ოქტავიანე ავგუსტუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

საჭირო არ გახდა რაიმე სამხედრო ძალისხმევა [[ძვ. წ. 25]] წელს გალატიის (დღევანდელი თურქეთი) რომის პროვინციად გადაქცევისათვის ამინტას გალატიელის სიკვდილიდან მცირე ხნის შემდეგ,{{sfn-2|სანიკიძე|(1984)|გვ=21}} რომელიც ჰომონადის მოკლული პრინცის ქვრივმა შურისძიების მიზნით მოკლა.<ref name="eck 94" /> დღევანდელი ესპანეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ასტურიისა და კანტაბრიის მეამბოხე ტომები [[ძვ. წ. 19]] წელს საბოლოოდ დაიმორჩილეს და მათი ტერიტორია რომის ესპანეთისა და [[ლუზიტანია (რომის პროვინცია)|ლუზიტანიის]] პროვინციების შემადგენლობაში შევიდა.<ref name="eck 97">Eck (2003), 97.</ref> ამ რეგიონმა დაამტკიცა, რომ იგი შეასრულებდა უმთავრეს როლს ავგუსტუსის მომავალი სამხედრო კამპანიების დაფინანსების საქმეში, რამდენადაც, მდიდარი იყო მინერალური წიაღისეულით, რასაც შეეძლო ხელი შეეწყო რომაელების სამომპოვებლო პროექტებისათვის. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია [[ლას-მედულასი]]ს უმდიდრესი ოქროს საბადო.<ref name="eck 97" />
 
[[ძვ. წ. 16]] წელს ალპების ხალხების დაპყრობა რომის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგანაც ამ ფაქტით შეიქმნა დიდი ტერიტორიული ბუფერი იტალიაში მცხოვრებ რომის მოქალაქეებსა და რომის მტრებს შორის ჩრდილოეთით, გერმანიაში.<ref name="eck 98">Eck (2003), 98.</ref> [[ჰორაციუსი|ჰორაციუსმა]] ამ გამარჯვებას ოდა მიუძღვნა, ხოლო მონაკოს მახლობლად აიგო ავგუსტუსის ნადავლის მონუმენტი, რომელიც ამ მოვლენის პატივსაცემად შეიქმნა.<ref name="eck 98 99">Eck (2003), 98-99.</ref> ალპების რეგიონის დაპყრობა დაეხმარა [[ძვ. წ. 12]] წელს მოწყობილ ახალ კამპანიებს, როდესაც ტიბერიუსმა შეტევა წამოიწყო ილირიკუმის პანონიანური ტომების წინააღმდეგ, ხოლო მისმა ძმამ, [[ნერონ კლავდიუს დრუზუსი|ნერონ კლავდიუს დრუზუსმა]], აღმოსავლეთ რაინლანდში გერმანული ტომების წინააღმდეგ გაილაშქრა.<ref name="eck 99">Eck (2003), 99.</ref> ორივე კამპანია წარმატებული აღმოჩნდა. [[ძვ. წ. 9]] წლისათვის დრუზუსის ჯარებმა მდინარე ელბასაც[[ელბა]]საც კი მიაღწიეს, თუმცა თავად ცხენიდან ჩამოვარდნის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.<ref name="eck 99" />{{sfn-2|სანიკიძე|(1984)|გვ=19}} აღწერილია, რომ ღვთისმოშიში ტიბერიუსი რომისაკენ მთელი გზის განმავლობაში, ძმის ცხედარს ფეხით მოუძღოდა წინ.<ref name="bunson 416" />
 
