ოქტავიანე ავგუსტუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

ისტორიკოსი დ. კ. ა. შუტერი აცხადებს, რომ ავგუსტუსის მიერ იულიუსების ოჯახის მფარველობას კლავდიუსების ხარჯზე, შესაძლოა ტიბერიუსისათვის საკმარისი მიზეზები მიეცა, რომ ავგუსტუსის მიმართ აგდებული დამოკიდებულება ღიად გამოეხატა, მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა, თუმცა, პირიქით, ტიბერიუსი საყვედურს არ უგვიანებდა მას, ვინც ავგუსტუსს აკრიტიკებდა.<ref>Shotter (1966), 210–212.</ref> შუტერი ვარაუდობს, რომ ავგუსტუსის გაღმერთება ტიბერიუსს ავალდებულებდა აღეკვეთა შეურაცხყოფისა და უკმაყოფილების რაიმე სახით ღიად გამოხატვა, რომელიც მას შესაძლოა, ფარულად ჰქონოდა, ამასთან, აღსანიშნავია ტიბერიუსის „უკიდურესად კონსერვატიული“ დამოკიდებულება რელიგიის მიმართ.<ref name="shotter 211">Shotter (1966), 211.</ref>
 
აგრეთვე, ისტორიკოსი რ. შოუ-სმითი აღნიშნავს ტიბერიუსისადმი მიწერილ ავგუსტუსის წერილებს, რომლებიც წარმოაჩენენ ტიბერიუსის მიმართ გამოჩენილ მღელვარებასა და მისი სამხედრო მიღწევების დიდად დაფასებას.<ref name="shaw-smith 213" /> შუტერი აცხადებს, რომ ტიბერიუსმა თავისი სიბრაზე და კრიტიკა გაიუს ასინიუს გალუსისა (ვიპსანიასვიფსანიას ცოლად შერთვის გამო, მას შემდეგ, რაც ავგუსტუსმა მასთან გაყრა აიძულა) და ორი ახალგაზრდა კეისრის, [[გაიუს კეისარი|გაიუსისა]] და [[ლუციუს კეისარი|ლუციუსის]] მხარეს მიმართა, ნაცვლად ავგუსტუსისა, მისი განქორწინებისა და იმპერიული დაქვეითების რეალური არქიტექტორისა.<ref name="shotter 211" />
 
== მემკვიდრეობა ==
959

რედაქტირება