გაბრიელი (ქიქოძე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 63:
[[1856]] წელს ოჯახური ტრაგედიის გამო (მოკლე დროში გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი) ბერად აღიკვეცა და ეწოდა სახელი — გაბრიელი. [[1858]] წლის 5 იანვარს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა [[დავითგარეჯა|დავითგარეჯის]] წინამძღვრად. იმავე წლის 6 დეკემბერს გაბრიელი ხელდასხმულ იქნა [[გორის საეპისკოპოსო|გორის ეპისკოპოსად]] და საქართველოს ეგზარქოსის ქორეპისკოპოსად. ამასთანავე იგი ინიშნება ქართლ-კახეთის უწმინდესი სინოდის წევრად და შუამთის მონასტრის არქიმანდრიტად. [[1860]] წელს იგი იმერეთის ეპისკოპოსად დაინიშნა და ამ მოვალეობას ასრულებდა გარდაცვალებამდე. სხვადასხვა პერიოდში მართავდა [[აფხაზეთი]]სა (1869-1886) და [[სამეგრელო]]-[[სვანეთი]]ს (1873-1886) ეპარქიებს.
 
გაბრიელ ეპისკოპოსი აღესრულა [[1896]] წლის 26 იანვარს, 71 წლის ასაკში. ქართველი ერი მას 46 დღე ემშვიდობებოდა. [[1896]] წლის 10 მარტს, მისი ნეშტი [[გელათის მონასტერი|გელათის]] ღვთისმშობლის ეკლესიას მიაბარეს.
 
გაბრიელ ეპისკოპოსის პირადი არქივი დაცულია საქართველოს [[ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი|ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში]]<ref>[http://www.manuscript.ge/index.php?m=319 გაბრიელ ეპისკოპოსი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი]</ref>.