ოქტავიანე ავგუსტუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up using AWB
(clean up using AWB)
 
[[File:RSC 0022 - transparent background.png|thumb|left|ძვ. წ. 44 წლის დენარიუსი, რომელზეც გამოსახულია იულიუს კეისარი (ავერსზე) და ქალღმერთი ვენერა (რევერსზე)]]
[[ძვ. წ. 59]] წელს, როდესაც ოქტავიანე 5 წლის იყო, მამამისი გარდაიცვალა.<ref name="chisholm 23">Chisholm (1981), 23.</ref> დედამისი სირიის ყოფილ გუბერნატორ [[ლუციუს მარციუს ფილიპუსი (კონსული ძვ. წ. 56)|ლუციუს მარციუს ფილიპუსზე]] დაქორწინდა.<ref>სვეტონიუსი, ''ღვთაებრივი ავგუსტუსი'' [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Augustus*.html#4 4–8]; [[ნიკოლოზ დამასკელი]], ''[http://www.csun.edu/~hcfll004/nicolaus.html ავგუსტუსი]'' 3. {{WebCite|url=http://www.webcitation.org/5Qbrv42Mg|date =25 Julyივლისი, 2007}}</ref> ფილიპუსი ამტკიცებდა, რომ [[ალექსანდრე მაკედონელი]]ს შთამომავალი იყო. [[ძვ. წ. 56]] წელს იგი კონსულად აირჩიეს. ფილიპუსი არასდროს აქცევდა დიდ ყურადღებას ოქტავიანეს, რის გამოც, ეს უკანასკნელი, ბებიამ (იულიუს კეისრის დამ), [[იულია უმცროსი (იულიუს კეისრის და)|იულიამ]] გაზარდა.
 
[[ძვ. წ. 51]] წელს იულია გარდაიცვალა. ოქტავიანე ბებიის დაკრძალვაზე სახოტბო სიტყვით გამოვიდა.<ref>სვეტონიუსი, ''ღვთაებრივი ავგუსტუსი'' [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Augustus*.html#8 8.1]; [[Quintilian]], [http://www.thelatinlibrary.com/quintilian/quintilian.institutio12.shtml#6 12.6.1].</ref> ამ მომენტიდან დედა და მამინაცვალი მის აღზრდაში უფრო აქტიურად ჩაერთვნენ. ოთხი წლის შემდეგ, [[ძვ. წ. 47]] წელს იგი ''[[ტოგა|toga virilis]]-ით'' შეიმოსა<ref name=Suet8.1>სვეტონიუსი, ''ღვთაებრივი ავგუსტუსი'' [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Augustus*.html#8 8.1]</ref> და პონტიფიკების კოლეგიაშიც აირჩიეს.<ref>[[ნიკოლოზ დამასკელი]], [http://www.csun.edu/~hcfll004/nicolaus.html ''ავგუსტუსი''] 4. {{WebCite|url=http://www.webcitation.org/5Qbrv42Mg|date =25 Julyივლისი, 2007}}</ref><ref name="rowell 16">Rowell (1962), 16.</ref> მომდევნო წელს მას დაევალა ბერძნული თამაშების ზედამხედველობა, რომლებიც იულიუს კეისრის მიერ აშენებული ვენერა გენეტრიქსის ტაძრის პატივსაცემად გაიმართა.<ref name="rowell 16" /> [[ნიკოლოზ დამასკელი]]ს მიხედვით, ოქტავიანეს სურდა შეერთებოდა კეისრის შემადგენლობას მის აფრიკის კამპანიაში, თუმცა დედის პროტესტის გამო განზრახვაზე უარი თქვა.<ref>ნიკოლოზ დამასკელი, ''[http://www.csun.edu/~hcfll004/nicolaus.html ავგუსტუსი]'' 6. {{WebCite|url=http://www.webcitation.org/5Qbrv42Mg|date =25 Julyივლისი, 2007}}</ref> [[ძვ. წ. 46]] წელს დედა დასთანხმდა შეერთებოდა კეისარს ესპანეთში, სადაც იგი ამ უკანასკნელის მტრის, პომპეუსის ძალებთან ბრძოლას აპირებდა, თუმცა ოქტავიანე ავად გახდა და გამგზავრება ვეღარ შეძლო.
 
