თბილისის დემონსტრაციები (1978): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 6 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q2665991
No edit summary
ხაზი 1:
'''დემონსტრაციები თბილისში''' [[1978]] წლის [[14 აპრილი|14 აპრილს]] ჩატარდა [[საქართველოს კომუნისტური პარტია|საქართველოს კომუნისტური პარტიის]] მიერ [[ქართული ენა|ქართული ენის]] კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ. [[1977]] წელს ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ [[საქართველოს სსრ]] უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც [[1936]] წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული. ამ ინიციატივას საპროტესტო აქციების მთელი სერია მოჰყვა, რომლის შედეგად შეტაკება ათასობით მომიტინგესა და საბჭოთა მთავრობას შორის გარდაუვალი გახდა. კრიზისის განმუხტვა შესაძლებელი გახდა [[ედუარდ შევარდნაძე|ედუარდ შევარდნაძის]] მიერ [[მოსკოვი]]ს ცენტრალური ხელისუფლების ავტორიტეტებთან მოლაპარაკებით, რომლის შედეგად მიღებულ იქნა ნებართვა შეენარჩუნებინათ ახალ კონსტიტუციაში ქართული ენის ყოფილი სტატუტისტატუტის შენარჩუნების ნებართვა მიიღეს.
 
საბჭოთა კავშირის ცენტრალური მთავრობის ამ უჩვეულო დათმობამ თბილისში ემოციები დააცხრო, თუმცა დაძაბულობა გამოიწვია [[აფხაზეთის ასსრ|აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში]], სადაც აფხაზმა კომუნისტურმა ელიტამ ეს ნაბიჯი ქართული [[ნაციონალიზმი]]ს წინაშე კაპიტულაციად შერაცხა და მოითხოვა ავტონომიის საქართველოდან [[რსფსრ|რუსეთის ფედერაციის]] დაქვემდებარებაში გადატანა. ეს მოთხოვნა უარყოფილ იქნაუარყვეს, თუმცა რამდენიმე პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური დათმობა მაინცსაკითხი გაკეთდადათმეს.
 
ამ მოვლენების აღსანიშნავად [[1990]] წლიდან [[14 აპრილი]] საქართველოში დედაენის დღედ აღინიშნება.