ნერონ კლავდიუს დრუზუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 16:
| რელიგია =
}}
'''ნერონ კლავდიუს დრუზუს გერმანიკუსი''' (დ. [[14 იანვარი]], [[ძვ. წ. 38]]<ref name="birthday1"/> – გ. [[ძვ. წ. 9]] წლის ზაფხულში<ref>Suetonius, [[The Twelve Caesars]], Claudius, 1</ref>), დაბადებისას '''დეციმუს კლავდიუს დრუზუსი''',{{sfn|Powell|2011|page=3}} აგრეთვე უწოდებდნენ '''დრუზუს კლავდიუს ნერონს''',<ref>[http://www.roman-emperors.org/tiberius.htm De Imperatoribus Romanis - An Online Encyclopedia of Roman Emperors, Tiberius (A.D. 14-37), written by Garrett G. Fagan of Pennsylvania State University]</ref> '''დრუზუსს''', '''ნერონ დრუზუსსა''' და '''დრუზუს უფროსს''' —ძველი რომის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. მამის მხრიდან იგი პატრიციულ კლავდიუსების გვარს ეკუთვნოდა, თუმცა მისი ბებია, დედის მხრიდან, პლებეური ოჯახიდან იყო. იგი იყო ლივია დრუზილას ვაჟი და ამ უკანასკნელის მეორე ქმრის, იმპერატორ [[ოქტავიანე ავგუსტუსი|ავგუსტუსის]] კანონიერი გერი. აგრეთვე, იმპერატორ [[ტიბერიუსი]]ს ძმა, [[კლავდიუსი]]სა და [[გერმანიკუსი]]ს მამა, [[კალიგულა]]ს პაპა მამის მხრიდან და [[ნერონი]]ს დიდი პაპა დედის მხრიდან.
 
დრუზუსმა უხელმძღვანელა რომის პირველ მნიშვნელოვან სამხედრო კამპანიას [[რაინი]]ს გასწვრივ და დაიწყო გერმანიის დაპყრობა, რითაც გახდა პირველი რომაელი მხედართმთავარი, რომელმაც მდინარეებს ვეზერსა და [[ელბა]]ს მიაღწია. [[ძვ. წ. 12]] წელს ილაშქრა გერმანიაში და დაიმორჩილა სიკამბრები. მოგვიანებით იმავე წელს ხელმძღვანელობდა საზღვაო ექსპედიციას გერმანული ტომების წინააღმდეგ ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროების გასწვრივ, დაიმორჩილა ბატავიანელები და ფრიზები და ვეზერის შესართავთან დაამარცხა ხავკები. [[ძვ. წ. 11]] წელს დაიმორჩილა უზიპეტები და მარსები, რითაც რომის კონტროლი ზემო ვეზერამდე განავრცო. [[ძვ. წ. 10]] წელს წამოიწყო ლაშქრობა ხატებისა და მოძლიერებული სიკამბრების წინააღმდეგ. დრუზუსმა ორივეს დამორჩილება შეძლო. მომდევნო წელს, როდესაც [[კონსული]]ს თანამდებობა ეკავა, დაიმორჩილა მატიაკები და დაამარცხა [[მარკომანები]] და [[ხერუსკები]], ეს უკანასკნელები ელბის მახლობლად, თუმცაღა მომდევნო წელს გარდაიცვალა და რომმაც თავისი ერთ-ერთი საუკეთესო სარდალი დაკარგა.