როდესაც გამომჯობინდა, ფრონტისაკენ ზღვით გაემართა, თუმცა გემი ჩაეძირა. მცირეოდენ მხლებლებთან ერთად ნაპირზე გადმოსვლის შემდეგ, კეისრის ბანაკამდე მისასვლელად მტრის ტერიტორია გადაკვეთა, რითაც მნიშვნელოვანი შთაბეჭდილება მოახდინა დედის ბიძაზე.<ref name=Suet8.1 /> [[ველეიუს პატერკულუსი]] გადმოგვცემს, რომ ამ ამბის შემდეგ, კეისარმა ყმაწვილკაცს საკუთარი ეტლი გაუზიარა.<ref>ველეიუს პატერკულუსი [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Velleius_Paterculus/2C*.html#59.3 2.59.3].</ref> რომში დაბრუნების შემდეგ, კეისარმა ვესტას ქურუმებთან ერთად, ახალი ანდერძი შეადგინა, სადაც ოქტავიანე თავის პირველ ბენეფიციარად დაასახელა.<ref name=Suetonius_Julius>სვეტონიუსი, ''ღვთაებრივი იულიუსი'' [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Julius*.html#83 83].</ref>
 
==== პროსკრიფციები ====
[[File:Antony with Octavian aureus.jpg|thumb|რომაული [[აურეუსი]], რომელზეც გამოსახულია მარკუს ანტონიუსისა (მარცხნივ) და ოქტავიანეს (მარჯვნივ) პორტრეტები, გამოშვებულია ძვ. წ. 41 წელს ძვ. წ. 43 წელს ოქტავიანეს, ანტონიუსისა და ლეპიდუსის მიერ მეორე ტრიუმვირატის ჩამოყალიბების აღსანიშნავად. ორივე მხარეს გამოსახულია წარწერა „III VIR R P C“, რაც ნიშნავს „ერთ-ერთი სამი კაციდან რესპუბლიკის რეგულირებისათვის“.<ref>{{cite web|last = Sear | first = David R | title = Common Legend Abbreviations On Roman Coins | url = http://www.davidrsear.com/academy/roman_legends.html | accessdate = 24 August 2007 | archiveurl= https://web.archive.org/web/20070730185143/http://www.davidrsear.com/academy/roman_legends.html| archivedate= 30 Julyივლისი, 2007 | deadurl= no}}</ref>]]
ახალდაფუძნებული კავშირის უპირველესი მიზანი კეისრის სიკვდილის გამო შურსძიება და მის მკვლელებთან ომის წამოწყება იყო. სანამ ბრუტუსისა და კასიუსის წინააღმდეგ აღმოსავლეთში გაემართებოდნენ, ტრიუმვირებმა გადაწყვიტეს ჯერ რომში განედგურებინათ თავიანთი მტრები. საამისოდ მათ აამოქმედეს მასობრივი მკვლელობების ერთგვარი ლეგალური ფორმა — პროსკრიფციები, რომელიც პირველად [[ძვ. წ. 82]] წელს [[დიქტატორი|დიქტატორმა]] [[სულა|ლუციუს კორნელიუს სულამ]] გამოიყენა. ტრიუმვირების მიერ შედგენილ პროსკრიფციებში მოხვდა 300 სენატორი და 2 000 მხედარი. ისინი კანონგარეშეებად გამოაცხადეს და ქონება ჩამოართვეს, ხოლო ვინც გაქცევა ვერ მოახერხა, სიცოცხლეს გამოასალმეს.<ref name = "eck 16" />
 
