ეფესოს საეკლესიო კრება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 20:
 
==ისტორია==
კრებას ესწრებოდა 200 ეპისკოპოსი. ეფესოს კრებას თავჯდომარეობდა [[კირილე I (ალექსანდრიის პატრიარქი)|კირილე ალექსანდრიელი]]. მას ესწრებოდნენ მსოფლიო ეკლესიის ისეთი მამები, როგორებიც იყვნენ: [[იუბენალ იერუსალიმელი]], [[მემნონ ეფესელი]] ([[რომის პაპი]] [[ცელესტინ I|ცელესტინე]], ავადმყოფობის გამო ვერ ჩავიდა, მაგრამ ლეგატები გაგზავნა).. და სხვა. კრება დაინიშნა 431 წლის 7 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულისთვის, მაგრამ ნესტორის სამგზისი მოწვევის მიუხედავად, კრების სხდომებზე არ გამოცხადდა, მამებმა ნესტორის გარეშე დაიწყეს მისი სწავლების განხილვა. კრება გაიხსნა 22 ივნისს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში, რომლის შუა, ამაღლებულ ადგილას ესვენა წმიდა სახარება. კრების განხილვის საგანს შეადგენდა კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის — ნესტორის აზრის უარყოფა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მარიამმა დაბადა კაცი, რომელსაც მერე შეუერთდა მადლით სიტყვა ღმრთისა, ასე, რომ, მარიამი არ იყო ღვთის მშობელიო. ნესტორს მხარს უჭერდნენ ზოგიერთი ეპისკოპოსები და მეფის დიდებულები. კრებაზე, საჯაროდ იქნა წაკითხული [[სარწმუნოების სიმბოლო]] და მისი ძველი, ნინეური ვარიანტი. კრებამ მოისმინა კირილე ალექსანდრიელის კამათი ნესტორის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელის თხზულება. კრებამ ერთსულოვნად სცნო წმ. კირილეს მიერ მოყვანილი არგუმენტების შეთანხმებულობა ნიკეის კრების აღსარებასთან, ხოლო ნესტორის ახსნა-განმარტებანი კი მწვალებლობად და ცრუმოძღვრებად აღიარა.
 
კრების მონაწილე წმიდა მამათა მიერ კრებამ დამატებით მოისმინა რა საღმრთო წერილიდან დამოწმებული ადგილები ღვთის სიტყვის განხორციელების შესახებ, ერეტიკოსები დამხობილად გამოაცხადეს. კრებამ, თავისი დადგენილება, მეორე დღესვე (23 ივნისს) განუცხადა ნესტორს და წერილობით ამცნო იმპერატორს.