ოქტავიანე ავგუსტუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[[ძვ. წ. 59]] წელს, როდესაც ოქტავიანე 5 წლის იყო, მამამისი გარდაიცვალა.<ref name="chisholm 23">Chisholm (1981), 23.</ref> დედამისი სირიის ყოფილ გუბერნატორ [[ლუციუს მარციუს ფილიპუსი (კონსული ძვ. წ. 56)|ლუციუს მარციუს ფილიპუსზე]] დაქორწინდა.<ref>სვეტონიუსი, ''ღვთაებრივი ავგუსტუსი'' [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Augustus*.html#4 4–8]; [[ნიკოლოზ დამასკელი]], ''[http://www.csun.edu/~hcfll004/nicolaus.html ავგუსტუსი]'' 3. {{WebCite|url=http://www.webcitation.org/5Qbrv42Mg|date =25 ივლისი, 2007}}</ref> ფილიპუსი ამტკიცებდა, რომ [[ალექსანდრე მაკედონელი]]ს შთამომავალი იყო. [[ძვ. წ. 56]] წელს იგი კონსულად აირჩიეს. ფილიპუსი არასდროს აქცევდა დიდ ყურადღებას ოქტავიანეს, რის გამოც, ეს უკანასკნელი, ბებიამ (იულიუს კეისრის დამ), [[იულია უმცროსი (იულიუს კეისრის და)|იულიამ]] გაზარდა.
 
[[ძვ. წ. 51]] წელს იულია გარდაიცვალა. ოქტავიანე ბებიის დაკრძალვაზე სახოტბო სიტყვით გამოვიდა.<ref>სვეტონიუსი, ''ღვთაებრივი ავგუსტუსი'' [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Augustus*.html#8 8.1]; [[Quintilianკვინტილიანი]], [http://www.thelatinlibrary.com/quintilian/quintilian.institutio12.shtml#6 12.6.1].</ref> ამ მომენტიდან დედა და მამინაცვალი მის აღზრდაში უფრო აქტიურად ჩაერთვნენ. ოთხი წლის შემდეგ, [[ძვ. წ. 47]] წელს იგი ''[[ტოგა|toga virilis]]-ით'' შეიმოსა<ref name=Suet8.1>სვეტონიუსი, ''ღვთაებრივი ავგუსტუსი'' [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Augustus*.html#8 8.1]</ref> და პონტიფიკების კოლეგიაშიც აირჩიეს.<ref>[[ნიკოლოზ დამასკელი]], [http://www.csun.edu/~hcfll004/nicolaus.html ''ავგუსტუსი''] 4. {{WebCite|url=http://www.webcitation.org/5Qbrv42Mg|date =25 ივლისი, 2007}}</ref><ref name="rowell 16">Rowell (1962), 16.</ref> მომდევნო წელს მას დაევალა ბერძნული თამაშების ზედამხედველობა, რომლებიც იულიუს კეისრის მიერ აშენებული ვენერა გენეტრიქსის ტაძრის პატივსაცემად გაიმართა.<ref name="rowell 16" /> [[ნიკოლოზ დამასკელი]]ს მიხედვით, ოქტავიანეს სურდა შეერთებოდა კეისრის შემადგენლობას მის აფრიკის კამპანიაში, თუმცა დედის პროტესტის გამო განზრახვაზე უარი თქვა.<ref>ნიკოლოზ დამასკელი, ''[http://www.csun.edu/~hcfll004/nicolaus.html ავგუსტუსი]'' 6. {{WebCite|url=http://www.webcitation.org/5Qbrv42Mg|date =25 ივლისი, 2007}}</ref> [[ძვ. წ. 46]] წელს დედა დასთანხმდა შეერთებოდა კეისარს ესპანეთში, სადაც იგი ამ უკანასკნელის მტრის, პომპეუსის ძალებთან ბრძოლას აპირებდა, თუმცა ოქტავიანე ავად გახდა და გამგზავრება ვეღარ შეძლო.
 
როდესაც გამომჯობინდა, ფრონტისაკენ ზღვით გაემართა, თუმცა გემი ჩაეძირა. მცირეოდენ მხლებლებთან ერთად ნაპირზე გადმოსვლის შემდეგ, კეისრის ბანაკამდე მისასვლელად მტრის ტერიტორია გადაკვეთა, რითაც მნიშვნელოვანი შთაბეჭდილება მოახდინა დედის ბიძაზე.<ref name=Suet8.1 /> [[ველეიუს პატერკულუსი]] გადმოგვცემს, რომ ამ ამბის შემდეგ, კეისარმა ყმაწვილკაცს საკუთარი ეტლი გაუზიარა.<ref>ველეიუს პატერკულუსი [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Velleius_Paterculus/2C*.html#59.3 2.59.3].</ref> რომში დაბრუნების შემდეგ, კეისარმა ვესტას ქურუმებთან ერთად, ახალი ანდერძი შეადგინა, სადაც ოქტავიანე თავის პირველ ბენეფიციარად დაასახელა.<ref name=Suetonius_Julius>სვეტონიუსი, ''ღვთაებრივი იულიუსი'' [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Julius*.html#83 83].</ref>