| მიმართულება = vertical
| სიგანე = 300
| ქვევით =
 
| ფაილი1 = Phil2Geo.png
==== ომი სექსტუს პომპეუსთან ====
[[File:Denarius Sextus Pompeius-Scilla.jpg|thumb|სექსტუს პომპეუსის დინარი, რომელიც ოქტავიანეს ფლოტზე მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავადაა მოჭრილი. ავერსზე გამოსახულია ფარუს [[მესინა|მესინელი]], რომელმაც დაამარცხა ოქტავიანე, რევერსზე კი — ურჩხული [[სკილა]].]]
სექსტუს პომპეუსი პირველი ტრიუმვირატის წევრის, [[გნეუს პომპეუს მაგნუსი|გნეუს პომპეუსის]] ვაჟი იყო და იულიუს კეისრის მიერ მამამისზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგაც განდგომილ სარდლად რჩებოდა. ანტონიუსი და ოქტავიანე ერთმანეთს ეცილებოდნენ პომპეუსთან მოკავშირეობას, რომელიც რესპუბლიკელთა პარტიის წევრი იყო.<ref name="eck 20" /> [[ძვ. წ. 40]] წელს ოქტავიანემ შეძლო დროებითი ალიანსის მიღწევა, როდესაც დაქორწინდა [[სკრიბონია]]ზე, სექსტუს პომპეუსის მხარდამჭერისა და სიმამრის, ლუციუს სკრიბონიუს ლიბოს ქალიშვილზე.<ref name="eck 20" /> სკრიბონიამ ოქტავიანეს მისი ერთადერთი ბიოლოგიური შვილი, [[იულია უფროსი|იულია]], გაუჩინა, რომელიც იმავე დღეს დაიბადა, როდესაც ოქტავიანე ლივია დრუზილაზე დასაქორწინებლად გაეყარა მას ქორწინებიდან წელიწადზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ.<ref name="eck 20" />
 
როდესაც ანტონიუსმა და სხვა ტრიუმვირებმა ბრუნდიზიუმის ზავი დადეს და რომაული სამყარო ხელახლა გადაინაწილეს, სექსტუს პომპეუსი თითქმის საერთოდ არ გაითვალისწინეს. [[სიცილია]]ზე მდებარე თავისი საყრდენიდან სექსტუსი განაგრძობდა იტალიის სანაპიროებთან მეკობრულ საქმიანობას და ბლოკავდა [[რომი]]საკენ მიმავალ მარცვლელულით დატვირთულ გემებს. პომპეუსის ვაჟი საზღვაო მეთაურის სტატუსით ხელმძღვანელობდა ძალისხმევას, რომელიც იტალიაში ფართომასშტაბიანი შიმშილობის გამოწვევისაკენ იყო მიმართული.<ref name="ccaa 19" /> ზღვაზე ბატონობამ პომპეუსი წააქეზა მიეღო სახელი ''ნეპტუნი ფილიუსი'', „[[ნეპტუნი (მითოლოგია)|ნეპტუნის]] ძე“.<ref name="eck 22">Eck (2003), 22.</ref> ქალაქში საკვების ნაკლებობამ ის გამოიწვია, რომ მოსახლეობამ ტრიუმვირატის დადანაშაულება დაიწყო და სიმპათიით განეწყო პომპეუსის მიმართ. ამ ზეწოლამ ტრიუმვირები აიძულა [[ძვ. წ. 39]] წლის დასაწყისში სექსტუსს შეხვედროდნენ.<ref>Appian, ''The Civil Wars'', Book 5, 69</ref>
| მიმართულება = vertical
| სიგანე = 290
| ქვევით = ''ზემოთ'': [[ძვ. წ. 38]] წლის კამპანია. {{legend|pink|[[სექსტუს პომპეუსი]]ს მფლობელობაში მყოფი ტერიტორია (<small>ვარდისფერი ზოლებით აღნიშნულია ტერიტორია, რომელიც მენასმა ოქტავიანეს გადასცა</small>).}} ''ქვემოთ'': [[ძვ. წ. 36]] წლის კამპანია.<br /><font color="red"><big>'''↗'''</big></font> — ოქტავიანესა და მისი ადმირალების მოქმედებები;<br /><font color="blue"><big>'''↗'''</big></font> — პომპეუსისა და მისი ადმირალების მოქმედებები.<br />
 
| ფაილი1 = War with Sextus Pompeius part 1 Georgian.png
| სიგანე1 =
| ალტ1 =
| წარწერა1 =
 
