კლავდიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 73:
 
[[Image:Claudiuspax.jpg|thumb|250px|Claudius issued this ''[[denarius]]'' type to emphasize his [[clemency]] after Caligula's assassination. The depiction of the goddess [[Pax-Nemesis]], representing subdued vengeance, would be used on the coins of many later emperors.]]
 
== იმპერატორი ==
=== იმპერიის ექსპანსია ===
კლავდიუსის ზეობისას იმპერიამ განიცადა პირველი მნიშვნელოვანი ექსპანსია ავგუსტუსის შემდეგ. მისი მმართველობის განმავლობაში სხვადასხვა გარემოებაში განხორციელდა თრაკიის, ნორიკუმის, პამფილიის, ლიკიისა და იუდეის პროვინციების ანექსირება (ან პირდაპირ მართვაზე აყვანა). კალიგულას დროს დაწყებული მავრიტანიის ანექსია აჯანყებულთა ძალების დამარცხებისა და ყოფილი ვასალი სამეფოს ორ საიმპერატორო პროვინციაში ოფიციალურად გადანაწილებით დასრულდა.<ref>Pliny 5.1–5.2, Cassius Dio, 60.8, 60.9</ref> ყველაზე შორეული იყო ბრიტანეთის დაპყრობა.<ref>Scramuzza, Chap. 9</ref>
 
[[File:Roman emperor head.jpg|thumb|250px|Bronze head of Claudius found in the [[River Alde]] at [[Rendham]], near [[Saxmundham]], Suffolk ([[British Museum]]). Potentially taken from the [[Temple of Claudius, Colchester|Temple of Claudius]] in [[Colonia Victricensis]] during the [[Sack of Camulodunum|Boudican revolt]].<ref>{{cite web|url=http://www.britishmuseum.org/explore/highlights/highlight_objects/pe_prb/b/bronze_head_of_claudius.aspx|title= Head of the Emperor Claudius|publisher=British Museum}}</ref>]]
43 წელს კლავდიუსმა ბრიტანეთში (''ბრიტანია'') აულუს პლავტიუსი გაგზავნა ოთხი ლეგიონით მას შემდეგ, რაც მას გამოძევებულმა მოკავშირე ტომმა მიმართა საჩივრით. თავისი მატერიალური სიმდიდრის, განსაკუთრებით კი სასარგებლო წიაღისეულის საბადოებისა და მონების გამო, ბრიტანეთი რომისათვის მიმზიდველ სამიზნეს წარმოადგენდა. იგი, აგრეთვე, გალი მეამბოხეების თავშესაფარსაც წარმოადგენდა, ამის დიდხანს გაგრძელება კი რომს არ შეეძლო. კლავდიუსმა პირადად იმოგზაურა კუნძულზე თავდაპირველი შეტევების დასრულების შემდეგ და თან დამხმარე ძალა და სპილოები ჩაიყვანა. ამ უკანასკნელთ ბრიტანელებზე შთაბეჭდილება უნდა მოეხდინათ როდესაც ისინი დიდი სატომო ცენტრში, კამულოდუნუმში (თანამედროვე კოლჩესტერი) წარმოადგინეს. კამულოდუნუმთან დაარსდა რომაული კოლონია ''კოლონია კლავდია ვიქტრიცენზისი'', როგორც ახალდაარსებული ბრიტანეთის პროვინციის დედაქალაქი.<ref name="Crummy 97">Crummy, Philip (1997) City of Victory; the story of Colchester - Britain's first Roman town. Published by Colchester Archaeological Trust (ISBN 1 897719 04 3)</ref> კლავდიუსის პატივსაცემად აქ დიდი ტაძარი აიგო.<ref name="Crummy 97"/>
 
იმპერატორმა ბრიტანეთი 16 დღის შემდეგ დატოვა, თუმცა გარკვეული ხანი პროვინციებში დაჰყო. თავისი ძალისხმევისათვის სენატმა იგი ტრიუმფით დააჯილდოვა. ასეთ პატივს მხოლოდ საიმპერატორო ოჯახის წევრები იღებდნენ, თუმცა კლავდიუსმა ეს შეზღუდვა თავისი რამდენიმე სარდლისათვის გააუქმა. იმპერატორმა „ბრიტანიკუსის“ საპატიო ტიტულიც მიიღო, თუმცა ამას მხოლოდ თავისი ვაჟის სახელით დათანხმდა და თავად არასდროს გამოუყენებია. როდესაც 50 წელს ბრიტანელი სარდალი კარაქტაკუსი შეიპყრეს, კლავდიუსმა იგი შეიწყალა. კარაქტაკუსმა თავისი დარჩენილი დღეები რომის სახელმწიფოს მიერ ბოძებულ მიწაზე გაატარა, რაც მტრის მეთაურისათვის უჩვეულო დასასრულს წარმოადგენდა.
 
48 წელს კლავდიუსმა აღწერა ჩაატარა, რომლის შედეგადაც რომის 5 984 072 მოქალაქე აღირიცხა<ref>Scramuzza, Chap. 7, p. 142</ref> (რომის მოქალაქეობის მქონე ზრდასრული მამაკაცი; ქალები, ბავშვები, მონები და თავისუფალი ზრდასრული მამაკაცები, რომლებიც რომის მოქალაქეობას არ ფლობდნენ არ აღურიცხავთ), რაც ავგუსტუსის სიკვდილისას ჩატარებული აღწერის შემდეგ თითქმის მილიონიან მატებას ნიშნავდა. კლავდიუსმა ამ რიცხვის გაზრდას რომის კოლნიების დაარსებით შეუწყო ხელი, რომელთაც იგი საერთო მოქალაქეობას ანიჭებდა. რამდენიმე კოლონია ახალ პროვინციებშიც დაარსდა იმპერიის საზღვრებზე, რათა რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველეყოთ რომის მონაპოვრების უსაფრთხოება.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კლავდიუსი“-დან