote>2004 წელს ოსამა ბინ ლადენმა საბოლოოდ აღიარა, რომ 11 სექტემბრის ტერაქტებზე ის იყო პასუხისმგებელი.
 
== მკვლელობა ==