ლაკური ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 32 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q36206
No edit summary
ხაზი 1:
'''ლაკური ენა''' — [[ლაკები]]ს ენა, განეკუთვნება [[ნახურ-დაღესტნური ენები]]ს [[დაღესტნური ენები|დაღესტნურ ქვეჯგუფს]]. გავრცელებულია [[დაღესტნის რესპუბლიკა|დაღესტნის რესპუბლიკის]] [[ლაკის რაიონი|ლაკის]], [[კულის რაიონი|კულისა]] და [[ნოვოლაქსკის რაიონი|ნოვოლაქსკის]] რაიონებში ([[ლაკები]]თ დასახლებული ზოგი აული გვხვდება დაღესტნის სხვა რაიონებშიც). ლაკურ ენაზე ლაპარაკობს დაახლოებით 164 000 კაცი<ref>[http://www.ethnologue.com/show_language.asp?code=lbe A language of Russian Federation]</ref>. გამოიყოფა კილო-თქმები: ვიცხიური, ღუმუქური, რომლებიც საფუძვლად უდევს სამწერლობო ლაკურ ენას, ვიხლური, აშტიკულური, ბალხარული.
 
ლაკურ ენაში გარჩეულია 3 ძირითადი ხმოვანი (ა, ი, უ); თანხმოვნებსი რიცხვი 41-ს აღწევს; თანხმოვანი საარტიკულაციო რაგვარობის მიხედვით შეიძლება იყოს: 1. მჟღერი, 2. ფშვინვიერი, 3. აბრუპტივი და 4. ინტენსიური. ფონემური მნიშვნელობის ოთხივე ეს ვარიანტი გარჩეულია ხშულებში, აფრიკატებს არა აქვთ მჟღერები, სპირანტებს — აბრუპტივები, ინტენსიურ და არაინტენსიურ თანხმოვანთა დაპირისპირება დასტურდება ხმოვნის წინ; სიტყვის თავში ერთზე მეტი თანხმოვანი არ გვხვდება; თანხმოვანთა შეყრა დასაშვებია სიტყვის ბოლოს (არა, უმეტეს 2 თანხმოვნისა და ხმოვანთა შორის (არა უმეტეს 3 თანხმოვნისა).
ხაზი 6:
 
ზმნის ძირითადი კატეგორიებია: გრამატიკული კლასი, პირი, რიცხვი, დრო, კილო, ასპექტი. გვარი არ გაირჩევა, ზმნა მდიდარია დრო-კილოთა და სხვადასხვა მოდალური შინაარსის ორგანული თუ აღწერითი წარმოების ფორმებით; ზმნის უღვლილება კლასოვან-პიროვანია, გარდაუვალ ზმნაში აღინიშნება კლასიც და პირიც სუბიექტისა, გარდამავალ ზმნაში — კლასი ობიექტისა, პირი სუბიექტისა ან ზოგჯერ ობიექტისა; გარდაუვალი ზმნის სუბიექტი სახელობით ბრუნვაშია, გარდამავალი ზმნა ქმნის კონსტრუქციას რეალური ობიექტით სახელობით ბრუნვაში და რეალური ობიექტით სახელობით ბრუნვაში და რეალური სუბიექტით ნათესაობით ბრუნვაში ან სახელობით ბრუნვაში (1-2 პირის ნაცვალსახელებში). გარდამავალი ზმნის რეალური სუბიექტის აღსანიშნავად ერგატივის გაურჩევლობა და მისი ფუნქციით ზემოაღნიშნული 2 ბრუნვის გამოყენება ლაკური ენის ერთ-ერთი მთავარი თავისებურებაა.
 
== სქოლიო ==
<references />
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|6|113|ცერცვაძე ი.}}
* {{ქსე2|VI|113|ი. ცერცვაძე}}
* Муркелинский, Г. Б., ''Русско-лакский словарь'', Махачкала, 1953.
* Жирков, Л. И., ''Лакский язык'', М., 1955.
* Муркелинский, Г. Б., ''Грамматика лакского языка'', Махачкала, 1971.
 
== სქოლიო ==
{{ინტერვიკი|lbe||ლაკურ|}}
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:ნახურ-დაღესტნური ენები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლაკური_ენა“-დან