ოქტავიანე ავგუსტუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 333:
[[File:Augustuksen mauseleomi.JPG|thumb|left|[[ავგუსტუსის მავზოლეუმი]]]]
 
ავგუსტუსის განზრახვა გაიუს და ლუციუს კეისრები მის მემკვიდრეებად ექცია აშკარა გახდა მას შემდეგ, რაც ისინი საკუთარ შვილებად გამოაცხადა.<ref>Syme (1939), 416–417.</ref> [[ძვ. წ. 5]] და [[ძვ. წ. 2|2]] წლებში მან კონსულობა მიიღო, ასე რომ, შეეძლო პირადად შეეწყო ხელი მათი პოლიტიკური კარიერისათვის,<ref>Scullard (1982), 217.</ref> მართლაც, ისინი [[1|ახ. წ. 1]] და [[4]] წლებში კონსულობის კანდიდატებად წარადგინეს.<ref>Syme (1939), 417.</ref> ავგუსტუსმა კეთილგანწყობა გამოავლინა თავისი გერების, ლივიას შვილების მისი პირველი ქორწინებიდან [[ნერონ კლავდიუს დრუზუსი|ნერონ კლავდიუს დრუზუს გერმანიკუსისა]] (ამიერიდან, მოხსენიებული იქნება, როგორც დრუზუსი) და [[ტიბერიუსი|ტიბერიუს კლავდიუსის]] (ამიერიდან ტიბერიუსი) მიმართაც, რომელთაც სამხედრო მეთაურებისა და საჯარო თანამდებობები უბოძა, თუმცა, როგორც ჩანდა, დრუზუსს უფრო სწყალობდა. [[ძვ. წ. 12]] წელს, [[მარკუს ვიფსანიუს აგრიპა|აგრიპას]] გარდაცვალების შემდეგ, ავგუსტუსმა ტიბერიუსს უბრძანა, გაყროდა ცოლს, ვიფსანიას და დაქორწინებულიყო აგრიპას ქვრივზე, ავგუსტუსის ქალიშვილ იულიაზე, როგორც კი აგრიპას გლოვის პერიოდი გაივლიდა.<ref name="eck 116">Eck (2003), 116.</ref> დრუზუსის ქორწინება ანტონიასთან გადაწყვეტილ საქმედ ითვლებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ ვიფსანია „მხოლოდ“ აგრიპას ქალიშვილი იყო მისი პირველი ქორწინებიდა.<ref name="eck 116" />
 
ტიბერიუსმა გაინაწილა ავგუსტუსის ტრიბუნის ძალაუფლება [[ძვ. წ. 6]] წლისათვის, თუმცა მალევე სამსახურიდან გადადგა.{{sfn-2|სანიკიძე|(1984)|გვ=24}} გავრცელებული ხმების თანახმად, მას აღარ სურდა რაიმე სახის როლის თამაში პოლიტიკაში და [[როდოსი|როდოსში]] გადასახლდა.<ref name="eck 117" /><ref name="ccaa 46">Gruen (2005), 46.</ref> მისი გამგზავრების რაიმე კონკრეტული მიზეზი უცნობია, თუმცა ეს, შესაძლოა, ყოფილიყო სხვადასხვა მიზეზის ნაკრები, როგორიცაა არშემდგარი ქორწინება იულიასთან,<ref name="eck 117" /><ref name="ccaa 46" /> ისევე, როგორც, შურის გრძნობა ავგუსტუსის მიერ აშკარა უპირატესობამინიჭებულ გაიუსსა და ლუციუსზე, იმპერატორის შვილიშვილებზე, რომლებიც ოქტავიანემ იშვილა კიდეც (გაიუსი და ლუციუსი, რომლებიც ადრეულ ასაკში შეუერთდნენ ღვთისმსახურთა კოლეგიას, საზოგადოებას ბევრად უფრო ხელსაყრელ და კეთილმოსურნე ფონზე წარუდგინეს, არმიას კი გალიაში გააცნეს).<ref name="eck 117 118">Eck (2003), 117–118.</ref><ref name="ccaa 46 47">Gruen (2005), 46–47.</ref>