ეფესოს საეკლესიო კრება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 22:
კრებას ესწრებოდა 200 ეპისკოპოსი. ეფესოს კრებას თავჯდომარეობდა [[კირილე I (ალექსანდრიის პატრიარქი)|კირილე ალექსანდრიელი]]. მას ესწრებოდნენ მსოფლიო ეკლესიის ისეთი მამები, როგორებიც იყვნენ: [[იუბენალ იერუსალიმელი]], [[მემნონ ეფესელი]] ([[რომის პაპი]] [[ცელესტინ I|ცელესტინე]], ავადმყოფობის გამო ვერ ჩავიდა, მაგრამ ლეგატები გაგზავნა)... კრება დაინიშნა 431 წლის 7 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულისთვის, მაგრამ ნესტორის სამგზისი მოწვევის მიუხედავად, კრების სხდომებზე არ გამოცხადდა, მამებმა ნესტორის გარეშე დაიწყეს მისი სწავლების განხილვა. კრება გაიხსნა 22 ივნისს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში, რომლის შუა, ამაღლებულ ადგილას ესვენა წმიდა სახარება. კრების განხილვის საგანს შეადგენდა კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის — ნესტორის აზრის უარყოფა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მარიამმა დაბადა კაცი, რომელსაც მერე შეუერთდა მადლით სიტყვა ღმრთისა, ასე, რომ, მარიამი არ იყო ღვთის მშობელიო. ნესტორს მხარს უჭერდნენ ზოგიერთი ეპისკოპოსები და მეფის დიდებულები. კრებაზე, საჯაროდ იქნა წაკითხული [[სარწმუნოების სიმბოლო]] და მისი ძველი, ნინეური ვარიანტი. კრებამ მოისმინა კირილე ალექსანდრიელის კამათი ნესტორის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელის თხზულება. კრებამ ერთსულოვნად სცნო წმ. კირილეს მიერ მოყვანილი არგუმენტების შეთანხმებულობა ნიკეის კრების აღსარებასთან, ხოლო ნესტორის ახსნა-განმარტებანი კი მწვალებლობად და ცრუმოძღვრებად აღიარა.
 
კრების მონაწილე წმიდა მამათა მიერ კრებამ დამატებით მოისმინა რა საღმრთო წერილიდან დამოწმებული ადგილები ღვთის სიტყვის განხორციელების შესახებ, ერეტიკოსები დამხობილად გამოაცხადეს. კრებამ, თავისი დადგენილება, მეორე დღესვე (23 ივნისს) განუცხადა ნესტორს და წერილობით ამცნო იმპერატორს.
შემოკრებილმა მღვდელმთავრებმა დაგმეს ნესტორის მწვალებლობა ([[ნესტორიანელობა]]) და დაადასტურეს მართლმადიდებლური სწავლება იმის შესახებ, რომ [[ქრისტე]]ს ერთ პიროვნებაში (ჰიპოსტასში) განუყოფლად და შეურევნელადაა შეერთებული ორი ბუნება - ღვთაებრივი და კაცობრივი; ყოვლადწმიდა დედა უფლისა კი უნდა განვადიდოთ, როგორც მარადქალწული და ჭეშმარიტად ღვთისმშობელი. ეკლესიის სახელმძღვანელოდ კრების წმიდა მამებმა გამოსცეს რვა კანონი და კირილე ალექსანდრიელის „თორმეტი ანათემატიზმი ნესტორის წინააღმდეგ“.
 
კრებაზე, სხვა საკითხების გვერდით გაირჩა კვიპრიელი ეპისკოპოსის — რეგინის საჩივარი იოანე ანტიოქელ ეპისკოპოსზე. ეს უკანასკნელი ცდილობდა კვიპროსის კუნძულის თავისადმი დაქვემდებარებას, მიუხედავად იმისა, რომ კვიპროსის ეკლესიას მოციქულთა დროიდან მართავდა დამოუკიდებელი ეპისკოპოსი, რომელიც კუნძულის ეპისკოპოსთა მიერ იყო არჩეული, რასაც, როგორც კანონიურ აქტს, განამტკიცებდა ნიკეის კრების ის დადგენილებაც, რომლის მიხედვით ყველა ეკლესიას შენარჩუნებული ჰქონდა საკუთარი უპირატესობა მართვა-გამგეობის მხრივ.
 
საგულისხმოა, რომ 8 ივნისს, რომლის წინა დღესაც ეფესოს კრების გახსნა იყო ნავარაუდევი, ზემოხსენებული იოანე ანტიოქიელი, შეთანხმდა კირსელ ეპისკოპოსთა ერთ ნაწილთან და ერთობა განუცხადა ნესტორს. მათ ცალკე მოიწვიეს კრება, რაზედაც კირილე ალექსანდრიელი ერეტიკოსად, ხოლო მისი კრება კი უკანონოდ გამოაცხადეს. მოხდა ისე, რომ ამ ორივე კრების დადგენილებები იმპერატორს ერთდროულად მოივიდა. იმპერატორმა თავდდაპირველად განიზრახა ნესტორისა და კირილეს პატიმრობაში აყვანა, მაგრამ მალე გაეცნო საქმის ნამდვილ ვითარებას და კირილე ალექსანდრიელის თავჯდომარეობით ჩატარებული მსოფლიო კრების ყველა დადგენილებანი დაამტკიცა (სექტემბერში), ხოლო ნესტორი ანტიოქიის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ მონასტერში ჩაამწყვდია. ეკლესიის სახელმძღვანელოდ კრების წმიდა მამებმა გამოსცეს რვა კანონი და კირილე ალექსანდრიელის „თორმეტი ანათემატიზმი ნესტორის წინააღმდეგ“.
 
== ლიტერატურა ==