აბას I (ირანი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 43:
 
== საგარეო პოლიტიკა ==
აბას I დამპყრობლურ საგარეო პოლიტიკას ატარებდა. [[1601]]-[[1602]] წლებში დაიპყრო ბაჰრეინის კუნძულები. ოსმალეთთან ომების შედეგად ([[1603]]-[[1612]], [[1616]]-[[1618]], [[1623]]) აღადგინა ირანის ბატონობა ამიერკავკასიასა და ერაყში. [[1597]] წელს უზბეკებს წაართვა ხორასანი, [[1622]] წელს დიდ მოგოლებს - ყანდარი[[ყანდაარი]]. დიდ ყურადღებას აქცევდა აბრეშუმით ვაჭრობას, რაც შაჰის ხაზინის მონოპოლია იყო. ცდილობდა აბრეშუმის ექსპორტი ევროპაში აეცდინა ოსმალეთის საქარავნო გზებისათვის და სპარსეთის ყურით წარემართა. [[1622]] ოსტინდოეთის ინგლისის კომპანიის ფლოტის დახმარებით პორტუგალიელებს წაართვა კუნძული ჰორმოზი (კუნძულის არებასაღებას ხელმძღვანელობდა [[იმამყული-ხანი|იმამყული-ხან უნდილაძე]]).
 
=== ირანი და საქართველო ===
აბას I-ის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საქართველოს საკითხს. ამიერკავკასიაში ბატონობის უზრუნველსაყოფად აბას I-ს აუცილებლად მიაჩნდა ქართლ-კახეთის ქრისტიანული სამეფოების ყიზილბაშურ-მაჰმადიანურ სახანოებად გადაქცევა. [[1614]], [[1616]], [[1617]] ირანის ლაშქარი აბას I-ის მეთაურობით ოთხჯერ შემოესია ქართლ-კახეთს და ააოხრა (''იხ.'' [[აბას I-ის ლაშქრობანი საქართველოში]]), [[1624]] წელს აბას I-ის ბრძანებით, სარწმუნოების შეცვლის მოთხოვნით სასტიკად აწამეს კახეთის [[ქეთევან დედოფალი|დედოფალი ქეთევანი]], [[1625]] წელს კი აჯანყებული ქართველების წინააღმდეგ [[ისა-ხანი|ისა-ხან]] ყორჩიბაშის სარდლობით კვლავ დიდი ლაშქარი გამოგზავნა (''იხ.'' [[მარაბდის ბრძოლა 1625]]). ქართველთა აჯანყებებმა [[1615]], [[1625]] (''იხ.'' [[მარტყოფის ბრძოლა]]) და შეუპოვარმა წინააღმდეგობამ აბას I-ის გეგმები ჩაშალა. შაჰი იძულებული გახდა საქართველოს მიმართ კომპრომისული პოლიტიკის გზას დასდგომოდა. აბას I-ის დროს ირანს გაცხოველებული სავაჭრო-ეკონომიური და დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აბას_I_(ირანი)“-დან