[[File:TabulaPeutingerianaMuziris.jpg|thumb|მუზირისი სამხრეთ ინდოეთის [[ჩერა|ჩერას სამეფოში]], როგორც ნაჩვენებია ტაბულა პოიტინგერიანაში, „ავგუსტუსის ტაძრის“ ("Templum Augusti") გამოსახულებასთან ერთად. იმ პერიოდის რომაულ-ინდური ურთიერთობების ილუსტრაცია.]]
პართია ყოველთვის წარმოადგენდა საფრთხეს რომისათვის აღმოსავლეთიდან, თუმცა რეალური ფრონტის ხაზი მდინარეების, [[რაინი]]სა და [[დუნაი]]ს გასწვრივ გადიოდა.<ref name="eck 96" /> ანტონიუსთან საბოლოო ბრძოლამდე, ოქტავიანემ დალმაციის ტომების წინააღმდეგ გაილაშქრა, რაც დუნაის რეგიონში რომის სამფლობელოების გაფართოებისათვის გადადგმულ პირველ ნაბიჯს წარმოადგენდა.<ref name="rowell 13">Rowell (1962), 13.</ref> ბრძოლებში გამარჯვება ყოველთვის არ იყო მუდმივი წარმატების საწინდარი, რამდენადაც, გერმანიაში ახლადდაპყრობილ ტერიტორიებს გამუდმებით უკან იბრუნებდნენ რომის მტრები.<ref name="eck 96" />
 
რომის მარცხის ყველაზე ნათელ მაგალითს წარმოადგენს [[ტევტობურგის ტყის ბრძოლა]] [[9|ახ. წ. 9]] წელს, როდესაც მთელი სამი ლეგიონი [[პუბლიუს კვინტილიუს ვარუსი]]ს მეთაურობით, მთლიანად გაანადგურა [[არმინიუსი|არმინიუსმა]], [[ხერუსკები]]ს ბელადმა და რომის მოჩვენებითმა მოკავშირემ.<ref name="eck 101 102">Eck (2003), 101–102.</ref>{{sfn-2|სანიკიძე|(1984)|გვ=20}} ამ ტრაგედიამ თავზარი დასცა რომს და დიდად იმოქმედა თავად ავგუსტუსზეც. გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი გადმოგვცემს, რომ ამ ამბის გაგებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, „არც თმა შეუჭრია და არც წვერი გაუპარსავს, ის კი არა, ხშირად თავს კარის ძელს ურტყავდა და ყვიროდა: „კვინტილიუს ვარუსო, დამიბრუნე ლეგიონები!“ დამარცხების დღეს კი ყოველ წელს გლოვითა და დიდი მწუხარებით აღნიშნავდა.“<ref>[[გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი|სვეტონიუსი]], ''ღვთაებრივი ავგუსტუსი'' 23</ref> ავგუსტუსმა შურისძიებისათვის ტიბერიუსი და დრუზუსი რაინლანდში გაგზავნა წესრიგის აღსადგენად, რომელთაც გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს, თუმცა ახ. წ. 9 წლის ბრძოლამ, წერტილი დაუსვა რომის ექსპანსიას გერმანიაში.<ref name="bunson 417">Bunson (1994), 417.</ref>{{sfn-2|სანიკიძე|(1984)|გვ=20}} რომაელმა სარდალმა [[გერმანიკუსი|გერმანიკუსმა]] ისარგებლა არმინიუსსა და სეგესტესს შორის მიმდინარე ხერუსკების სამოქალაქო ომით და არმინიუსი დაამარცხა, რომელიც ბრძოლიდან გაიქცა, თუმცა, მოგვიანებით, [[21]] წელს, იგი მუხანათურად მოკლეს.<ref name="Bunson 31">Bunson (1994), 31.</ref>
 
ავგუსტუსი ბრიტანეთში გალაშქრებასაც ფიქრობდა, მაგრამ კონტინენტური ევროპის სხვა ხალხების ხშირი და სახიფათო მოძრაობების გამო, ამ განზრახვის განხორციელება ვერ მოახერხა. იგი იმით დაკმაყოფილდა, რომ ბრიტანელმა ბელადებმა პირადად მას და იუპიტერ კაპიტოლიუმელს ძღვენი მიართვეს.{{sfn-2|სანიკიძე|(1984)|გვ=20}}