გაბრიელი (ქიქოძე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 57:
 
== ბიოგრაფია ==
დაიბადა გურიის უკანასკნელი მთავრის [[მამია გულიელიგურიელი]]ს კარის მოძღვრის — მღვდელ მაქსიმე ქიქოძის ოჯახში. [[1839]] წელს დაამთავრა [[თბილისი|თბილისის]] სამაზრო სასულიერო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო თბილისის სემინარიაში. [[1842]] წელს შევიდა [[ფსკოვი]]ს სასულიერო სემინარიაში. [[1845]] წელს დაამთავრა [[პეტერბურგი]]ს სასულიერო სემინარია, ხოლო [[1849]] წელს პეტერბურგის სასულიერო აკადემია. პეტერბურგში მყოფი გაბრიელ ქიქოძე საქართველოს უკანასკნელი მეფის [[გიორგი XII]]-ისა და მარიამ დედოფლის ვაჟიშვილმა, მიხეილ ბატონიშვილმა შეიკედლა.
 
[[1851]]-[[1858]] წლებში გაბრიელი მსახურობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად და რექტორის თანაშემწედ. ასწავლიდა [[ფიზიკა]]სა და [[მათემატიკა]]ს. პარალელურად მუშაობდა თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში საღვთო სჯულის მასწავლებლად. [[1851]] წელს მას მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. [[1856]] წელს ოჯახური ტრაგედიის გამო (მოკლე დროში გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი) მღვდელ-მონაზვნად აღიკვეცა. [[1858]] წელს არქიმანდრიტის ხარისხით დაინიშნა [[დავითგარეჯა|დავითგარეჯის]] წინამძღვრად. იმავე წლის დამლევს გაბრიელი ხელდასხმულ იქნა [[გორი]]ს ეპისკოპოსად. [[1860]] წელს იგი იმერეთის ეპისკოპოსად დაინიშნა და ამ მოვალეობას ასრულებდა გარდაცვალებამდე. სხვადასხვა პერიოდში მართავდა [[აფხაზეთი]]სა (1869-1886) და [[სამეგრელო]]-[[სვანეთი]]ს (1873-1886) ეპარქიებს.