ნიკეის მეორე საეკლესიო კრება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Seventh ecumenical council (Icon).jpg|220px|thumb|მეშვიდე საეკლესიო კრება <br />XVII საუკუნის ხატი [[ნოვოდევიჩის მონასტერი|ნოვოდევიჩის მონასტრიდან]]]]
'''ნიკეის მეორე საეკლესიო კრება''' იგივე(მართლმადიდებლებისთვის — '''მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრება''') - [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებლების]] მიერ აღიარებული მეშვიდე [[მსოფლიო საეკლესიო კრება]]. გაიმართა ქალაქ [[ნიკეა]]ში [[787]] წელს, მოწვეულ იქნა დედოფალ [[ირინე ათენელი (ბიზანტია)|ირინეს]] ძალისხმევით, რომელსაც ზეიმით უნდა გამოეცხადებინა ხატთაყვანისცემის აღდგენა.
 
კრებას ესწრებოდა 367 ეპისკოპოსი. ხატმბრძოლთა მწვალებლობა, რომელიც VIII საუკუნის დასაწყისში აღმოცენდა, [[ლეონ III (ბიზანტია)|ლეონ ისავრიელის]] ძის, იმპერატორ [[კონსტანტინე V (ბიზანტია)|კონსტანტინე კოპრონიმის]] (741-775) ზეობისას განსაკუთრებით მომძლავრდა. 754 წელს მოწვეულ იქნა ცრუ მსოფლიო კრება, რომელმაც თავისი ცრუ სარწმუნოებრივი განსაზღვრება შეიმუშავა და მართლმადიდებლობის წინამძღვრები და ხატთაყვანისცემის დამცველები, მათ შორის კონსტანტინოპოლის წმიდა პატრიარქი [[გერმანე I]] და წმიდა [[იოანე დამასკელი]], შეაჩვენა. ამის შემდეგ წმიდა ხატები გადაყარეს, ნაწილი დაწვეს, ტაძრების კედლის მხატვრობა და მოზაიკური გამოსახულებები ჩამოფხიკეს და კირით შელესეს. კონსტანტინე კოპრონიმის მემკვიდრის, [[ლეონ IV (ბიზანტია)|ლეონ IV]]-ის ([[775]]-[[780]]) მეფობაში ხატთაყვანისმცემელთა დევნა შეწყდა, მისი მეუღლის, ირინეს და ძის, [[კონსტანტინე VI (ბიზანტია)|კონსტანტინეს]] ტახტზე ასვლის შემდეგ კი ([[780]] წ.) მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა მართლმორწმუნეთა სასარგებლოდ.