ხვარშიული ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 12 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q56425
No edit summary
ხაზი 1:
'''ხვარშიული ენა''' არის [[ნახურ-დაღესტნური ენები|ნახურ-დაღესტნურ ენათა ოჯახის]] ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ქვეჯგუფის ენა. მასზე მეტყველებენ [[დაღესტნის რესპუბლიკა|დაღესტნის რესპუბლიკის]] [[წუმადის რაიონი]]ს აულებში (ხვარში, ინხოყვარი, კვანტლადა, სანტლადა, ხვაინი). მოიცავს 2 დიალექტს: საკუთრივ ხვარშიულსა და ინხოყვარულს. ხვარშიულ ენაზე ლაპარაკობს 1870 კაცი (2002).<ref>http://www.ethnologue.com/show_language.asp?code=khv</ref>
 
ხვარშიული ენისთვის დამახასიათებელია მარტივი ხმოვნები: ა, ე, ი, ო, უ და მათი გრძელი და ნაზალიზებული ვარიანტები. ინხოყვარულსა და სანტლადურში არის ირაციონალური ხმოვანი (ჷ). მახვილი სუსტი, დინამიკური და ძირითადად მოძრავია. თანხმოვნებს ახასიათებს ხშულა სამეულების, სპირანტთა წყვილეულებისა და ცალეულების ნაკლული სისტემა. ფუძეებისათვის დამახასიათებელია სრულხმოვანება. გრამატიკული კატეგორიები უმთავრესად ნაწარმოებია სუფიქსებით. სახელისა და ზმნის საერთო კატეგორიებია [[გრამატიკული კლასი]] და რიცხვი მხოლოობოთ რიცხვში გარჩეულია 4 კლასი. ძირითადი ბრუნვები: სახელობითი, ერგატივი, მიცემითი, ნათესაობითი და მოქმედებითი. დამახასიათებელია ლოკატიური ბრუნვების სერიათა რთული სისტემა. ბრუნება ერთფუძიანიცაა და ორფუძიანიც.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხვარშიული_ენა“-დან