| ფაილი2 = War with Sextus Pompeius part 2 Georgian.png
| წარწერა2 =
}}
მიუხედავად იმისა, რომ ოქტავიანეს იტალიის მიმდინარე ბლოკადისათვის წერტილის დასმა უნდოდა, ანტონიუსი დასავლეთში მშვიდობის დამყარებას ცდილობდა, რათა ტრიუმვირატის ლეგიონები გამოეთავისუფლებინა და პართიის წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანიისათვის საკუთარ დაქვემდებარებაში მოექცია. თუმცა ტრიუმვირებმა უარი თქვეს სექსტუსის თავდაპირველ მოთხოვნაზე, რომ მას ტრიუმვირატში ლეპიდუსი ჩაენაცვლებინა, მათ სხვა დათმობებზე თანხმობა განაცხადეს. მიზენუმის ზავის პირობებით, პომპეუსს შეუნარჩუნდა კონტროლი [[სიცილია]]სა და [[სარდინია]]ზე, ასევე, მის ტერიტორიებს დაემატა [[კორსიკა]] და საბერძნეთიც. სექსტუსმა სამომავლოდ ოქტავიანესაგან [[ავგურები|ავგურის]] სტატუსის მიღებისა და [[ძვ. წ. 35]] წლისათვის [[კონსული|კონსულად]] გახდომის პირობაც მიიღო.<ref name="ccaa 19" /><ref name="eck 22" /> სანაცვლოდ, იგი დასთანხმდა იტალიის საზღვაო ბლოკადის დასრულებას, რომის მარცვლეულით მომარაგებასა და რომის სავაჭრო გემებზე მეკობრული თავდასხმების შეწყვეტას,<ref>Ward, Allen M., et al. A History of the Roman People. Englewood Cliffs: Prentice Hall, 2003.</ref> მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით, ოქტავიანემ თავისი სამი წლის დისშვილი და ანტონიუსის გერი, მარკუს კლავდიუს მარცელუსი სექსტუსის ასულ პომპეაზე დანიშნა.<ref>Appian, ''The Civil Wars'', Book 5, 73</ref>
 
სექსტუსთან მიღწეული მშვიდობა ხანმოკლე აღმოჩნდა. მასა და ტრიუმვირატს შორის დადებული შეთანხმების რღვევა მაშინ დაიწყო, როდესაც ძვ. წ. 38 წლისათვის მან, შეთანხმების თანახმად, საბერძნეთზე კონტროლი მოითხოვა, ანტონიუსი პართიის კამპანიის დასაფინანსებლად პროვინციის გადასახადის მოთხოვნით გამოვიდა. პომპეუსმა უარი განაცხადა.<ref>Appian, ''The Civil Wars'', Book 5, 77</ref> ამასობაში, სექსტუსს უღალატა თავისმა ადმირალმა, მენასმა, რომელმაც ერთგულება ოქტავიანეს გამოუცხადა და მას კორსიკა, სარდინია, პომპეუსის სამი ლეგიონი და საზღვაო ძალები გადასცა. პომპეუსთან მარტო დასაპირისპირებლად, ოქტავიანე რესურსების ნაკლებობას განიცდიდა, ამიტომაც მიღწეულ იქნა შეთანხმება მეორე ტრიუმვირატის არსებობის კიდევ ხუთი წლის პერიოდით გახანგრძლივებისათვის, რომელიც [[ძვ. წ. 37]] წლიდან აითვლებოდა.<ref name="Scullard 1982 163"/><ref name="eck 24">Eck (2003), 24.</ref> ამ ქმედებებმა სექსტუსის მიერ იტალიის ბლოკადის განსაახლებლად შექმნა პირობები, რამაც ოქტავიანეს თავიდან აარიდა ანტონიუსისათვის პართიის კამპანიისათვის დაპირებული ჯარის გაგზავნა. ამ ახალმა გადავადებამ ოქტავიანესა და ანტონიუსს შორის უთანხმოება ჩამოაგდო და ოქტავია აიძულა ძმასა და ქმარს შორის შუამავლის როლი ეკისრა. ტარენტუმის ზავით, ანტონიუსმა ოქტავიანეს დიდძალი საზღვაო არმია გადასცა, ოქტავიანემ კი მას პართიაზე თავდასასხმელად ახალი ლეგიონებით უზრუნველყოფის პირობა მისცა.<ref>Appian, ''The Civil Wars'', Book 5, 95</ref> შეთანხმების განსამტკიცებლად, ანტონიუსის უფროსი ვაჟი, მაშინ მხოლოდ 6 წლის მარკუს ანტონიუს ანტილუსი ოქტავიანეს ერთადერთ ქალიშვილზე, [[იულია უფროსი|იულიაზე]] დაინიშნა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ჩვილი იყო. შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ანტონიუსი აღმოსავლეთში დაბრუნდა და ოქტავიანე იტალიაში დატოვა.
959

რედაქტირება