გაჩიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 18:
{{ციტატა|იმავე ლეონტი მროველის სიტყვით გაჩიანი ვითომც ახალი სახელი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ წინათ, «მაშინ ერქუა სანადირო ქალაქია»-ო (ც˜ა მფ˜თა, *104, გვ. 6). დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის სიტყვებითგანა ჩანს მაინც, რომ გაჩიანი მტკვრის პირასა ყოფილა; იგი მოგვითხრობს: «ჩამოიარიან თურქთა სომხითი... ჩამოდგიან გაჩიანთა პირსა მტკუარისასა»-ო (ც˜ა მფ˜სა დ˜თსი, *529, გვ. 296); მაგრამ თუ გაჩიანი მართლაც ამ ქვეყნის დასავლეთი საზღვარი იყო, როგორც ნათქვამი აქვს ლეონტი მროველს, მაშინ მტკვარზე შეიძლება იგი მხოლოდ ხაშურსა და ტასის-კარს შუა ყოფილიყო სადმე. მაგრამ ამას ცოტა არ იყოს ეწინააღმდეგება დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობა, რომლის სიტყვებითგანაც ისე გამოდის, რომ გაჩიანი აღმოსავლით მდებარეობს, სადღაც სომხითსა, ბარდავსა და ივრის პირს შუა. ერთი სიტყვით, ჯერ-ჯერობით ჩვენ ისეთი ცნობები არ მოგვეპოვება, რომ დანამდვილებით გამოგვერკვია, თუ სად მდებარეობდა ქ. გაჩიანი. ყურადღების ღირსია, რომ გაჩიანის მდებარეობა, როგორც ეტყობა, არც ვახუშტსა სცოდნია (გგრ˜ფა, 65)<ref>ივანე ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 2, გვ. 33, თბილისი 1983</ref>.}}
იქვე
{{ციტატა|როგორც ლეონტი მროველის სიტყვებითგანა ჩანს, ქ. გაჩიანი მდ. ბერდუჯის დასავლეთით უნდა ყოფილიყო მტკვარსა და სომხითის მთებს შუა. იქნებ ქ. გაჩიანი ყოფილიყო ეხლანდელი ბორჩალოს მაზრის ხაჩინ-ჩაის ნაპირას..., სარჩევში იგი ანიშნულია 27º62-41º30 ('''შეცდომაა! უნდა ეწეროს 62º27-41º30'''), მაგრამ [[კავკასიის ხუთვერსიანი რუკა|5-ვერსიან რუკაზე]] მდინარე არა ჩანს, არამედ მთაა ”Хачина керц”; ყურადღების ღირსია, რომ ეს ”ხაჩინი” მართლაც ბერდუჯის დასავლეთით მდებარეობს. ნახე ხაჩინის სამთავროც.}}
 
[[ფაილი:Военно-топографическая карта Кавказского края - лист E. 7. (1877).jpg|მინი|1877 წლის [[კავკასიის მხარის ხუთვერსიანი რუკა]]]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გაჩიანი“-დან