საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 160:
'''მეთერთმეტე საეკლესიო კრება''' შედგა თბილისში, 1972 წლის 2 ივლისს. კათალიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ურბნელი მიტროპოლიტი [[დავით V (დევდარიანი)|დავით V დევდარიანი]]. საქართველოს ეკლესიაში წლების განმავლობაში გროვდებოდა მრავალი პრობლემა. ამ პრობლემების გადაჭრა საბჭოური მმართველობის პირობებში თითქმის შეუძლებელი იყო. მძიმე ვითარება შეიქმნა არა მხოლოდ დედაქალაქში, სადაც [[მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი|მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარში]] ახალგაზრდული თეატრი იყო, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ფოლკლორული საღამოები იმართებოდა, [[ანჩისხატი]] კი მოქანდაკის სახელოსნოდ იყო გადაქცეული, არამედ ეპარქიებშიც. ფორმალურად მოქმედი 15 ეპარქიიდან პრაქტიკულად მოქმედი იყო 4, რომელსაც თავისი მღვდელმთავრები ჰყავდა. ბოდბელი ეპისკოპოსი წინამძღვრად იყო თბილისის სამების ეკლესიაში, მანგლელი - [[დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია|დიდუბის ეკლესიაში]], თეთრიწყაროელი - თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ მღვდელმთავართა უმრავლესობა ხანდაზმული იყო.
 
'''მეთორთმეტე საეკლესიო კრება''' შედგა თბილისში, 1977 წლის 23 დეკემბერს, რომელსაც 47 დელეგატი ესწრებოდა. კრებას ასევე ესწრებოდნენ უცხოეთის ეკლესიათა წარმომადგენლები, სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი, [[ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია|ბულგარეთის ეკლესიიდან]] — არქიმანდრიტი ნაუმი, ალექსანდრიიდან — არქიმანდრიტი გრიგორიოსი.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, XX საუკუნე|2003|გვ=249}} კათალიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი) [[ილია II]]-ის სახელით.
[[ფაილი:Patriarq ilia II.jpg|მინიატიურა|მარჯვნივ|სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი [[ილია II]]]]
1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა ახლადარჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრება. უწმინდესმა და უნეტარესმა სვეტიცხოველში წარმოთქმულ სიტყვაში განსაზღვრა საქართველოს ეკლესიის მომავალი, სამოქმედო გეგმა და დასძინა: {{ციტატა|მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და, ამავე დროს, საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს, ღვთის ამ წმინდა ტაძრის თაღებქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, XX საუკუნე|2003|გვ=249}}<ref name="სიტყვა">[http://www.patriarchate.ge/?action=text/agsakdreba საქართველოს საპატრიარქო — სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ წარმოთქმული სიტყვა სვეტიცხოველში, აღსაყდრების დღეს]</ref>}}