ფილოსოფიური ქვა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Joseph Wright of Derby The Alchemist.jpg|მინი|ალქიმიკოსი ფილოსოფიური ქვის ძიებაში, ნახატი, ჯოზეფ რაიტი, 1771 წელი. ტილოს სახელწოდებაა „ალქიმიკოსი, რომელმაც აღმოაჩინა ფოსფორი“ („The Alchemist Discovering Phosphorus“)]]
'''ფილოსოფიური ქვა''' ('''სიბრძნის ქვა''', '''ფილოსოფოსთა ელექსირი''', '''ტინქტურა''') — IV საუკუნიდან XVI საუკუნემდე გაბატონებული წარმოდგენების მიხედვით, [[ნივთიერება]], რომელსაც უნარი აქვს მაგიურად გარდაქმნას არაკეთილშობილი ლითონები [[ოქრო]]დ და [[ვერცხლი|ვერცხლად]], განკურნოს [[ადამიანი]] ყოველგვარი ავადმყოფობისაგან, დაუბრუნოს მას ახალგაზრდობა ([[ალქიმია]]).<ref name="ფილ">{{cite book|author=|title=ფილოსოფიური ლექსიკონი |isbn= |publisher=|location=თბილისი, საქართველო |page=607, წელი 1987}}</ref>
ფილოსოფიური ქვაზე წარმოდგენების საფუძველი იყო პრაქტიკული დაკვირვებები ერთი ნივთიერების მეორედ სხვადასხვაგვარად გარდაქმნაზე, აგრეთვე ნატურფილოსოფიური მიხვედრები [[მატერია|მატერიის]] ერთიანობაზე და ა.შ. [[შუა საუკუნეები]]ს პირობებში ამ აზრმა ნათლად გამოხატული რელიგიურ-მისტიკური შეფერილობა შეიძინა. შემდგომში აზრი ფილოსოფიური ქვის შესახებ უკუაგდეს.<ref name="ფილ" />