კონსტანტინოპოლის პირველი საეკლესიო კრება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 20:
 
==ისტორია==
კრებას ესწრებოდა 150 ეპისკოპოსი. მათ შორის იყვნენ: [[გრიგოლ ღვთისმეტყველი]], [[გრიგოლ ნოსელი]], [[მელეტი ანტიოქიელი]], [[ამფილოქე იკონიელი]], [[კირილე იერუსალიმელი]] და სხვები. იგი გაიხსნა წმინდა მელეტი ანტიოქიელის თავჯდომარეობით, რომლის გარდაცვალების შემდეგ კრების თავჯდომარეობა დაევალა გრიგოლ ღვთისმეტყველს და ბოლოს კონსტანტინეპოლელ ეპისკოპოს ნექტარიოსს. კრებამ განიხილა და დაგმო [[მაკედონიუსის ერესი]] და დაამტკიცა მოციქულთა სწავლება სულიწმიდის შესახებ. ამ სწავლების მიხედვით [[სულიწმიდა ღმერთი|სულიწმინდა]] არის ცხოველსმყოფელი ღმერთი, რომელიც [[მამა ღმერთი|მამისაგან]] გამოდის და მამასთან და [[ძე ღმერთი|ძესთან]] ერთად თაყვანისიცემების და იდიდების.
 
[[სარწმუნოების სიმბოლო]]ს, გრიგოლი ღვთისმეტყველის მითითებით წმინდა მამებმა დაამატეს ზოგიერთი გამოთქმა ძე ღმრთისაზე, მოძღვრება წმიდა სულზე („და სული წმინდა უფალი და ცხოველსმყოფელი“...), ეკლესიის ერთიანობაზე („ერთი წმინდა კათოლიკე“...), ნათლობის საიდუმლოებაზე („აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა“...) და მკვდრეთით აღდგომაზე („მოველი აღდგომასა“...).